საერთო დახასიათება:
მერწყული ჰაერის ნიშანია
20 იანვარი – 18 თებერვალი
ჰაერის 3 ნიშანი.
4 მუდმივი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – ურანი, სატურნი.
ასტროლოგიური სიმბოლო: მერწყული, ვერცხლის ხელები, ფრთები, ჩიტების და თვითმფრინავის ფრენა, ზიგ- ზაგი, ახალგაზრდობა, ბრძენი.
ასტროლოგიური ფერები: რუხი, იისფერი, მოლურჯო-მომწვანო, ლილისფერი (შავი ფერი უიღბლოა).
ასტროლოგიური ქვები: ძოწი, ცირკონი, ღია საფირონი, ოპალი, ამეთვისტო, ლაზურიტი.
ასტროლოგიური ყვავილები: ია, მურტი, ნარგიზი.
თილისმა: გასაღები, ხატი.
იღბლიანი დღეები: ოთხშაბათი, შაბათი.
უიღბლო დღეები: კვირა.
იღბლიანი რიცხვები: 2, 4 (ყველა რიცხვი, რომელიც 4-ზე იყოფა), 8, 9, 11, 13.
მერწყული განაგებს ჰოროსკოპის მე-11 სახლს.

ბერძნული მითოლოგიის თანახმად მერწულის თანავარსკვლავედს აკავშირებენ ზევსისა და განიმედეს ისტორიასთან.
განიმედე იყო ტროას ხელმწიფის ულამაზესი ვაჟი. ერთ დღესაც განიმედე მამის ცხვარს წყესავდა, ზევსმა უკუნეთი სიბნელე მოუვლინა არემარეს, გადაიქცა გიგანტურ არწივად და ბიჭი წაიყვანა თავისთან ოლიმპოს მთაზე. მაშინ ზრდასრულ მამაკაცებისთვის საყვალდებად ახალგაზრდა ვაჟები ყოლა ნორმად ითვლებოდა და ისინი ერთგვარად მათი აღმზრდელის როლს ასრულებდნენ. მაგრამ ზევსმა, რომელსაც ყველაფრის გაკეთების უფლება ქონდა, გადაწყვიტა განიმედე მხოლოდ თავისთვის დაეტოვებინა და ბიჭი თავის მერიქიფედ აქცია, განიმედეს სასმელი მისთვის ნებისმიერ დროს უნდა მიეტანა. მას შემდეგ განიმედე ზევსის მონად იქცა. ზევსმა განიმედეს მამას ბიჭის სანაცვლოს უამრავი ოქრო ვერცხლი შესთავაზა.
ერთ დღესაც განიმედე გადაწყვეტს აღარ იყოს ზევსის მერიქიფე და ღმერთების ყველა ღვინოსა და წყალს დაღვრის, რაც კოკისპირულ წვიმებს გამოიწვევს დედამიწაზე და დატბორავს მთელ სამყაროს. ზევსი გადაწყვეტს, რომ დასაჯოს ყმაწვილი მაგრამ მიხვდება რომ ბიჭს მაინც უსამართლოდ ექცეოდა და მას უკვდავებას მიანიჭებს.
მითის სხვა ვარიაციებიც არსებობს, რომ ზევსის მეუღლე იეჭვიანებს განიმედეზე და მის მოკვლას გადაწყვეტს, ზევსი კი მას უკვდავებას მიანიჭებს.
საბოლოოდ კი მივიღეთ დოქიდან სითხის მღვრელის თანავასრსკვლავედი.

მერწყულის სიმბოლოა ადამიანი, რომელსაც 2 ჭურჭელი უჭირავს, ერთში ცოცხალი წყალია, მეორეში-მკვდარი. ეს არის ადამიანი, რომელიც ანსხვავებს კეთილსა და ბოროტს, თეთრსა და შავს.
ზედაპირზე აქტიური, კომუნიკაბელური ხართ, გიზიდავთ ყველაფერი ახალი, ყველაფერი რაც სულიერად განვითარებთ. სწრაფად შედიხართ კონტაქტში ნებისმიერ ადამიანთან, მიილტვით შეხედულებების თავისუფლებისკენ, თანასწორობისკენ და საერთოდ ძმობისკენ.
ძალიან გიყვართ თქვენი სამეგობრო და საამხანაგო წრე, შესაძლოა არ შეგიძლიათ იარსებოთ ახლობლებთან ურთიერთობის გარეშე. ადამიანებს და სიტუაციას ობიექტურად აფასებთ.
