ამ ფორუმში, წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის, და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქტივისტების გააქტიურება მიანიშნებს იმას, რომ მათ როგორც ჩანს დავალება (კურთხევა) აქვთ მიღებული აწარმოონ აგრესიული პროზელიტიზმი.
ამის ფაქტები მრავლად არის ამ ფორუმში ზოგიერთი იუზერის მხრიდან, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით აგრესიულად ეწევიან პროზელიტიზმს, ავრცელებენ ისეთ ქადაგებებს რომლებიც შეურაცხყოფს რელიგიურ ლიდერებს, იერარქებს, მოღვაწეებს, ქრისტიანულ კონფესიებს და რელიგიებს.....
არც ერთი მსოფლიო საეკლესიო კრება, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, არც წმინდა წერილი არ ასწავლის იმას, რომ თითქოს მერვე საეკლესიო კრება იქნება "ცრუ"," განდგომილთა" ან "ავაზაკთა" კრება.
მიუხედავად ამისა, განყოფილებაში ბოლო დროს აგრესიული პროზელიტიზმის სახით ავრცელებენ ისეთ ქადაგებებს მერვე მსოფლიო კრების შესახებ, რომლებიც მხოლოდ ცალკეული პირების წინასწარმეტყველებაზეა დაყრდნობილი და არანაირი საღვთისმეტყველო თუ სახარებისეული არგუმენტაცია არ ახლავს.
მმკ-ს აქტივისტები და მმკ-ს დამცველები ავრცელებენ ისეთ ქადაგებებს და "სწავლებებს" კათოლიკური ეკლესიის მიმართ, რომელიც შეურაცხყოფს როგორც კათოლიკურ ეკლესიას, ისე მის მრევლს. კათოლიკური ეკლესიის საწინააღმდეგო ქადაგებებს ავრცელებენ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატებით, სხვადასხვა სქიზმატური დაჯგუფებებისგან თარგმნილი წყაროებით, მიზანმიმართული ტყუილებით, ისეთი ფსევდომართლმადიდებლური სტატიებით რომელსაც არ იზიარებს თავად ოფიციალური მართლმადიდებლური ეკლესია.
მმკ-ს აქტივისტებისგან არნახული აგრესიული შემოტევა განხორციელდა გალობის თემაში, როდესაც ქართული გალობის ლანძღვის და ბერძნული გალობის დაცვის ხარჯზე კონკრეტულ იუზერებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრნენ ფიზიკური შეურაცხყოფით.
მმკ-ს აქტივისტები უხეშ აგრესიას, და შეურაცხყოფას გამოხატავენ ეკუმენური ორგანიზაციების მიმართ, ხოლო ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ სასულიერო პირებს თუ რიგით ადამიანებს, აყენებენ შეურაცხყოფას. თემებში აწყობენ დაკითხვებს, ვინ რომელი ეკლესიის აღმსარებელია, ხოლო თავად არ ამხელენ ვინაობას, და მოქმედებენ ანონიმშიკებად.
ანონიმშიკებმა მრავალნიკიანობით ააოხრეს განყოფილება ფანატიზმის ქადაგებების გავრცელებით, მათი მიზანია არამართლმადიდებლების დამცირება, შეურაცხყოფა, პროვოკაციები. პარალელური ნიკებით ცდილობენ თემებში სიტუაციის დაძაბვას...
ყველასთვის ნათელია მმკ-ს მიზნები- პროვოცირება, არამართლმადიდებელთა შეურაცხყოფა, აგრესიული გზებით "მართლმადიდებლობის დაცვა"...
ყველაფერი ეს იწვევს განყოფილებაში დაპირისპირებას, უაზრო კამათს. შფოთს.
Tabaდათიკომოგმართავთ თხოვნით, დროულად შეაჩეროთ აგრესიული ფანატიზმი და აგრესიული პროზელიტიზმი.
მე მაქვს კონკრეტული ფაქტი ერთ-ერთი იუზერის შესახებ, რომელიც იყენებს ორ პარალელურ ნიკს. საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ ვითანამშრომლო თქვენთან და წარმოვადგინო დამადასტურებელი ფაქტი!