იბერია ტექ ავტომოვიტი (იტა) ატარებს კონკურსს ”თბილისური ავტო 2011”
კონკურსი ითვალისწინებს შემდეგს: თბილისის ხედების ფონზე ყველაზე ლამაზი ავტომობილის გამოვლენას.
პრიზები:
10% იანი ერთჯერადი ფასდაკლება იტა-ს პროდუქციაზე
კონტინენტალის ბრენდირებული ყინულის მოსაშორებელი, კეპი, ქოლგა, ჭიქა-თერმოსი, საფულე
კონკურსის დამთავრების შემდეგ გამოვლინდება 2 გამარჯვებული.
პირველი -Facebook–ის მეგობრების მიერ მოცემული LIKE-ების მეშვეობით
მეორე გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური
ორივე გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 200 LIKE.
კონკურსის პირობები:
სურათში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს თბილისის რომელიმე ხედი
აუცილებელია სურათზე ფიგურირებდეს ავტოს სახ. ნომერი
გთხოვთ, არ დაასკანეროთ და ისე არ გამოაგზავნოთ ნამუშევრები;
დაუშვებელია პროგრამებით დამუშავებული ფოტოების გამოგზავნა და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში სურათი არ განიხილება
აუცილებლად გამოგვიგზავნეთ JPEG სურათები;
ერთ კონკურსანტისაგან მიიღება მხოლოდ 1 ნამუშევარი;
თქვენი ნამუშევარი ITA-ს Facebook–ის ადმინისტრციის მიერ აიტვირთება Facebook- ის ალბომში სახელწოდებით „თბილისური ავტო 2011“;
ავტორები დათაგულები იქნებიან საკუთარ ნამუშევრებზე;
უცენზურო და არათემატური ნამუშევრები წაიშლება ITA-ს Facebook–ის ადმინისტრაციის მიერ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ “IBG”-ის თანამშრომლებს;
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2011 წლის 12 დეკემბრიდან - 2011 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.
ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, ნამუშევრები გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ–ფოსტაზე: a.balavadze@ita.com.ge
აუცილებლად მიუთითეთ:
სახელი და გვარი
საკონტაქტო ტელეფონები
თქვენს Facebook –ში დარეგისტრირებული სახელი
მიმაგრებული სურათი
Better to be a racer for a moment than a spectator for a lifetime.