თუ კი ვიზრდებით ფიზიკურად რატომ არ უნდა გავიზარდოთ სულიერად?
როცა პატარა ხარ ხელით გაჭმევენ, და იავნანით გაძინებენ. მაგრამ იზრდები და აღარ გჭირდება მშობლის ეს მზრუნველობა.
ვისაც ვკითხე ყველამ თქვა თითქმის: "ღმერთი რომ არ იყოს რა მეშველებოდა, ვის ვთხოვო რამე, თავს მარტო, დაუცველად ვიგრძნობ, შემეშინდება, ვერაფერს ვერ მივაღწევ... "
არა და მე ვფიქრობ ღმერთმა ამაზე ძლიერები შეგვქმნა.
არ უნდა გავიზარდოთ?
იქნებედროა სულიერადაც გავზიარდოთ და ყოველ წუთში არ გვჭირდებოდეს ლოცვა რომ ღმერთო მიშველე.
არამედ გაბედულად, დამოუკდიებლად ვიმოქმედოთ.
გამუდმებული მშობლის მზრუნველობა მხოლოდ განუვითარებენ ან შეზღულული შესაძლებლობების მქონე ადამაინებს სჭირდებათ...
მე ვფიქრობ ღმერთი ჩვენშია, ღმერთი ყოველი წერტილია ჩვენს გარშემო, ჩვენ ღვთის მსგავსად ვართ შექმნილი , ჩვენ მისი შვილები ვართ, ჩვენ თავად ის ვართ, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.
ამიტომ ნუთუ არ გვაქვს ძალა _ არ გვეშინოდეს?
მოვუსმინოთ გულს, მოვუსმინოთ სამყაროს და ვაკეთოთ ის რაც საჭიროა.
რად გვინა ამდენი რელიგიები, ამდენი სულელური რიტუალები, ამდენი კანონები, ამდენი ზიზღი და სიძულვილი, რად გვინდა ამდენი მუქარა? შენ ჯოჯხეთში მოხვდები, შენ მოკვდები და მე სამოთხეში ვინებივრებ...
რა საჭიროა ეს ყველაფერი... ნუთუ გგონიათ რომ ეს ღმერთს სჭირდება?
მე ვაცხადებ რომ მე არ მჭირდება ღმერთი.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ათეისტი ან სატანისტი ვარ.

მე მიყვარს ღმერთი, მაგრამ გავიზარდე და დამოუკიდებლად შემიძლია ჭამა, სიარული, და ცხოვრება.
ანუ არ მჭირდება ყოველ წუთს, ყოველ პრობლემაზე ღმერთს ვთხოვო დახმარება, რადგან ღმერთმა(სამყარომ) მომცა საკმარისი ძალა დამოუკიდებლად ვიბრძოლო, და წარუმატებლობასაც ვაჟკაცურად შევხვდე.
მე მესმის სამყაროსი და შემიძლია გავიკვლიო გზა წინ.
ღმერთი ცაში არ არის, ღმერთი ჩვენშია.
და ვფიქრობ არ ჯობია ყველა ასე ვიყოთ? ესაა ჩვენი დანიშნულება, უნდა გავიზარდოთ და მეტს მივაღწიოთ.
რელიგია ეს ბავშვობაა, რომლიდანაც უნდა გამოვიდეთ.
This post has been edited by Star_light on 13 Dec 2011, 18:54