რა არის www.TbilisiSale.ge ?
www.TbilisiSale.ge არის ინტერნეტ მაღაზია, სადაც მომხმარებელი მუდმივად იპოვის მისთვის სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შესახებ უახლეს შემოთავაზებებს, ძირითად შემთხვევაში ექსკლუზიურად ფასდაკლებულ ფასად, რაც არ გამორიცხავს სხვადასხვა ბიზნესის პროდუქციის გაყიდვას რეგულარულ ფასად.
ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მიერ შერჩეულ კომპანიებს TbilisiSale გამოიყენონ როგორც ინტერნეტ მაღაზიის გლობალური შესაძლებლობა, რომლითაც ძირითადად ისარგებლებენ - საქმიანი და დროში შეზღუდული ადამიანები.
ონლაინ შოფინგი - ეს არის შესყიდვის ეფექტური, ეკონომიური და სწრაფი საშუალება მიიღო სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად. შეძენის ამ მეთოდს გააჩნია მრავალი დადებითი მხარე. პირველ რიგში იზოგება მაღაზიებში სასიარულოდ დახარჯული დრო, იოლია პროდუქტის შესწავლა მოყვანილი აღწერილობებისა თუ სხვა მყიდველთა მიერ დატოვებული გამოხმაურებების მეშვეობით. ასევე იზოგება თანხა, რადგან ონლაინ მაღაზია ფასდაკლებების და მარკეტინგული აქციების შესახებ, მუდმივი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს.
რატომ არის Online Shopping მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის:
ყოველდღიურად მატულობს იმ ხალხის რიცხვი ვინც უპირატესობას ანიჭებს ონლაინ შოპინგს. არსებობს ამის ბევრი მიზეზი:
Ø მოსახერხებელია - მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ადგილზე იყიდოს სასურველი ნივთი, რიგში დგომის და ლოდინის თავიდან აცილებით.
Ø მარკეტინგული აქტივობის მარტივი გზა - ონლაინ მაღაზიით გაცილებით ხშირად და მარტივად შეიძლება შეთავაზო მომხმარებელს უკეთესი ფასები, ანუ - ფასდაკლებები, პრომო აქციები და ა.შ.
Ø მრავალფეროვნება - სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის, სხვადასხვა მაღაზიიდან ყიდვის შესაძლებლობა ერთ ადგილზე, ისე რომ გზის ფულის ხარჯი თავიდან არის აცილებული. ასევე მომხმარებლისთვის კომფორტულია, რადგან დაზღვეულია მაღაზიაში სასურველი პროდუქტის არსებობით.
Ø საჩუქრის გაგზავნა - ონლაინ შოფინგი აადვილებს საჩუქრის ჩუქების პროცესს. შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან საშობაო, დაბადების დღის ან საქორწილო საჩუქრის გაგზავნა - ეს დამატებითი მომხმარებელია.
Ø ფასების შედარება - ინტერნეტით შესაძლებელია ერთი და იგივე პროდუქციის ფასების შედარება სხვადასხვა მაღაზიებში,ან/და მსგავსი პროდუქტების ფასებისა და მახასიათებლების შედარება ერთსა და იგივე მაღაზიაში.
Ø ხალხმრავლობა - ბევრი ადამიანისთვის ხალხმრავლობა დისკომფორტის შემქმნელია.
Ø "იძულებითი" შოფინგი - მოხერხებული გაყიდვების კონსულტანტის მიერ იძულებით მიღებული გადაგაწყვეტილება არასასურველი პროდუქტის შეძენაზე.
შედეგი: უკმაყოფილო კლიენტი.
ეს და კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს რატომ უნდა შეთავაზოს სხვადასხვა ტიპის მომხმარებელს კომპანიამ ონლაინ შოპინგის შესაძლებლობა, რადგან ჩამოთვლილი სიტუაციები თავიდან აარიდოს კლიენტს და შეუქმნას მათ მეტი კომფორტი. ამით მოიზიდოს დამატებითი მომხმარებელი და გაზარდოს იმიჯი და სანდოობა მათში;
Online shopping-ს მსოფლიოში უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს. 1995 წელს გაიხსნა www.amazon.com ონლაინ შოფინგის ვებ გვერდი, ხოლო 1996 www.ebay.com გამოჩნდა, რომლებიც დღეს გაყიდვების პიკს აღწევენ.
Online shopping-ი საქართველოში უკვე ფეხს იკიდებს და სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ დროისთვის წვრილ-წვრილი ონლაინ მაღაზია რამდენიმე ათეული არსებობს და თითოეული მათგანი კლიენტებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს, თუმცა გლობალური, გაერთიანებული დიდი ინტერნეტ მაღაზია არ აქვს ქართველ მომხმარებლებს. სწორედ ამიტომ იყო 2010 წელს, უცხოურ ინტერნეტ მაღაზიების სტატისტიკაში, ქართველი მომხმარებლები პირველ ადგილას. შეიძლება ითქვას, რომ ეს, ის დანაკარგია რომელიც ქართული კომპანიების ფინანსურ კრიზისზე აისახება.
ხოლო ისეთი გლობალური პროექტი როგორიც არის www.TbilisiSale.ge პირველია საქართველოში და მომხმარებლებს ინოვაციურობით გააკვირვებს, მიუხედავად ონლაინ შოფინგის დიდი ხნის ისტორიისა, მსგავსი პორტალით ქართულ კომპანიებს ვერ ყავს განებივრებული თავიანთი მომხმარებლები, რადგან მსგავსი სისტემის ჩამოყალიბება დაკავშირებულია ფინანსურ საკითხებთან. ასევე საკმაოდ დიდ ადამიანურ რესურსებს და ძალისხმევას მოითხოვს.