შინაგანად თქვენში უკვე აისახება მომდევნო ნიშნის, თევზების, გავლენა. ის აყალიბებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა: ცვალებადობა, ტრანსფორმაციის უნარი, სულიერება. თქვენი დამოკიდებულება ნაცნობებისადმი ცხოვრების მანძილზე ხისტად იცვლება. მიუხედავად თქვენი გარეგნული აქტიურობისა, შინაგანად იზოლირებული ხართ, გახასიათებთ განდგომილობა, შეგიძლიათ მეთვალყურის პოზიციის დაკავება. არასდროს ეკვეხებით მოვლენების ცენტრში. ხშირად გახასიათებთ ექსტრავაგანტული, ორიგინალური ქცევები, იდეები. მაგრამ მიუხედავად თქვენი ექსტრავაგანტულობისა, გაქვთ თვითდაკვირვების და თვითკონტროლის უნარი. დროგამოშვებით აღგენიშნებათ სპონტანური ფსიქოლოგიური შესაძლებლობები, მაგალითად წინასწარმეტყველების.
მიილტვით არა მხოლოდ ორიგინალური იდეებისკენ, არამედ ასეთივე ცხოვრებისაკენ. ხშირად აფრქვევთ აზრებს, რომლებიც დროს წინ უსწრებენ და თქვენი თანამედროვეების ტვინში ვერ/აქ ჯდება. ხდება ხოლმე, რომ ხვალ დაიკიდებთ იმას, რასაც ეთაყვანებოდით გუშინ. ასევე გამოთქვამთ რადიკალურად განსხვავებულ შეხედულებებს ერთსა და იმავე საკითხზე. ასეთი მერწყულის მაგალითი იყო პოეტი და მწერალი В.Соловьев-ი, რომელიც არაჩვეულებრივად მონაწილეობდა დებატებში, ადვილად ამტკიცებდა თავის შეხედულებებს და ანგრევდა მოწინააღმდეგეს. ამის მერე, მოურიდებლად, ადგებოდა მოპირდაპირეს ადგილს დაიკავებდა და იოლად დაამტკიცებდა საწინააღმდეგოს. ამიტომ, უარეს შემთხვევაში, თქვენ ხშირად ლანძღავთ იმას, რასაც ადრე ემხრობოდით, რაც წარსულში თქვენთვის ახლობელი იყო და დღეს გაუცხოებული აღმოჩნდა
ცხოვრებაში ბევრ ცვლილებას განიცდით, მოულოდნელს. პროფესია თქვენი ჰობი ხდება და ჰობი პროფესიაში გადაიზრდება. და ხანდახან ვერ ანცალკევებთ ერთს მეორესგან. უმდაბლეს შემთხვევაში, ეს ჟღერს შემდეგნაირად: "Твоя сберкнижка - моя сберкнижка" (ვერ ვთარგმნე).
მერწყულებს შორის შეხვდებით ბევრ ფანტასტს, ფოკუსნიკს, მანიპულატორს...
მერწყულები იყვნენ მწერლები: ჟიულ ვერნი, დიკენსი, კრილოვი, ჟუკოვსკი, სტენდალი, ბომარშე...
მეცნიერები: მენდელეევი და ედისონი.
მუსიკოსები: მენდელსონი, შუბერტი და მოცარტი...
წინა თემის ტოპ მპოსტავები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ცოტა რამ მერწყულის შესახებ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ცოტა რამ მერწყულის შესახებაც
Posted on March 11, 2010 by Katiée
(ლინდა გუდმანის წიგნიდან “ამერიკული ჰოროსკოპი”)
როგორ შევიცნოთ მერწყული?
მერწყულთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისათვის მზად უნდა იყოთ, როგორც ალისა ლუის კეროლის ზღაპრიდან. ბუნებით მშვიდ და კეთილ მერწყულებს რაიმე არაჩვეულებრივი მოქმედებით საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვართ. თავაზიან და დამყოლი ხასიათის მერწყულებს შეუძლიათ ლოგიკას მოკლებული საქციელით და სიტყვებით გაგაოგნოთ. ურანის მფარველობაში მყოფ ადამიანებს შეუძიათ წვეულებაზე შიშველ ფეხზე ამოცმული სანდლებით გამოცხადდნენ, თუკი ასე თავს უფრო მოხერხებულად გრძნობენ.
