#28583485 · 2 Dec 2011, 21:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გადავხედე ინფორმაციულ წყაროებს ამ ხალხთან დაკავშირებით, იგივე გაზეთებიდან და გადაღებული დოკუმენტური ფილმებიდან და დავინახე მზაობა და სურვილი ამ ხალხისა ყველაფერი ქართულისადმი სწრაფვაში, აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი რომ ამ ხალხს არ აქვს ქართული განათლების მიღების საშუალება, არ აქვთ წიგნები და არ მიუწვდებათ ხელი ქართულ საგანმანათლებლო წყაროებზე. ვიფიქრე ურიგო არ იქნებოდა ამ ხალხისადმი დახმარება გაგვეწია თუნდაც ერთჯერადი, ძნელი არ უნდა იყოს შევაგროვოთ მათთვის ყველა ის ნივთი, რაც მათ დახმარებას გაუწევს ელემენტარულად ქართული ენის სწავლებაში, რაც თუნდაც მცირე დოზით გაზრდის მათი განათლების დონეს ამ კუთხით. რაღა თქმა უნდა უსასყიდლოდ ეს ყველაფერი იმ შესაძლებლობებით რაც იქნება. მჭირდება თქვენი რჩევები პირველ რიგში, იქნება თუ არა ასეთი აქცია ნაყოფიერი ამ ხალხისათვის? ასევე ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ვიმეორებ ეს ყველაფერი მხოლოდ იდეის დონეზეა და ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
|