#29663154 · 11 Feb 2012, 15:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეიგი, 4 მეგობარი ვგეგმავთ ევროპაში გასერინებას ამ ზაფხულს. გეგმა ასეთია: პოლონეთში ჩავდივართ 2-3 დღე ვრჩებით ახლობელთან, დავათვალიერებთ ვარშავას და კრაკოვს. მერე DB-BAHN-ით (მატარებელი) წავალთ გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში, იქ მანქანას ვიყიდი, დავჯდებით და ავსტრიის გავლით ჩავალთ იტალიაში. ჩავალთ ვენეციაში, დავათვალიერებთ, თუ მოვახერხებთ რომში ჩავალთ, იქაც დავათვალიერებთ, დავბრუნდებით ვენეციისკენ და იქ ერთი ქალაქიდან გადის გემიო საბერძნეთისკენო, ავალთ გემზე მანქანიანად, მერე დღეს ვიქნებით საბერძნეთში. დავაწვებით თენში, დავათვალიერებთ, მერე წავალთ თურქეთისკენ, სტამბოლში ახლობლებთან დავრჩებით 2 დღე, ვიგულავებთ და წამოვალთ თბილისში.
ხოდა ეხლა რა მიდა გკითხოთ. დაახლობით რა დაგვიჯდება ეს ტური? ესე ვითვლი 1 კაცზე: 90$ თვითმფრინავი თბილისი-ვარშავა 40$ მატარებელი ვარშავა-ბერლინი 200$ ბენზინის ფული მანქანით გერმანიიდან წამოსასვლელად (მთლიანობაში 4 კაცი ბეზნინისთვის დავდებთ 800$ და უნდა გვეყოს ხო?) გემი იტალიიდან საბერძნეთში 50$ = 380$ +120$ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის მთლისნად გზის ხარჯად 500$ სწორად დავთვალე?
კიდევ მაინტერესებს ვიზაზე. ანუ შენგენის ვიზა უნდა ავიღოთ ოთხივემ. პოლონეთის საელჩო ადვილად გასცემს ვიზებს? როგორ იცით თქვენ? ხომ არ ჯობია იტალიის, გერმანიის ან საბერძნეთის საელჩოში მივიდეთ ვიზისთვის? მოწვევა დაგვჭირდება ხო ყველა შემთზვევაში. მაშინ პოლონეთის საელჩო მომიწევს იქ მყავს ახლობლები და ისინი გამომიგზავნიან მოწვევას. თუ მოწვევის გარეშეც შეიძლება წასვლა? თურისტული 2 კვირიანი გვინდა.
--------------------
იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია ვთხოვო მამაჩემს, ახლავე აქ გამიჩინოს ანგელოზთა თორმეტზე მეტი ლეგიონი?
|