მერწყულების დახასიათება ერთი სიტყვით რომ შეიძლებოდეს, ეს სიტყვა “ცნობისმოყვარეობა” იქნებოდა. მას თავის გარშემო ყველაფერი აინტერესებს, დაწყებული თქვენით და დამთავრებული მეზობლის ლეკვით. მერწყულის აზრით, მთელი ცხოვრენა საიდუმლოა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება, ამიტომ მას ყოველმხრივ ინტერესით სწავლობს. პოლიტიკა და სპორტი, შეყვარებულები და ბავშვები, ცხენები და ავტომობილები, მოხუცები და ასტრონავტები, სამეცნიერო გამოკვლევა მედიცინის სფეროში და ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრი და რელიგია, ალკოჰოლიკები, ნარკომანები, მწერლები და სხვა მრავალი – მერწყულის ინტერესების სფერო ჭეშმარიტად ამოუწურავია. ამიტომ, თუ ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომელსაც მარტო თქვენ უნდა აინტერესებდეთ, მერწყული არამც და არამც არ გამოგადგებათ.
თავისუფლებისმოყვარე მერწყულები უჩვეულოდ ცოცხალი, საინტერესო, თავნება, ორიგინალური, თვითკმაყოფილი, დამოუკიდებელი და ამასთანავე, დიპლომატიური, რბილი, თავმდაბალი, გულჩვილი ხალხია. მათ გარშემო ყოველთვის უამრავი ნაცნობი ტრიალებს, ყოველგვარ მასობრივ ღონისძიებებში სიამოვნებით მონაწილეობენ, მაგრამ ამავდროულად განმარტოებაც უყვართ. სადაც არ უნდა იყვნენ, ხალხში თუ განმარტოებით, გარშემო ყველაფერს მკვეთრად აღიქვამენ და ისრუტავენ, ხოლო ურანის მფარველობის წყალობით, რევოლუციურ თვისებებს ამჟღავნებენ. ყველაფერი ძველი დრომოჭმულად და გამოუსადეგრად მიაჩნიათ, ყველაფერ ახალს და გამოუცნობს კი პირველები აღიარებენ (თუმცა, მერწყულ პოლიტიკოსებს, სტრატეგიული თვალსაზრისით, ჭკუა ყოფნით და თავიანთ რევოლუციურ შეხედულებებს საქვეყნოდ არ გამოთქვამენ)
მერწყულებს მიდრეკილება აქვთ, სიტუაციის ანალიზში მეგობრები და უცნობები ჩართონ. რიგით ერთერთი ამოცანის ამოხსნით გართული მერწყული, შესაძლოა, საოცრად აბეზარი და უტაქტო (!) იყოს. როგორც კი ცნობიმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, მერწყული იმ ნივთის თუ ადამიანის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს, რაც მგრძნობიარე პიროვნებას, შესაძლოა, შეურაცხმყოფელად მოეჩვენოს.
მიუხედაბად იმისა, რომ მერწყულებს ყოველთვის უამრავი ნაცნობი ახვევიათ, მეგობარი თითქმის არ ჰყავთ. მერწყული ხარისხს რაოდენობას ამჯობინებს sad.gif(, ამიტომ, ვინმესთან ხანგრძლივი და ღრმა ურთიერთობა იშვიათად აქვს. მისი მაძიებელი გონებისათვის რაიმე ახალი და ამოუცნობი ყოველთვის გამოიძებნება, ჰოდა , ღირს კი დროის დაკარგვა იმაზე, რაც უკვე შესწავლილი აქვს? :O ურანის მორჩილი ადამიანების თითქმის ყოველთვის მარტოსულები და სხვებისათვის ძნელად გასაგებნი არიან. კაცობრიობას უჭირს მათი გაგება, ვინც მხოლოდ მომავლით ცხოვრობს და აწმყო იშვიათად ახსენდება. ასტროლოგიურ წიგნებში ნათქვამია: “რასაც მერწყული ფიქრობს, ხალხი მხოლოდ ნახევარი საუკუნის მერე გაიგებსო!”
(იხ. ედ. შევარდნაძე biggrin.gif)
მერწყულებს იმდენად ფართო თვალსაწიერი გააჩნიათ, რომ მათში ცრუმორწმუნეს ვერასოდეს იპოვით. მერწყულთათვის ყველა ადამიანი ძმაა, მაგრამ ხანდახან მარტოობას ამჯობინებს და ასეთ წუთებში, უმჯობესია, არ შეაწუხოთ.
მერწყუილთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია. არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ, მაგრამ თუ მისი თანხმობა მიიღეთ, ყველაფერს ზუსტად და დროულად შეგისრულებთ.
მერწული თავის აზრს პირდაპირ და გულწრფელად გამოთქვამს, მაგრამ სხვას თავზე არასოდეს ახვევს. იგი პატივს სცემს პიროვნებას, და მიაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება, სურვილისამებრ მოიქცეს.
