#28577092 · 2 Dec 2011, 15:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაზემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით, მიიღო გადაწყვეტილება შეეწყალებინა ებრაელი ბიზნესმენები. "ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ასევე ჰუმანური მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ასაკის არიან დაკავებულიები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
---
პ.ს. დაუჯერეთ ნაცებო ხანდახან ჭკვიან ხალხს
--------------------
TROLL DUKE
|