მოკლე ბიოგრაფია: Rachell Ferrell დაიბადა 1961 წელს პენსილვანიის შტატში...
3 წლის ასაკში Rachelle–ი მევიოლინე შემსრულებელი იყო, მაგრამ შემდეგ წლებში მსმენელი იცნობდა მას,
როგორც პიანისტსა და მომღერალს. 18 წლის Ferrell–მა ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში (ბოსტონი)
კომპოზიციისა და არანჟირების მიმართულებაზე დაიწყო სწავლა.მასთან ერთად ამავე კოლეჯში სწავლობდნენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები,
როგორიცაა Branford Marsalis, Kevin Eubanks, Donald Harrison and Jeff Watts.
ერთი წლის შემდეგ Ferrell–მა დაამთავრა კოლეჯი და გარკვეული დროის მანძილზე Dizzy Gillespie–სთან ერთად
ასწავლიდა მუსიკას ნიუ ჯერსის შტატის ხელოვნების საბჭოში. 1980 წლიდან მოყოლებული 90–იანი წლების დასაწყისის ჩათვლით
Ferrell–ი მუშაობდა ჯაზის სფეროში ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და პატივსაცემ შემსრულებლებთან ერთად:
Dizzy Gillespie, Quincy Jones, George Benson and George Duke–თან.
Ferrell–ის დებიუტი შედგა სიმღერით „პირველი ინსტრუმენტი“('First Instrument') ,
რომელიც 1990 წელს მხოლოდ იაპონიაში გამოუშვეს.
იგი ახალ სიმღერებზე მუშაობდა ბასისტTyrone Brown–თან, პიანისტ Eddie Green–თან და დრამერ Doug Nally–სთან ერთად,
რომლებმაც თავისმხრივ მის შემოქმედებაში კვალი დატოვეს.
მათთან ერთად ტრუმპეტისტი ტერენს ბლანკარდი, პიანისტები გილ გოლდსტეინი და მიშელ პეტრუჩიანი,
ბასისტი კენი დევისი და სტენლი კლარკი, ტენორ-საქსოფონისტი უეინ შორტერი და კლავიშზე პიტ ლევინი უკრავდნენ.
მისმა განსხვავებულმა ინტერპრეტაციებმა ჯაზის იაპონელი მსმენელის გულები დაიპყრო.. ეს კომპოზიციები Sam Cooke-ის
'You Send Me,' Cole Porter-ის 'What Is This Thing Called Love,' და Rodgers & Hart-ის 'My Funny Valentine’ იყო.
1995 წელს Blue Note/Capitol-მა გამოუშვა ფერელის სადებიუტო კომპოზიციები ამერიკელი პუბლიკისთვის.
მსმენელის რეაქცია ამჟამადაც ანალოგიურად დადებითი იყო. შემსრულებლის 1992 წლის სადებიუტო ამერიკული ალბომი უფრო
მეტად თანამედროვე urban pop-ის ჟანრის იყო. ის Capitol Records-მა გამოუშვა.
ფერელმა ხელი მოაწერა განსაკუთრებულ, ‘ორსახოვან’ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც თანამედროვე
Urban Pop-ს Capitol Records-თან ჩაწერდა, ჯაზს კი - Blue Note Records-თან.
90-იანი წლების პირველი 4 წლის განმავლობაში ფერელმა ზედიზედ მიიღო მონაწილეობა ‘Montreaux Jazz Festival’-ში.
მან ჯაზის მსმენელთა ყურადღება უკვე როგორც ვოკალისტმა მიიპყრო,
თუმცა განაგრძობდა სიმღერებისა და მუსიკის წერას კლავიშისა და ვიოლინოსთვის.
Dizzy Gillespie-ს წინასწარმეტყველება ახდა და ფერელი გახდა ჯაზ-ინდუსტრიის ‘წამყვანი ძალა’.
მისმა ნაყოფიერმა შემოქმედებითმა შესაძლებლობემა და საკუთარი სიმღერების კლავიშით გაფორმებამ
უფრო კარგად გამოავლინა ფერელის ბუნებრივი ვოკალური ნიჭი. ‘ზოგიერთი ადამიანი მღერის ისე,
თითქოს ტანსაცმელს ატარებდეს - იცვამს და იხდის’ - ამბობს ფერელი ბიოგრაფიულ ჩანაწერებში, რომელიც ‘First Instrument’-ს მოჰყვებოდა.
‘მაგრამ როდესაც ადამიანი ღამეში 4 კონცერტს კვირაში 6 ღამის განმავლობაში ატარებს,
ასეთი გამოცდილება მას საშუალებას აძლევს, შეასრულოს სიმღერა ‘შიგნიდან გარეთ’,
რომ გამოხატოს მისი არსი. ამ შემთხვევაში მომღერალი გამოხატავს სიმღერას იმ განწყობით,
რომლითაც დაიწერა. სიმღერის ავტორის მოვალეობაა აქციოს გრძნობები სიტყვებად, მომღერალმა კი სიტყვები ისევ ემოციებად უნდა გარდაქმნას’
რიჩელ ფერელი მოიაზრება არა მხოლოდ ჯაზ-მომღერლად და პიანისტად, არამედ ხელოვანად,
რომელიც კარგად გრძნობს თავს თანამედროვე ურბან პოპ-ში, გოსპელში, კლასიკურ მუსიკასა და ჯაზში.
2000 წელს რეიჩელი მსმენელს განსხვავებული ალბომით ’ 'Individuality (Can I Be Me?)’-თი დაუბრუნდა,
ვისაუბროთ ამ მუსიკოსზე რას ფიქრობთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და ასე შემდეგ ....
P.S მე მსგავსი თემა ვერ ვნახე და თუ არსებობს შეუერთეთ ესეც