

რატომ არ ვადევნებთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას თვალს?

ერთი თემაა და ისიც მიხურული.
მოკლედ, ახლა რა ხდება: ფინანსური კრიზისის შემდგომ, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაციამ დახმარება გაუწია და მილიარდები გადასცა იმ კომპანიებს რომელიც გაკოტრების ზღვარზე იყვნენ, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, რადგან სინამდვილეში, კომპანიებმა ეს ფული მხოლოდ მმართველი მენეჯმენტის დასაფინანსებლად (ხელფასები+ბონუსები) გამოიყენეს.
სიტუაცია იძაბება იმითაც, რომ აშშ ჩართულია ორ, ძალიან გაწელილ ომში, რაც რეალურად ამდიდრებს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელიც იარაღზე ითბობს ხელს.
კრიზისზე, ომებზე და ა.შ. ხელი კარგად მოითბო ბანკირების, უმაღლესი მენეჯმენტის და სხვ მათთან დაკავშირებულმა პირებმა. რამაც აშშ მიიყვანა საბოლოო მდგომარეობამდე:
კატასტროფულად გაიზარდა განსხვავება ღარიბებსა და მდიდრებს შორის, სწორედ ამიტომ, ნომერ პირველი მოთხოვნა, სხვა ბევრ მოთხოვნასთან ერთად არის
ზემდიდარი ადამიანებისთვის გადასახადების დონის გაზრდამეორეს მხრივ, აშშ-ში არსებობს სისტემა, როდესაც კომპანიები უხდიან საარჩევნო კამპანიების ხარჯებს პოლიტიკოსებს, თუ ისინი იმარჯვებენ, შესაბამისად იღებენ ისეთ კანონებს, რომელიც მათ დამფინანსებელ კომპანიებზეა მორგებული (რაიმეს ხო არ გახსენებთ, ჩვენ ქვეყანას მაგალითად) ამან გამოიწვია ზუსტად ის მილიარდიანი დახმარებები და ა.შ.
ერთ-ერთი მოთხოვნა, სწორედ კომპანიების ლობირების ჩამოშორებაა პოლიტიკიდანმომიტინგეებს თავიდან დაკავებული ჰქონდათ ცნობილი უოლ-სტრიტის მიმდებარე ტერიტორია, მოგვიანებით გაიშალა კარვები (ნიუ-იორკის კარვების ქალაქია) და ცხადია მას მერე რაც ხალხი შეუერთდათ გაიზარდა ზონაც.
ამაზე პოლიციამ გადაჭარბებული ზომები მიიღო, ჟურნალისტებს და მასმედიას ნაკლებად მიუწვდებათ ხელი, ამიტომ ძირითადად ინტერნეტით ვრცელდება კადრები,
სადაც ჩანს, რომ ამერიკელი პოლიციელები, ხანდახან ძალის გადაჭარბებით უსწორდებიან მომიტინგეებსმოგვიანებით უოლ-სტრიტზე მოხვედრა აიკრძალა პირადობის მოწმობის გარეშე, ამასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა, მოსახლეობამ ეს უოლ-სტრიტის "დახურულ, პრივატიზებულ" ქუჩად გამოცხადებად აღიქვა, ნიუ-იორკის მერი აპირებდა ხალხის აყრას, თუმცა მოგვიანებით მათ დარჩენის უფლება მისცეს.
ამ დროისთვის მიტინგებს შეუერთდა, აშშ-ს დიდი ქალაქები და იქაც გამოსვლებია, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი, სადაც მსგავსი გამოსვლები იმართება.
მომიტინგეები საკუთარ თავს 99% - ს უწოდებენ ხოლო მათ მოწინააღგმდეგეებს 1% (იგულისხმება, რომ აშშ-ს უმდიდრესი ნაწილი, მოსახლეობის 1% - ს შეადგენს)

ფიქსირდება უცნაური მოვლენებიც, გიგანტი კორპორაციები თავს იცავენ, დღეს მაგალითად, CITY BANK - ში მისული ხალხი, რომელიც თავისი ანგარიშებიდან ფულის გატანას და დახურვას ცდილობდა,
ბანკის ფილიალში ჩაკეტეს, მოგვიანებით კი დააპატიმრეს.
დაპატიმრებები მიმდინარეობს სხვადასხვა ქალაქებშიც, გამოხმაურებები მოყვა სხვადასხვა მსოფლიოს ქვეყნებიდანაც, გორბაჩოვმა მაგალითად - "იგივე პერესტროიკის დრო" უწოდა.
გამოსვლების ძირითადი მახასიათებელია, რომ არ არის ძირითადი მოთხოვნა ან ლიდერი. ხალხი მოითხოვს დისკუსიების დაწყებას თემაზე, კონკრეტულად როგორ უნდა მიიღონ მთავრობისგან ის, რაც სურთ.
ოფ.საიტი:
http://occupywallst.org/ (იყო მცდელობა გაეთიშათ ეს საიტი, მაგრამ მედია/ინტერნეტ ყურადღების მიქცევის შემდეგ, გადაიფიქრეს)
უხეში გათვლებით, მარტო თაიმ-სქვერზე - 50 000 მდე მომიტინგე უნდა იყოს.