მერწყული არასოდეს არაფრისთვის არ იბრძვის. იგი აგრესიული არ არის, მაგრამ სიმხდალესაც ვერავინ დასწამებს. უბრალოდ, მის ფილოსოფიაში ბრძოლა არ შედის. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორი დაწოლაც არ უნდა განიცადოს, აზრს არ შეიცვლის (:@@@@@)
მერწყულებს ხშირად აკრიტიკებენ, რომ მათი საქციელის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. მათ კი, სურვილისამებრ უყვართ მოქცევა და საჭიროდ არ თვლიან, ამის თაობაზე ვინმე გააფრთხილონ. თუ მათთან ურთიერთობა გინდათ, ამას უნდა მიეჩვიოთ.
მერწყული პირველსავე შემხვედრს არასოდეს ენდობა. კარგად უნდა შეისწავლოს ადამიანი და გაიგოს მისი საქციელის ესა თუ ის მოტივი. მაგრამ, თუ კარგად გიცნობთ და თავის მეგობრად გთვლით, ავის მოსურნეთა ვერავითარი ბინძური ჭორები თქვენზე აზრს ვერ შეაცვლებინებს. მან, რა თქმა უნდა,შ ესაძლოა ჭორებსაც მოუსმინოს, მაგრამ ამას მხოლოდ უბრალო ცნობისმოყვარეობის ჰამო და მათ მცირე მნიშვნელობასაც არ მიანიჭებ. რაიმე ცხოვრებისეული დასკვნა მერწყულს მხოლოდ საკუთარი დაკვირვებების შედეგად გამოაქვს (აქ, ისევ, ედუარდ შევარდნაძე მახსენდებაsmile.gif)
მერწყული უჩვეულოდ ყურადღებადაფანტულია. კარგი მეხსიერებით არ გამოირჩევა, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, არც არაფერში სჭირდება. იგი ინფორმაციას თითქოს ჰაერიდან ღებულობს. სინამდვილეში მას უნიკალური თვისება აქვს, რადარივით დაიჭიროს ყველაფერი თავის გარშემო. მერწყული შესაძლოა გაცხოველებულ აასში იყოს ჩართული, მაგრამ ეს ხელს სულაც არ შეუძლის, მშვენივრად ესმოდეს და ხედავდეს, თუ რა ხდება მის ზურგს უკან, ოთახის საპირისპირო კუთხეში. მისი ეს თავისებურება დაფასების ღირსია.
მერწყულები არასოდეს ტყუიან და არც სხვებს ატყუებენ, არ უყვართ არც სესხის აღება და არც გაცემა, მერწყული სიტყვის კაცია, ამიტომ, თუ გინდათ თქვენს მეგორბობას ჩრდილი არ მიადგეს, არასოდეს გატეხოთ მიცემული სიტყვა და ნასესხები ფული ზუსტად დათქმულ დროს ჩააბარეთ. მერწყული პატიოსანია და პირფერობას ვერ იტანს, თუმცა თვითონ მას ზოგჯერ სიცრუეშეი ადანაშაულებენ. ასეთი შთაბეჭდილება ადამიანებს მხოლოდ იმიტომ რჩებათ, რომ მერწყულს საკუთარი საქციელის მოტივების აფიშირება არ უყვართ, ვინაიდან ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პრეროგატივად მიაჩნიათ.
მერწყულის ფიქრები და სხეული ყოველგვარი ბორკილებისაგან თავისუფალი უნდა იყოს. მისი ფიქრები იმდენად შორს დაქრიან, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს გაგება უჭირთ. არადა მისი გაგება საჭიროა, რადგან მომავალში ესოდენ ნათლად ვერავინ ჩაგახედებთ. ამით კი გაცილებით უფრო ჭკვიანი გახდებით.
მერწყული თავისი წინასწარმეტყველური ნიჭით მთელ კაცობრიობას ეკუთვნის. იგი მისი საიდუმლო აზრების და მაღალი იდეალების სიმბოლოა. მერწყულის მეტალი ურანია, ქვა – მუქი ლურჯი გამჭვირვალე საფირონი, რომელშიც წარსულის სიბრძნე და მომავლის უხილავი საიდუმლო ერთმანეთს ერწყმის.
შესაფერისი პარტნიორები კაცი - მერწყული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქალი:
ვერძი - ასეთი კავშირი საკმაოდ იშვიათი და უიღბლოა. თანაცხოვრების დასაწყისში პარტნიორებს შორის სიმშვიდე სუფევს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ მალე ბეზრდებათ ერთმანეთი. გადაუჭრელი პრობლემები ძაბავს მათ ურთიერთობებს, თუმცა გვერდიდან ერთი შეხედვით ამის დანახვა შეუძლებელია. ასეთ ქორწინებაში ჩვეულებრივი მოვლენაა ისტერიკები ორივე მხრიდან, მაგრამ მერწყული მაქსიმალურად ცდილობს ემციების დამორჩილებას. სექსუალური ურთიერთობების თანხვედრა ვერძის მონდომებაზეა დამოკიდებული.
