ამ თემაში სრულიად შეგნებულად სიტყვასაც არ ვახსენებ ხელისუფლებაზე
არც ფორუმს გავცდები
მხოლოდ ამ პატარა "ქვაბში" მიმდინარე კატასტროფული დეგენერაციის დალუსტრაციის პროცესზე ვაპირებ გავამახვილო საყვარელი თანაიუზერების ძვირფასი ყურადღება
ის რაც აქამდეც ცხადი იყო ქვეტექსტებიდან ბოლო დღეებში სრულიად შიშველი დაბოდიალობს ამ ვირტუალური საქართველოს მინი-მოდელში
ეხება ყველას მიშისტებსაც და "მიშისტიარვარმაგრამებსაც"
ის პანიკა და ისტერიკა, რომელშიც ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ ჩაგაგდოთ, საუკეთესო ინდიკატორია თქვენი რეალური ბუნებისა და ზრახვებისა
პაწაწკინტელა საბჭოთა გადმონაშთებო, მესმის არ გინდოდეთ ამ ხელისუფლების შეცვლა, რადგან თქვენი უმრავლესობის კეთილდღეობა სწორედ მათზეა დამოკიდებული, მესმის საერთოდ არ ცხოვრობდეთ ამ ქვეყანაში და კურიერი/ქრონიკის შემყურე ფიქრობდეთ რომ საქართველო შვეიცარიად იქცა
მაგრამ
პოლიტიკურ ასპარეზზე წონიანი მოთამაშის გამოჩენა, რომელიც თუ არ შეცვლის, დააბალანსებს მაინც ხელისუფლებას, ისტერიკაში რატომ გაგდებთ - ამაზე პასუხი ერთია
თავიდან ბოლომდე ყალბები ხართ, თქვენთვის იდეალი კადაფია, თქვენი პოლიტიკური გემოვნება ყველაზე უკეთ ემთხვევა პუტინის იდეალებს
და ცდილობთ კიდეც ქვეყანა აქეთ წაიყვანოთ
თქვენთვის მიუღებელია ნორმალური პოლიტიკური პროცესი და არჩევნების გზით ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა, ყველანაირ სიბინძურეს დაუკრავთ ტაშს, ოღონდ ეს არ მოხდეს
თქვენთვის სამაგალითოა პუტინის ავტორიტარიზმი და სიამოვნებით გააკეთებდით იგივეს, რაც პუტინმა იმოქმედა ხოდორკოვსკის მიმართ
უბრალოდ მასშტაბები და რესურსები არ გიწყობთ ხელს
თქვენი უგუნურებით და დანაშაულებრივი გულგრილობით სრულიად უშვებთ და აცნობიერებთ საქართველოს კადაფიზაციის შესაძლებლობას
თქვენ ამ ქვეყნის მტრები ხართ
პუტინის საუკეთესო იარაღი ხართ ამ ქვეყნის დასასუსტებლად, დასაჩოქებლად და დასამონებლად
ერთპარტიული მმართველობა, გაუაზრებელი გადაწყვეტილებები, სუსტი ეკონომიკა, სრული ნიჰილიზმი საზოგადოებაში, გათიშულობა, უნდობლობა, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილობა და უიმედობა, დემოკრატიული ღირებულებების დისკრედიტაცია, დასავლური კურსის გაშარჟება
აი ის, რასაც თქვენ თესავთ და უწევთ პროპაგანდას
პუტინური რუსეთის სცენარების კოპირებაზე მეტს კი რეალურად ვერ ქაჩავთ
აი ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა ამ ქვეყნისათვის
და
თქვენ ხართ ყველაზე დიდი პუტინისტები, მისი პოლიტიკის და კურსის თაყვანისმცემლები
ზოგი შეგნებულად, ზოგიც გაუაზრებლად
დაიწყება ეხლა წიოკი, ვიცი

აქ DEAD END - ია
აღარაფერი შეიცვლება
უბრალოდ ჩემი პირადი დამოკიდებულება მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა დაბალ ხმაზე
გინდათ ჩამპალი პუტინიზმი?
გინდათ ლიბია?

ვერ ეღირსებით
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა