ბინდის ფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არის ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება.
ეს სტროფი, რომელიც იყო ცნობილი როგორც ხალხური პოეზიის ნიმუში, ეკუთვნის ნიკო სამადაშვილს.
ნიკო სამადაშვილი მე ამაზე არ ვაპირებდი გამემეხვილებინა ყურადღება რომ არა ის გარემოება რომ, ბოლო დროს დაიწყეს მიკუთვნება მიხა ხელაშვილს. როცა ვახტანგ კოტეტიშვილი (ვახუშტის მამა) აგროვებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს მან სთხოვა ნიკოს დახმარებისათვის. ნიკომ თავისი ეს სტროფი მიაწოდა როგორც ხალხური ნიმუში. რამდენად გამართლებულია არ ვიცი, მე უბრალოდ მინდა ნათელი მოვფინო მის წარმოშობას რადგან ბოლოს და ბოლოს სიმართლე უნდა იყოს ცნობილი.
vikipedia
მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი, 1900, სოფ. ახადი, — გ. 25 იანვარი, 1925, სოფ. ჩარგალი), ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წწ. ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.
ავტორია პოპულარული ლექსებისა (მ.შ. „ლექსო ამოგთქომ“, „ბინდისფერია სოფელი“), რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში.
პატივისცემით,
ნუგზარ სამადაშვილი