კურო - კავშირი რთულია, რადგან ორივე ნიშანი ურთიერთსაპირისპირო ბუნებისაა. მათ შორის ურთიერთობები ძალიან დაძაბულია. ორივე დიდი ხნის წინ დაშორდებოდა ერთმანეთს, მაგრამ თავს იმშვიდებენ"უარესიც ხდება". სექსუალურ ურთიერთობებშიც არ ხდება მათი თანხვედრა.
ტყუპები - კავშირი საკმაოდ წარმატებულია და იშვიათად ინგრევა ურთიერთობები. ამ ადამიანებს ხშირად ეწვევათ გრძნობები პირველივე დანახვისთანავე. ქორწინება ეყრდნობა მეგობრობასა და გრძნობების ჭეშმარიტებას, თუმცა შესაძლებელია მათ შორის ღალატსაც ჰქონდეს ადგილი. ყოველი გატაცების შემდეგ პარტნიორები ისევე ბრუნდებიან ოჯახში. ასეთ ქორწინებაში ნაკლებად შეიმჩნევა სიმშვიდე, თუმცა მეგობრები ბევრი ჰყავთ.
კირჩხიბი - კავშირი რთულია. წყვილი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობს და მათ მხოლოდ ბავშვები აერთიანებთ. თუმცა ბავშვენის დაბადების შემდეგ ოჯახში წარმოიქმნება პრობლემები, თუ ვინ აიღებს მათზე პასუხისმგებლობას, რის გამოც პატარები ძალიან იტანჯებიან. მიუხედავად ასეთი წვრილმანი პრობლემებისა და გაუგებრობებისა, ასეთი კავშირი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ძალიან უცნაური ისტორიები აქვთ ასევე სექსუალურ ურთიერთობებშიც.
ლომი - კავშირი სავსეა კოფლიქტებით. თანაცხოვრების დასაწყისში მათი ურთიერთობები ბრწყინვალეა, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან იძაბება. ლომი მერწყულისაგან იწყებს მოთხოვნას, რომ სამსახურში დაწინაურდეს, მაგრამ ეს მერწყულს საერთოდ არ ადარდებს. მათ ურთიერთობებს ბავშვები შეავსებს და განამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ქორწინებაში ძალიან დაძაბულია ვითარება, ოჯახს მაინც არ ანგრევენ და თუ კი ეს მაინც მოხდება, მალე უბრუნდებიან ერთმანეთს.
ქალწული - ერთ-ერთი წარუმატებელი კავშირი ორივესთვის. ასეთ ტიპიურ ადამიანებს შორის შეუძლებელია იყოს ნორმალური ურთიერთობა. მხოლოდ ძალიან დიდი სულიერი სამყაროს მქონე ადამიანებს შორის არის შესაძლებელი მხოლოდ მეგობრობა. რაღაც გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება მათი კავშირი ბავშვებმა განამტკიცონ ან საქმიანმა ურთიერთობებმა. სექსუალურ ურთიერთობებში ორივეს ექსპერიმენტები აინტერესებს.
სასწორი - ერთ-ერთი საუკეთესოა მერწყულისათვის. სახლი ასეთი ადამიანებისთვის - მშვიდობიანი და სტუმართმოყვარეა, აქ თითქმის არასოდეს წარმოჭრება კონფლიქტები. მრავალ პრინციპიალურ საკითხებში პარტნიორებს საერთო, მსგავსი შეხედულებები აქვთ.
მორიელი - რთული და სედიანი კავშირია. ასეთი ადამიანები სხვადახვა სამყაროდან არიან, მათი ურთიერთობები დიდხანს არ გრძელდება, რადგანაც პარტნიორები შეიძლება ურთიერთსიძულვილამდე მივიდნენ. ასევე წარუმატებელია მათი სექსუალური ცხოვრებაც.
მშვილდოსანი - კარგი და გახსნილი ურთიერთობები აქვთ პარტნიორებს, განსაკუთრებით თანაცხოვრების პირველივე წლებში, მაგრამ დროთა განმავლობაში თავს იჩენს პოტენციალის სხვადასხვაობა. მერწყული გავილებით მშვიდად არის, მაგრამ მშვილდოსანი მთელი ძალებით ცდილობს მეთაურობას. თუ კი ეს ქორწინება დაინგრევა, პარტნიორები მაინც კარგ მეგობრებად რჩებიან.
