“მაგთიკომი” უახლოეს პერიოდში საზოგადოებას IP ტელევიზიას – მაგთიTV-ის შესთავაზებს
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “მაგთიკომი” უახლოეს პერიოდში საზოგადოებას IP ტელევიზიას – მაგთიTV-ის შესთავაზებს.
როგორც დღეს “მაგთიკომის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე “მაგთი TV”-ის პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი წიქარიშვილმა განმარტა, IPTV ციფრული, საკაბელო ტელევიზიაა, რომელსაც მაყურებელი IP ქსელის საშუალებით მიიღებს.
“მაგთი TV”-ის საშუალებით მომხმარებელი მსოფლიოში სხვადასხვა სატელევიზიო არხებს მიიღებს. გარდა ამისა, "მაგთი TV" მაყურებელს სხვადასხვა სერვისებსაც შესთავაზებს. კონკრეტულად, შესაძლებლობა ექნება, საჭიროების შემთხვევაში მიმდინარე ფილმი თუ კონცერტი გააჩეროს და მისი ყურება მაშინ გააგრძელოს, როცა ამის დრო ექნება. ამასთან, მაყურებელს საშუალება ეძლევა, არხი გადაახვიოს და 5 დღით ადრე გასულ პროგრამას თუ პროექტს თავიდან უყუროს.
“გარდა ამისა, გვექნება ვიდეოგაქირავების სერვისი, კატალოგში შევა ცნობილი ფილმები თუ კონცერტები, რასაც მაყურებელი სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გამოიწეროს და უყურებს”, - აღნიშნა წიქარიშვილმა.
კონმუნიკაციების დარგში “მაგთიკომის” გენერალური დირექტორის მოადგილის, ზურაბ გურგენიძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ “მაგთი TV” არ წარმოადგენს სამაუწყებლო კომპანიას და არ ქმნის პროდუქციას, არამედ მსოფლიოში უკვე არსებული არხების ტრანზიტს მოახდენს – მიიღებს არხებს და შემდეგ გადასცემს მომხმარებელს.
გარდა ამისა, მისივე თქმით, “მაგთი TV” მომხმარებელს 100 პროცენტით ლიცენზირებულ პროდუქციას შესთავაზებს; მიიღებს და მომხმარებელს გადასცემს მხოლოდ იმ არხებს, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლება აქვთ.
მომსახურებას “მაგთი TV” მომხმარებლებს სხვადასხვა პაკეტების სახით შეთავაზებს, ამასთანავე, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, მისთვის სასურველი სერვისი ინდივიდუალურად შეირჩიოს და მის სურვილებზე მოირგოს.
ამ ეტაპზე “მაგთი TV”-ის 4 პაკეტია ჩამოყალიბებული. რაც შეეხება ფასებს, ჯერ ოდენობა არ კონკრეტდება, თუმცა როგორც “მაგთიკომში” აცხადებენ, ფასი ხელმისაწვდომი იქნება.
როგორც ზურაბ გურგენიძე განმარტავს, “მაგთი TV” ტესტირების რეჟიმში უკვე მუშაობს და ამავე რეჟიმში რამდენიმე მოხმარებელიც ჰყავს. ამ ეტაპზე “მაგთი TV” მსოფლიოში არსებულ 80-მდე არხს მოიცავს, რომელთა ოდენობა კიდევ გაიზრდება.
“მაგთი TV”-ის პროექტი “მაგთიკომის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის პროექტზეა მიბმული, ყველა ტექნიკური დეტალის მოგვარების შემდეგ აღნიშნული ორივე პროექტი ერთდროულად გაეშვება.
“ჩვენი სურვილია, აღნიშნული პროექტების გაშვება წლის ბოლომდე მოხდეს, თუმცა არის რამდენიმე ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი, სავარუდოდ, მომხმარებელებს ამ სერვისებს რამდენიმე თვეში შევთავაზებთ”, - აღნიშნა ზურაბ გურგენიძემ.
საწყის ეტაპზე “მაგთი TV” თბილისში იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი რეგიონებზეც გავა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 This post has been edited by სპორტი on 12 Nov 2009, 00:22