ხშირად ადამიანებს ფსიქოლოგიაზე არასწორი წარმოდგენები ექმნებათ, რომლებიც საზოგადოებაში გავრცელებული პოპულარული ფსიქოლოგიის ზეგავლენით უყალიბდებათ. ადამიანებს სურთ, მიიღონ კონკრეტული, პრაქტიკულად ღირებული ინფორმაცია, რომელიც მათ ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. ცხადია, ვერც ერთი ფსიქოლოგი ვერ გვეტყვის თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. სამაგიეროდ მას შეუძლია გაგვარკვიოს საკუთარ თავში და გვაპოვნინოს ის ძალა რომელიც გამოგვიყვანს მდგომარეობიდან, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ უფრო ბედნიერად და ჰარმონიულად ვიცხოვროთ. ჩვენი კურსი დაგეხმარებათ ბევრ კითხვაზე თავად იპოვოთ პასუხი.
,,მოგზაურობის'' ძირითადი მიზანი იქნება დავსვათ კითხვები ადამიანის ქცევის შესახებ - როგორ, რატომ, რა, როდის? და იმ ქცევის მიზეზების და შედეგების შესახებ, რომელსაც თქვენ საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებში აღმოაჩენთ. ავხსნით, რატომ ფიქრობთ, გრძნობთ და იქცევით ასე და არა სხვანაირად. რითი განსხვავდებით სხვებისაგან, რაშია თქვენი უნიკალობა და მაინც, რატომ იქცევით ხშირად სხვების მსგავსად? რატომ არ გეწყობათ ურთიერთობა გარშემომყოფებთან?
ვიმსჯელებთ, როგორ და რატომ გახდა ყველა ეს კითხვა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიისთვის, როგორც ცალკე დისციპლინისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი დონაძე – ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი. პიროვნული ზრდის ჯგუფის ფსიქოლოგი, ლექტორი (დ.ყიფიანის სახელობის კოლეჯი), ფსიქოდრამის წამყვანი;
555 671956; ელ - ფოსტა: gdonadze@gmail.com
http://www.facebook.com/shenifsiqologi შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, 30 ნოემბრიდან, შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი.
მთლიანი კურსის ღირებულება 60 ლარი.(14 შეხვედრა)
ჯგუფში მაქსიმალური რაოდენობა: 12
ჩაწერის ბოლო ვადაა: 27 ნოემბერი
მიმაგრებული სურათი