თხის რქა - ძალიან იშვიათი კავშირია. ორივე პარტნიორი - თავშეკავებული, საქმიანი წყვილია. მათი ოჯახში ურთიერთპატივისცემა სუფევს. შიდა ოჯახური კონფლიქტები თანდათანობით შეიძლება დროთა განმავლობაში გამწვავდეს. ასეთი კავშირი შეიძლება გაცილებით მყარი აღმოჩნდეს, თუ კი მერწყული 30 წლის ასაკში გადაწყვეტს ქორწინებას. სექსუალურ ურთიერთობებში საკმაოდ კარგად ეთვისებიან.
მერწყული - კავშირი არც ისე წარმატებულია. ისინი გრძნობების გაქრობისთნავე ეყრებიან ერთმანეთს. ბავშვები ოჯახის გადარჩენას ვერ შეძლებენ, რადგან მათ შორის უფსკრული დღითიდღე იზრდება და ღრმავდება. სექსუალურ ურთიერთობებში მათ ხანდახან გრძნობების გამომჟღავნება არასტანდარტულ სიტუაციებში უხდებათ.
თევზები - ეს კავშირი შესაძლებელია, თუმცა პარტნიორებს დიდი სიყვარული არ აერთიანებთ. სექსუალურ ურთიერთობებში თევზები დაიტანჯებიან და მოუწევთ მერწყულის მოთმენა. ასეთ ქორწინებაში პარტნიორებს მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც დიდ როლს თამაშობს მათ ურთიერთობებში.
შესაფერისი პარტნიორები ქალი - მერწყული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვერძი - ასეთი კავშირები ძალიან იშვიათია, მაგრამ მათი თანხვედრის შემთხვევაში ურთიერთობა მყარია. მერწყულს მოსწონს ვერძის სამართლიანობა და კიდევ ვიცი ჭკვიანი ბავშვები უჩნდებათო
კურო - ქორწინება მათთვის რთული მცნებაა. ეს კავშირი ძალიან რთულია, ორივე მხრიდან დაუსრულებელი ჩხუბითა და წყენით.
ტყუპები - ეს კავშირი კარგია და საიმედო. ის მეგობრული ქორწინება იქნება. პარტნიორებს ძალიან ბევრი საერთო ინტერესები აქვთ, მაგრამ მერწყული ტყუპებს ღალატს არასდროს აპატიებს. ამიტომ მერწყული, რომელიც ქორწინებას ძალიან უფრთხილდება, მოუხდება ცოტა თავშეკავება. ეს კავშირი მათ ხელს უწყობს სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. მათი ურთიერთობა ძალზედ საინტერესოა. ერთად მყოფნი არასდროს იწყენენ.
კირჩხიბი - მათი კავშირი უფრო წააგავს სასიყვარულო რომანს, ვიდრე სერიოზულ ურთიერთობებს, თუმცა შესაძლებელია ეს კავშირი დიდხანს გაგრძელდეს. მერწყულისთვის ეს ურთიერთობები საკმაოდ უიღბლოა, ის კარგად ხედავს, რომ კირჩხიბმა მას ყველა საქმე გადააბარა, ასევე მასზე ძალიან მოქმედებს ტყუილები და წუწუნი. ბავშვების მიმართ ძალიან კეთილგაწყობილნი არიან, მათ ერთად ზრდიან.
ლომი - ეს საინტერესო კავშირია და ხშირად გვხვდება. მერწყული და ლომი ერთად კარგად გრძნობენ თავს. მერწყულს არ მოსწონს, რომ ლომი მხოლოდ თავის თავისთვის ცხოვრობს, ხოლო ლომს კი მისი დამოუკიდებლობა. მიუხედავად მათი მწვავე ჩხუბისა, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო კავშირი დიდხანს გრძელდება, გაყრა მათთვის იშვიათია.
ქალწული - ასეთი ქორწინება, საბედნიეროდ იშვიათად ხდება. უკეთესი იქნებოდა თუ საერთოდ არ დაუკავშირებდნენ ისინი ერთმანეთს ბედს. თავისუფლების მოყვარული მერწყული ვერ იტანს ქალწულის უხეშ ჩარევას ოჯახურ საქმიანობებში. ის იმდენად წვრილმანდება, რომ ცხვირს ყოფს წვრილმანებში, როგორიცაა დროულად რეცხვა, ღილის დაკერება და ასევე სამზარეულოს საქმეები. საათობით შეუძლია იჯდეს სამზარეულოში და უთვალთვალოს, თუ როგორ რეცხავს და ასუფთავებს ხილს, სისტემატურად აძლევს რჩევებს, ხელმძღვანელობს და ხელმძღვანელობს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ თავისუფლების მოყვარულ მერწყულს ეს ყველაფერი მალე ბეზრდება. ეს ქორწინება განწირულია და როგორც წესი მალე ინგრევა.
