ეროსი კიწმარიშვილი: მიშას ფულის ერთადერთი წყარო ჰყავდა - ბიძინა ივანიშვილი
„მიშასფულის ერთადერთი წყარო ჰყავდა - ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ განცხადება „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა Огонёк-თან ინტერვიუში გააკეთა.
გამოცემასთან საუბრისას კიწმარიშვილი აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ მთავარი დამფინანსებელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო „ლეგენდა ამერიკულ ფულზე“ - გამოგონილია.
„არ ყოფილი ამერიკული ფული. ეს არის ლეგენდა, რომელიც თვითონ გამოიგონეს და დაიჯერეს კიდეც. მიშას ფულის ერთადერთი წყარო ჰყავდა. ფული ივანიშვილისგან მოდიოდა. ბიძინა პატარა თამაშს თამაშობდა. ბიძინას არ სურდა, რომ ეს პუტინს გაეგო. იგი ვერ იტანდა ბადრის და ბერეზოვსკის, რომლებიც პრინციპულად მოსკოვის თამაშს თამაშობდნენ“, - აცხადებს კიწმარიშვილი და იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ სურდა ივანიშვილს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გაყიდვა.
„ბიძინამ ერთხელ მითხრა, რომ არ სურდა ტელეკომპანიის გაყიდვა, რადგან შიშობდა, რომ ბადრი „რუსთავის 2“-ს იყიდიდა“, - აღნიშნავს კიწმარიშვილი.
ივანიშვილის შესახებ Огонёк-თან „ქართული პარტიის“ კიდევ ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც საუბრობს.
„ივანიშვილი ყოველთვის გვიჭერდა მხარს, მაგრამ იყო დრო, როცა იგი გვეხმარებოდა, თუმცა არ იცოდა, მისი ფული სად მიდიოდა. მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ მისთვის გარკვეული ოდენობის ფული გეთხოვა, ხოლო დეტალების ახსნას არ ითხოვდა. სააკაშვილი ხშირად ჩადიოდა მის სახლში, ჭორვილაში“, - აცხადებს ოქრუაშვილი.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=6011&Itemid=1