იმისათვის რომ მომხმარებელს კომპანიამ შეთავაზოს მოხერხებული და კომფორტული, მაქსიმალურად ინფორმაციული ონლაინ ყიდვის შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს თითოეული ორგანიზაციის პროდუქციის ფოტომასალით. რის შემდეგაც უნდა შეიქმნას კატალოგი, ფაქტიურად აეწყოს საწყობი, მოხდეს დახარისხება კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მიხედვით, ასევე დაჯგუფდეს თითოეულ კატეგორია ბრენდების მიხედვით, უზრუნველყოს თითოეული პროდუქტის შესახებ მოკლე აღწერილობების შექმნა და თარგმნა 2 ენაზე (ინგლისური, რუსული), შეიფუთოს ყოველივე ეს ისე, რომ მათი რეკლამირების შედეგად მოიზიდოს მრავალი ტიპის მომხმარებელი და გაუწიოს სრულყოფილი და მაღალხარისხიანი მომსახურება.
რა არის www.TbilisiSale.ge ?
www.TbilisiSale.ge არის საინფორმაციო ინტერნეტ მაღაზია, ონლაინ გაყიდვებით, სადაც მომხმარებელი მუდმივად იპოვის მისთვის სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შესახებ უახლეს შემოთავაზებებს, ძირითად შემთხვევაში ფასდაკლებულ ფასად, რაც არ გამორიცხავს სხვადასხვა ბიზნეს პროდუქციის გაყიდვას რეგულარულ ფასად.
ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მიერ შერჩეულ კომპანიებს TbilisiSale გამოიყენონ, როგორც ინტერნეტ მაღაზიის გლობალური შესაძლებლობა, რომლითაც ძირითადად ისარგებლებენ - საქმიანი და დროში შეზღუდული ადამიანები.
რატომ www.TbilisiSale.ge ?
ჩვენს მიერ შექმნილი ვებ-გვერდი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, როგორც ვიზუალური ასევე ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით. იგი შედგება ურთულესი მენეჯმენტ სისტემისგან, რაც მასში ჩართულ მხარეებს უქმნის მაქსიმალურ კომფორტს და უადვილებს გაყიდვის პროცედურებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სირთულეებს.
www.TbilisiSale.ge აღნიშნულ საიტზე შესვლის შემდეგ დააჭერთ ღილაკს Login For Company, რომელიც გადაგიყვანთ შესაბამის ბმულზე
http://www.TbilisiSale.ge/manage.php და აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ახალ შემომატებულ პარტნიორს გაუადვილდეს სისტემასთან მუშაობა.
www.TbilisiSale.ge საიტს აქვს მოხერხებული სამართავი პანელი, საიდანაც თქვენ თვითონ
შეძლებთ დაამატოთ და შეცვალოთ ინფორმაცია, სიახლეები, ფოტოები და ასევე აკონტროლოთ გაყიდული პროდუქცია თუ მიმდინარე მდგომარეობა. თუმცა ასევე ჩვენ გთავაზობთ საწევრო ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ გავწიოთ როგორც ოპერატორული ასევე მარკეტინგული მომსახურება.
რა სარგებელს მიიღებთ სანაცვლოდ?
ინტერნეტ მაღაზიისთვის თქვენი პროდუქციის ფოტოსესია, ფოტოების დამუშავება და კატალოგი, საწყობის ფორმალური მასალა;
თქვენი პროდუქტის ინტერნეტით შესყიდვის შესაძლებლობა, როგორც ფასდაკლებით, ასევე რეგულარურ ფასად.
სარეკლამო რგოლის დამზადება;
ერთობლივი რეკლამა ტელევიზიასა და რადიოში;
თქვენი კომპანიის, ბრენდის, პროდუქტის რეკლამირება - სარეკლამო ბანერის განთავსება შემდეგ საიტებზე;
www.TbilisiSale.ge, www.itdholding.com, www.salebox.ge
თქვენი პროდუქტის პოპულარიზაცია, რეკლამირება Facebook-ის შემდეგ კორპორატიულ გვერდებზე :
TbilisiSale.ge; Tbilisi Sale;
ITD Holding; ITD Holding.com;
ფასდაკლებების სამყარო, საუკეთესო ფასდაკლებები;
Google Analytics-ის დახმარებით ყოველთვიურად მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, საიტზე თქვენი პროდუქციით დაინტერესებული ვიზიტორების შესახებ, მათ შორის - რომელი პროდუქტი იყო ყველაზე ხშირად მონახულებული, მნახველებიდან რამდენი შემოვიდა მეორედ, მესამედ და ა.შ. და რომელი საკვანძო სიტყვებით „პოულობდნენ“ თქვენს პროდუქციას ჩვენ საიტზე, საძიებო სისტემიდან - Google.com.
მოთხოვნის შესაბამისად ადგილზე მიტანის სერვისის დამატების პერსპექტივა.
ყოველთვიურად 1000 - ობით დამატებითი მომხმარებლის გარანტია.
ყოველთვიური სხვადასხვა ტიპის გამოკითხვების ჩატარება და მათი ანალიზისა და შედეგების ანგარიში;
დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის
იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდანაც იქნება ინტერესი დეტალური ინფორმაციის გაცვლაზე, ან/და გაქვთ კითხვები რომლებზეც აღნიშნული ოფერი ნაკლებად გპასუხობთ, მზად ვართ ჩავატაროთ ერთიანი პრეზენტაცია, სადაც აბსოლუტურად ყველა დეტალი, საკითხი და შენიშვნა იქნება განხილული და მივალთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
პატივისცემით,
აი თი დი ჰოლდინგის ადმინისტრაცია.
შოთა ტეფნაძე
ტელ:+995 32 2 38 27 43
მობ: +995 5 98 23 58 87
მიმაგრებული სურათი