სასწორი - ერთ-ერთი საუკეთესო კავშირია სასწორებისთვის. პარტნიორებს კარგად ესმით ერთმანეთის, აფასებენ თავისუფლებას, მეგობრობას და თანასწორუფლებიანობას. ასეთი ურთიერთობები იშვიათად ინგრევა. ასეთ კავშირებში მეფობს სიყვარული, მშვიდობა, ურთიერთგაგება და ასევე სექსუალური კმაყოფილება.
მორიელი - ეს კავშირი კარგი იქნება, თუ კი ორივე იქნება განსხვავებული ტიპის (წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სისტემატურად ჩხუბობენ). საერთო ჯამში ისინი ერთმანეთს არ <<შეჭამენ>>, მაგრამ იცხოვრებენ "ნორმალურ" დაძაბულ ვითარებაში. როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს, რაც უფრო მეტად აქვთ გვერდზე სასიყვარულო ურთერთობები, მით უფრო მყარია მათი ქორწინება.
მშვილდოსანი – პერსპექტიული და დიდებული კავშირია. პარტნიორები ძალიან გვანან ემოციურობით. სექსუალური ურთიერთობები წარუმატებელია. მერწყულს არ სჭირდება ასეთი აქტიური პარტნიორი. მშვილდოსანს ახასიათებს მოჩვენებითობა, შინაგანი შთაბეჭდილების დასაფარად.
თხის რქა - საკმაოდ რთული კავშირია, რომელიც უფრო მყარი იქნება საქმიანი ურთიერთობებისას, ვიდრე ქორწინებისას. ასეთი კავშირი შესაძლებელია სასარგებლო იყოს დიპლომატი თხის რქისათვის, რომელიც საკმაოდ დიდი თანამდებობის პირია. მერწყული – მოდური სალონისა ან სასტუმროს შესანიშნავი დისახლისია და უდიდესი გემოვნების უნარითაა დაჯილდოებული, მას ძალუძს მოსწონდეს სხვას, რომელიც თხის რქის ეჭვიანობას იწვევს, მაგრამ მას შეუძლია წყნარად იყოს, რადგან მერწყული ყოველთვის მისი ერთგული იქნება. სექსუალურ ურთიერთობებშიც ასევე თანმხვედრი წყვილია. მაგრამ ბავშვის შეძენისას, ის იბნევა და იკარგება, რადგან ის შეჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას და ადამიანებთან ურთიერთობებს, მაგრამ იგი ახლა მხოლოდ ბავშვით არის დაკავებული. მას შეუძლია ამასაც შეეჩვიოს. კავშირი კიდევ უფრო შესაძლებელი და მყარი იქნება, თუ კი თხის რქა არ იქნება წინააღმდეგი თავისუფლების მოყვარული მერწყულის მოქმედებებისა და შეეგუება ამ ფაქტს. ურთიერთობა დამყარებულია ერთმანეთის პატივისცემაზე, მითუმეტეს თუ კი ეს ურთიერთობები მოწიფულ ასაკში ხდება.
მერწყული - კავშირი არც ისე წარმატებულია. ისინი გრძნობების გაქრობისთნავე ეყრებიან ერთმანეთს. ბავშვები ოჯახის გადარჩენას ვერ შეძლებენ, რადგან მათ შორის უფსკრული დღითიდღე იზრდება და ღრმავდება. სექსუალურ ურთიერთობებში მათ ხანდახან გრძნობების გამომჟღავნება არასტანდარტულ სიტუაციებში უხდებათ.
თევზები - კავშირი წარუმატებელია. პარტნიორებს აკლიათ ურთიერთგაგება. მათ აერთიანებთ გრძნობების ჭეშმარიტება და სინაზე. თუმცა მერწყულს აღიზიანებს თევზების არამამაკაცური თვისებები. ქორწინება ან ხანგრძლივი ურთიერთობები ორივე პარტნიორისთვის დამანგრეველია.
