,,თქვენ დამკვრელი ხართ, დაზგებს ამღერებთ,
ტემპიც მატულობს ყოველდღიურად,
დასცხეთ, დაჰკარით მარცხებს გარღვევებს ,
დასცხეთ დაჰკარით კოლექტიურად!
ჰა, გრაგანებენ კვლავ მანქანები,
ყალყზე დგებიან, გრიგალდებიან,
ტემპს რო ხვდებიან მძლავრ გაქანებით,
კომკავშირული ბრიგადებია!
თითქოს მანქანა დაზგებს დაჰხარის,
ყალყზე დამდგარი ბორგავს გმირულად,
დასცხეთ, დაჰკარით, დასცხეთ, დაჰკარით,
დასცხეთ, დაჰკარით კომკავშირულად!
აზვირთებულა ტალღა შეჯიბრის.
ბორგავს, ბობოქრობს, შრომა ზვიადი,
დიად ხუთწლედის გამარჯვებისთვის
იბრძვის მუშათა ენთუზიაზმი!
მაშ როგორ გინდათ, როგორ გავასწროთ
ომის ქარცეცხლით მძვინვარ ევროპას?
დასცხეთ დაჰკარით , როგორც არასდროს
რბევას გარღვევას დაუდევრობას!
აღფრთოვანებულ მკერდით მოვდივართ,
რომ დამკვრელების გავყვეთ მაგალითს,
თურმე ჩვენ შორის ტემპი ყოფილა
შრომის პირველი დამკვრელთაგანი !
ის ქარხანაა, შავი მტვრიანი
კვამლის კრიალით მთებს რომ ედება,
ჰქმნის მანქანათა ჩქარი ტრიალით
ინდუსტრიალურ შემოქმედებას!
ფორდს ეჯიბრება პუტილოველი
(გახლავთ საბჭოთა მტკიცე ხელობის)
უნდა გაკეთდეს ნივთი ყოველი
ბოლშევიკური მსოფლმხედველობის!
ვხედავთ მტრის მიერ განვლილ ნაბიჯებს
ჩვენკენ სისხლიან ომს რომ აჩაღებს
რისხვა, პროტესტი რაზმინს , ლარიჩევს
ინტერვენციის მომწყობ ყაჩაღებს!
განა ოდესმე დასანდობია,
ვინც რესპუბლიკის ნგრევას გვიმზადებს?!
კლასთა ბრძოლის და ომის ფრონტია
თვით ძლევამოსილ კომინზმამდე!
მაშ როგორ გინდათ? როგორ დავაცხრობთ,
კაპიტალიზმით მძვინვარ ევროპას?!
დასცხეთ , დაჰკარით, როგორც არასდროს
მტრობას ომსა და დაუდევრობას!
კი, მანქანაც ბორგავს ჩქარ-ჩქარი,
თითქოს ტემპები დასძგერებია,
დაზგის გულადგულ რომ დგას ლაშქარი
კომკავშირული დამკვრელებია.
მეც დამკვრელი ვარ, საქმეს ვამზადებ.
ტემპს გრიგალივით ცეცხლი მოვსტაცე
და ვეჯიბრები საწერ დაზგაზე
ინდუსტრიალურ ლექსის ოსტატებს.
მეც გეგმაში მაქვს კალმით გავღარო
მთების კლდე-გული და წყაროები ,
ფიქრთა გვირაბი არის მაღარო,
ლექსი - ფოლადის ნაწარმოები.
აგრიგალებულ შრომის დაზგაზე
დამკვრელ სტრიქონებს ვაწყობ რკინებად,
რომს სხვა იარაღთ შრომით დამზადდეს
ბოლშევიკური განწყობილება!
ჩვენ კომუნიზმის ვაგებთ ნიადაგს,
მიწა დროშების ალს დაუფარავს,
წიგნი შრომის დროს აგურია
და ბრძოლის დროს - ტყვიით სავსე ყუმბარა!
ასე მანქანა იბრძვის ტრიალებს ,
არის შეჯიბრი წარმოებების,
ჰქმნიან საბჭოთა ინდუსტრიალიზმს
ჩვენი ლექსებიც და პოემებიც.
თუ გვიბრძოლია , თოფით სხეულით,
დღესაც მედგარი ბრძოლა გვჭირია ,
შრომის ფრონტიდან გამოქცეული
იგივე ბრძოლის დეზერტირია!
მაშ იგრაგანეთ, კვლავ მანქანებო,
გრიგალივით რომ დაზგებს დაჰხარით
დასცხეთ, დაჰკარით ამხანაგებო,
დასცხეთ დაჰკარით დასცხეთ დაჰკარით!!!"