აქ ბევრი ქართველი პატრიოტი ადამიანი სამართლიანად აღნიშნავს რომ მიშას დრო ჯობდა და ესენი უვარგისები არიან და ეს რა დღეში ვართო.მართლაც სანატრელი იყო ის დრო როცა ყველაფერი ვითარდებოდა სასწაული ტემპებით.მშენებლობები მიდიოდა გზები იგებოდა სამუშაო ადგილები იზრდებოდა და პარალელურად ქართველი ადამიანის ბედნიერების კოიფიციენტიც მატულობდა.
რაც მთავარია ჩვენი მომავალი თაობა პატრიოტულად იზრდებოდა რადგან პატრიოტი პედაგოგების ხელში იყვნენ და შესაბამისად საკლასო ოთახებში პატრიოტული აურა ტრიალებდა.ბავშვებიც საკუთარი ქვეყანის და პრეზიდენტის სიყვარულით იზრდებოდნენ.
გაკვეთილის თემა - "მიშა მაგარია!"
180-ე საჯარო სკოლაში მე-4 კლასის დამრიგებელმა ვერიკო პავლიაშვილმა ამავე კლასის მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ჩაუტარა - ბავშვებს უნდა დაეწერათ, რატომ მოსწონთ საქართველოს პრეზიდენტი. ქალბატონი ვერიკო მოსწავლეებს შეჰპირდა, რომ თვითონაც მოიძიებდა პრეზიდენტის საქებარ ინფორმაციას, რის შემდეგაც ერთ-ერთ მოსწავლესთან შელაპარაკება მოუვიდა - მეოთხეკლასელმა დამრიგებელს უთხრა, არსებობს ხალხი, ვისაც სულაც არ მოსწონს პრეზიდენტიო, რაზეც მასწავლებელი გაბრაზდა, - არ შეიძლება, არ მოგწონდეთ ჩვენი ბელადიო.
ქალბატონ ვერიკო პავლიაშვილს, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ დავუკავშირდით. თუმცა მოვახერხეთ გასაუბრება 180-ე სკოლის დირექტორის მოადგილესთან:
- ვერიკო მსგავს გაკვეთილს ვერ ჩაატარებდა, იმიტომ,
რომ მაგ დროს ბაზარში იყო.
- თუკი სადამრიგებლო კლასი ჰყავს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ბაზარში რატომ იყო?
- გაკვეთილის მიმდინარეობისას ასეთ თემაზე ლაპარაკი სულაც არ არის დანაშაული. ეს, ალბათ, საუბარმა მოიტანა.
- როგორც ვიცი, ამის გამო მასწავლებელი და მოსწავლე შელაპარაკდნენ, რადგან მოსწავლეს განსხვავებული აზრი ჰქონდა პრეზიდენტზე...
- პრეზიდენტის ლანძღვას ნამდვილად ვკრძალავთ სკოლაში, ამას არ დავუშვებთ.
სოფო ყარალაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/31715-gak...l#ixzz2xSDBORml This post has been edited by lasa on 30 Mar 2014, 18:05