ბიძინა ივანიშვილის მზარეული კაკო სალათაია მის მიმართ გაუგონარ ზეწოლაზე საუბრობს.
სალათაიას განცხადებით, მას უკრძალავენ ბიძინა ივანიშვილისთვის წვნიანი და ცხელი კერძების მომზადებას და ანონიმური წყარო სმს-ით უგზავნის იმ კერძების რეცეპტებს რითაც მავანს ბიძინასთვის სადილის ჩაშხამება სურს. ამ ამბით დაინტერესდა სააგენტო Son of an Elephant-ის ჟურნალისტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის სამზარეულოში გახლდათ და იქიდან შიმშილით გულწასული დღიური გასამრჯელოს გაორმაგების დაპირებით სააგენტოს კარგად დანაყრებულმა რედაქტორმა ინტერვიუს მასალების მოწოდებაზე ძლივს დაითანხმა.
ჟურნალისტი : ბატონო კაკო რა სახით ხორციელდება წეზოლა თქვენზე?
კაკო: ყოვლად მიუღებელი გზებით, ანონიმური წყარო მმს-ით მიგზავნის იმ "პრიპასების" სურათებს რაც მე საჭმლის მომზადებაში უნდა გამოვიყენო
ჟურნალისტი: და რა არის ეს პრიპასები თუ საიდუმლო არ არის
კაკო: ეს რომ გითხრათ შესაძლოა სამსახური დავკარგო, ბატონი ბიძინა იმიტომ მენდობა 30 წელი რომ მისი ერთგული მზარეული ვარ, ვერ ხედავთ როგორ კარგად ნაკვებია ყოველთვის აბა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაუჭირდება კაცს 1 საათი გაჩერება თუ წინა დღეს კარგი კალორიული საჭმელი არ აქვს მიღებული
ჟურნალისტი: გასაგებია, და იქნებ მითხრათ ტრიპოლსკის რა დოპინგი აჭამეთ ამდაგვარი მაგიც რომ ვერ გაჩერდა იმ პრესკონფერენციაზე
კაკო: იცინის, კარგი ხუმარა ყოფილხართ
ჟურნალისტი: იქნებ მმს-ით გამოგზავნილი სურათი მანახოთ
კაკო კარგი მარა ერთს განახებ მარტო
ჟურნალისტი კარგი შევთანხმდით
კაკო უცებ შეხედავ და გავთიშავ
ჟურნალისტი კი ბატონო არ არის პრობლემა
კაკო აი ნახე
ჟურნალისტი ჰაჰ, ეს ხომ პინგვინია,
კაკო: სწორედ, სწორედ პინგვინის ხორცისგან მთხოვს მავანნი გავუკეთო ბატონ ბიძინას საჭმელი წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის სათბურებში კიტრის დეფიციტის გაჩენით მემუქრებიან.
ჟურნალისტი: უკაცრავად?!
კაკო: დიახ, თბილისის სათბურებში კიტრის დეფიციტი გაჩნდება თუ არ გააკეთებ ამასო
ჟურნალისტი : მერე ეგ რა ზეწოლაა
კაკო: ეჰჰ შენ ედიკას ციხეში არ ხარ ეტყობა ნაჯდომი
ჟურნალისტი: ეტყობა თქვენც გიყვართ ქარაგმებით საუბარი, მერე იყიდოს ბატონმა ბიძინამ ყველა კიტრი და პრობლემაც მოგვარდება
კაკო: (იცინის)
ჟურნალისტი: შეიძლება ეს ხორციანი ღვეზელი გავსინჯო?
კაკო: კაი ეხლა შენ თუ ინტრიგანი ჟურნალისტი არ ხარ რა უნდა ქველმოქმედის და მეცენატის სამზარეულოში ხორცს? ბატონი ბიძინა ხორცის უკანასკნელ ლუკმასაც კი თეატრისა და კინოს ულუკმაპუროდ დარჩენილ, მაგრამ ღირსეულ წარმომადგენლებს უნაწილებს
ჟურნალისტი: შეიძლება ეს პომიდორი გავსინჯო?
კაკო: აუუ ხელი არ ახლო ტრიპოლსკი დაბრუნდება სადაცაა და მერე მაგას რა გააჩერებს, რომ ვუთხრა შენი სალათა ჟურნალისტმა შეჭამაო.
ჟურნალისტი: ეს გახუხული პური რომ გავსინჯო შეიძლება?
კაკო: არა ეგ ნათაგვარია, მოგწამლავს,
ჟურნალისტი: კარგი გასაგებია, მე რედაქციაში მეჩქარება კარგი ხარჩო გააკეთეს და მაგრად მშია უნდა წავიდე
კაკო ხარჩო? ეგ რა კერძია?
ჟურნალისტი რეცეპტს და სურათს მმს-ით გამოგიგზავნი
კაკო შენღა მაკლიხარ შე მამაძაღლო უყურე შენ ამას როგორ მეტინგიცება შვილის ტოლა ბიჭი ამხელა კაცს
ჟურნალისტი: როგორ გეკადრებათ ბატონო კაკო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და დიდი ბოდიში თუ ჩემს კითხვებში 1 ასოც კი იყო უმარილო.
სპეციალურად იაკობ დედიშენიძე
http://www.soae.ge ვისაც ინტერვიუს ტენდენციურობაში ეჭვი ეპარება, ყველას თავზეც გავიარე