
Audi-მ წარმოადგინა A1 Sportback Audi A1-ის 4 კარიანი ვერსია, ავტომობილი გაყიდვაში 2012 წლის პირველივე თვეებიდან გამოვა ავტომობილის სიგრძე შეადგენს 3.95 მეტრს ავტომობილი 6 მილიმეტრით უფრო მაღალი და უფრო განიერია ვიდრე 2 კარიანი Audi A1 სიგანე 1.75 მეტრი ხოლო სიმაღლე 1.42 მეტრი. Audi A1 Sportback წარმოდგენილი იქნება 6 4 ცილინდრიანი ძრავით: 3 ბენზინის TFSI და დიზელის TDI. აბსოლიტურად ყველა ვერსიისთვის სტანდარტული იქნება start-stop სისტემა.

დავიწყოთ ბენზინის ძრავებით: 1.2 TFSI ძრავი 86 ცხენის ძალით და 160 ნიუტონ მეტრით რომელიც 100 კილომეტრზე მხოლოდ 5.1 ლიტრ ბენზინს მოიხმარს ცნობილია რომ ყველაზე სუსტი Audi A1 Sportback 1.2 TFSI-ის სრული წონა 1,065 კილოგრამს შეადგენს რათქმა უნდა რო დანარჩენი ვერსიები უფრო მძიმე იქნება, განვაგრძოთ 1.4 TFSI ლიტრი მოცულობის ძრავი 122 ცხენის ძალით და 200 ნიუტონ მეტრით ბოლოს ყველაზე მძლავრი 1.4 TFSI ლიტრი მოცულობის ძრავი 185 ცხენის

ძალით და 250 ნიუტონ მეტრით ავტომობილი 100 კმ/სთს ანვითარებს 7.0 წამში ხოლო მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 227 კმ/სთს. რაც შეეხება დიზელის ძრავებს: 1.6 TDI ლიტრი მოცულობის ძრავი 90 ცხენის ძალით, 1.6 TDI ძრავი 105 ცხენის ძალით და 250 ნიუტონ მეტრით, მექანიკური გადაცემათა კოლოფის დამსახურებით ორივე 1.6 TDI ძრავი 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.8 ლიტრ დიზელს მოითხოვს გამოყოფს მხოლოდ 99 გრამ CO2-ს თითოეულ კილომეტრზე.

ბოლოს ყველაზე მძლავრი დიზელის ძრავი 2.0 TDI 143 ცხენის ძალით და 320 ნიუტონ მეტრით, ავტომობილი 100კმ/სთს 8.5 წამში ანვითარებს 100 კილომეტრზე 4.1 ლიტრ დიზელს მოიხმარს. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფებს 1.6 TDI 90 ცხენის ძალით და 1.4 TFSI ძრავები მიიბმულები იქნებიან 7 სიჩქარიან S tronic კოლოფთან, რაც შეეხება 1.6 TDI ძრავებს როგორც 90 ცხენის ძალიანი ასევე 105 ცხენის ძალიანი ვერსიები მიბმულები იქნებიან 6 და 5 სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე.

ახლა გადავიდეთ ექსტერიერზე დაახლოებით 12 ფერი იქნება შემოთავაზებული Audi A1 Sportback-ს მათ შორის ერთი ახალი ,,სამოა ფორთოხლის’’ ფერი ისე კი შეგიძლიათ S Line იც შეუკვეთოს სადაც მიიღებთ უფრო სპორტულ და აეროდიმანიკულ იერს შემოთავაზებული იქნება 4 სახის დისკი 15,16,17 და 18 დიუმიანი დისკები. ინტერიერს რაც შეეხება აქ ყველაფერი Audi-ს სტილშია ხარისხიანი ტყავი და ბრენდისთვის საფირმო ტექნოლოგიები: 6.5 დიუმიანი დისპლეი

სადაც განთავსებულია MMI-ს ნავიგაცია ამის გადა DVD 465 ვატიანი Bose-ის აუდიო სისტემა 14 სპიკერთან ერთად, ამის გარდა ბლუთსით დაკავშირებული ტელეფონი ინფორმაცია Google Earth-დან და Google Street-დან ამასთან თქვენ მუდმივად გექნებათ ინფორმაცია ამინდზე, გზებზე და კიდევ ძალიან ბევრი ინოვაცია. ბოლოს გეტყვით ფასებსაც ყველაზე იაფასიანი და საშუალო კომპლექტაციის Audi A1 Sportback 1.4 TFSI ძრავით 16,950 ევრო ეღირება ხოლო 1.6 TDI 90 ცხენის ძალით 19,050 ევრო ეღირება.







წყარო:
http://news.drive.ge/?m=44&newsid=3351 * * *
2 თემა გამიხსნია და წაშალეთ რა რომელიმე