საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე ქვეყნის პირველი გუნდის რიგებს ტოვებს. ამის შესახებ მან თბილისის ფილარმონიის შენობაში მიმდინარე საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე განაცხადა.
“მე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელმაც 83 მატჩი ჩავატარე მის რიგებში, ვტოვებ ეროვნულ ნაკრებს. ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება. ამ გუნდში გატარებული 15 წლის განმავლობაში, ერთი მატჩი ყველაზე ცუდად მახსოვს (იგულისხმა 2009 წლის 5 სექტემბერს, იტალიის ნაკრებთან გატანილი 2 ავტოგოლი - რედ.). მართალია, ყველაფერი შემთხვევითი იყო, მაგრამ მინდა ბოდიში მოვიხადო ამ შემთხვევისთვის”, - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის იტალიური “ჯენოას” მცველი კახა კალაძისთვის, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან 2011 წლის 11 ოქტომბერს გამართული მატჩი 50-ე იყო, რომელშიც მან “ჯვაროსანთა” კაპიტნის რანგში ითამაშა. როგორც თავად ფეხბურთელის სიტყვებიდან ჩანს, ის მატჩი რეკორდსმენი კაპიტნისთვის საქართველოს მთავარი გუნდის მაისურით ნათამაშები ბოლო ასპარეზობა იყო.
მე ვფიქრობ რომ უკვე დრო იყო რაა
კარგია ცოტა გზა გაეხსნებათ ახალგაზრდებს