და კიდევ მსგავსი ცნობილების.
მოდი ნათლად დაგანახებ ჯაზის მოსმენის ეთიკას.
ჯაზი წარმოიდგინე როგორც ბუნების რომელიმე ნაწილი, მაგალითად მწვერვალი, რომელსაც გარშემო პატარა გორაკები აკრავს. ბუნებრივია ყველას აქვს მწვერვალის დაპყრობის სურვილი, ალბათ არ იქნება საინტერესო და შენს თავში ვერ დარჩები კმაყოფილი თუ ვინმემ ვერტმფრენით აგიყვანა და დაგსვა სულ ზემოთ, - წვერზე.
იმისთვის, რომ ახვიდე მწვერვალზე საჭიროა ჯერ "პატარა გორაკები" გადაიარო, რომ მიაღწიო მთის ძირს. "პატარა გორაკებში" ვგულისხმობ ნაკლებად ცნობილ შემსრულებლებს, მაგალითად Contemporary noise quintet. როდესაც მას მოუსმენ შეგექმნება ერთგვარი წარმოდგენა ჯაზზე, გაგიჩნდება ინტერესი შედარებით მაღალი დონის შესახებ, ანუ აქედან უნდა შეუყვე გზას რომ ახვიდე სულ ზემოთ. მთის ფერდობად მოდი David Benoit დავასახელოთ, ის ჯაზის სამყაროში საკმაოდ ცნობილია, თუმცა არაპროფესიონალი მსმენელის ყურს პირველად ხვდება. მისი შემოქმედება მართლაც, რომ საინტერესოა. მწვერვალზე ასვლის მსურველი არ მგონია მთის ფერდობზე შეჩერდეს, ის გზას განაგრძობს და მწვანე ბალახიდან კლდეზე(უხეშ მოსასმენზე) გადააბიჯებს, ასეთ ბილიკად დავასახელებდი Niacin-ს, მართლაც რომ არაა მარტივი მოსასმენი, ინსტრუმენტების ტეხილი ურთიერთობა. კლდიდან ერთი ნაბიჯიღა რჩება მწვერვალამდე, მწვერვალზე რომ ახვალ, იქიდან გადახედვა გესიამოვნება, იმიტომ, რომ შენს თვალწინ გადაშლილი არემარე, რომელიც ასვლისას დეტალურად შეისწავლე. მწვერვალზე დაგხვდება ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან Dee Dee Bridgewater, Rachelle Ferrell, Miles Davis, Dave Brubeck, Benny Goodman, Charles lloyd, Andy Bey, .... უამრავია კიდევ..
მგონი ჩამოვაყალიბე სათქმელი..

წარმატებებს გისურვებ ჯაზის ჯერ-ჯერობით "უსუსურო" მსმენელო..