#28417123 · 22 Nov 2011, 00:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნიკა გილაურმა შეკრებილებს ის ინიციატივები გააცნო, რომელიც ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა. პრემიერმა პენსიონერთა და ბავშვთა დაზღვევის ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა.
მისი განცხადებით, სექტემბრიდან საქართველოში დაზღვეულთა რაოდენობას 670 ათასი პენსიონერი და 250 ათასი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი შეემატება.
ნიკა გილაური დღეს 150 ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტსაც შეეხო. შეხვედრა განახლებულ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართა.
დაზღვევის ახალი პაკეტი პენსიონერს უზრუნველყოფს ულიმიტო გადაუდებელი ოპერაციებით, რომლის 80 პროცენტს სახელმწიფო დააფინანსებს.
პაკეტში გათვალისწინებულია წინასწარ დაგეგმილი ოპერაციების დაფინანსება 15 ათასი ლარის ფარგლებში სახელმწიფოს 80-პროცენტიანი თანადაფინანსებით, ანუ პენსიონერი სხივური და ქიმიოთერაპიის მხოლოდ 20 პროცენტს გადაიხდის, ასევე გათვალისწინებულია უფასო სისხლისა და საერთო ანალიზები, ასპროცენტიანი უფასო კონსულტაციები და 200 ლარის ფარგლებში, 50-პროცენტიანი თანადაფინანსება მედიკამენტებზე.
15-ლარიან სადაზღვეო პაკეტს საქართველოში მცხოვრები ყველა პენსიონერი, სულ 670 ათასი ადამიანი მიიღებს. ანალოგიური სადაზღვეო პაკეტი იმოქმედებს 5 წლამდე ასაკის ბავშვებზეც. ასეთი კი სულ 250 ათასი ბავშვია.
უფასო ანალიზები და გეგმიური ოპერაციების დაფინანსება კარგია, მაგრამ ვთქვათ ჰოსპიტალიზაცია არის საჭირო (რაც ძალიან ძვირია) ან მედიკამენტებზე ლიმიტი თუ არის განსაზვრული? ბავშვების შემთხვევაშიროგორც ვიცი მედიკამენტებზე ლიმიტია 200 ლარი, რაც ძალიან ცოტაა. ან ამ კონტიგენტის გადანაწილება როგორ მოხდება? როგორც უმწეოების შემთხვევაში იყო ისე?
|