მერწყული-ბავშვი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამ ბავშვისაგან ყველაფერია მოსალოდნელი, ის შესაძლოა, მამის კომპიუტერთან დაჯდეს და ამოუხსნელი ამოცანა ამოხსნას (არა და მან კომპიუტერი საერთოდ არ იცოდეს), დედის ძვირფას ქურქს მკლავები და კალთები მოაჭრას, რათა სკანდინავიელ მეომრებს მიბაძოს, ანტიკვარული, მოოქროვილი კოვზით კი სილაში ითამაშოს. მოკლედ, პატარა მერწყულის გამო მის მშობლებს თავის ტკივილის კარგი პერსპექტივა უჩნდებათ. უპირველესად, იზრუნეთ, რომ მას ნერვული სისტემა წესრიგში ჰქონდეს. ხშირად ასეირნეთ და რომელიმე სპორტულ სექციაში ჩაწერეთ. შეეცადეთ, მისი მეგობრებზე გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ (მას შეუძლია ერთ დღეში ათი ახალი მეგობარი შეიძინოს და ამდენივეს დაშორდეს), ამან კი მასზე ცუდად არ იმოქმედოს. კარგი იქნება თუ მასთან მეგობრულ ურთიერთობებს დაამყარებს, ეს მასთან უფრო დაგაახლოებთ. მისგან ელოდეთ ექსტრავაგანტურ და ზოგჯერ შოკის მომგვრელ საქციელს, მოკლედ, მას უყვარს ხალხის გაოცება. ის ძალიან ადვილად ითვისებს ახალ ინფორმაციასა და ცოდნას. თითქოს ცოდნა თავად იბადება მასში, არ ჭირდება ბევრი ახსნა-განმარტების მიცემა. იგი საკმაოდ შეუპოვარია მიზნის მიღწევისას, თუ მას რაიმე დააინტერესებს იგი მას ბოლომდე მიიყვანს და მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას. სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები თითქმის არ აქვს, მაგრამ ახალი ინფორმაციის გასაანალიზებლად მარტოობა ესაჭიროება, განცალკევებული კუთხე მაინც. მას თუ სახლში მშვიდი გარემო არა აქვს, მოსალოდნელია გაღიზიანებული და პესიმისტური გახდეს.
არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? დისჰარმონია ოჯახში, მისი ექსტრავაგანტური საქციელის გაკვირვება.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? გონებრივი განვითარება, სუფთა ჰაერი, ბევრი ვიტამინები და მინერალები, გადააჩვიეთ ზღვარგადასულ ექსტრავაგანტურობას
* * *
საჩუქრები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მერწყულისთვის საჩუქრის არჩევა დიდი სიამოვნებაა. რაც უფრო ორიგინალური და მოულოდნელია საჩუქარი, მით უფრო გაახარებთ მერწყულს (მე პირადად არ ვარ ასე, არ მიყვარს სიურპრიზები, მევასება საჩუქარს წინასწარ რომ მითანხმებენ). თუ რამე ორიგინალურს ვერ მოიფიქრებს, მერწყული თქვენს მაგივრად მოიფიქრებს ამას და ყველას მოუყვება რაოდენ უჩვეულო საჩუქარი გაუკეთეთ. ))) მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საჩუქრის ორიგინალურობა არ ნიშნავს უმნიშვნელობას. უპატივცემულო დამოკიდებულებას თავისი პიროვნების მიმართ, მერწყული რთულად გადაიტანს, თუმცა შეეცდება და ყოველთვის ცდილობს არ გამოავლინოს ეს თვისება. დააფასებს განუმეორებლობას და იმ ფაქტს, რომ საჩუქარს სპეციალურად მისთვის არჩევდით და არ აიღეთ პირველივე რაც თვალში მოგხვდათ. უფრო კონკრეტულად, მრწყულს შეგიძლიათ აჩუქოთ ყველაფერი რაც მოგაგონებთ არაამქვეყნიურს, „ზაპრიძელნი“ (ეს ვერ ჩავსვი კონტექსტში) მაგ: „რამე“ რაც ბრუნავს და შეიძლება სამყაროთა ბრუნვა მოგაგონოთ, მინისგან დამზადებული სუვენირები და „სტატუეტკები“, რომლებიც ფერებს ირეკლავენ, (მოკლედ ერთმანეთში გარდამავალი ფერები იგულისხმება, შუქზე რომ გახედავ და სხვადასხვანაირა შეფერილობა იღებს). გულცივი არ იქნება არც სათამაშოების მიმართ (მართალია)), მაგრამ არ უნდა იყოს ტრადიციულად დათუნიები და კურდღელუკები გაშეშებული მზერით, არამედ რამე თითქმის ცოცხალი, თავისი ხასიათით. მოკლედ, ნებისმიერი ნივთი შეიძლება რაც აზრს ატარებს და უნიკალურია. თვითონ შეფუთვა დიდ როლს არ თამაშობს, თუ რა თქმა უნდა დამატებით აზრს არ ატარებს. უკეთესია თუ საჩუქარი და შეფუთვა „სხვადასხვა სამყაროდან“ იქნება, საჩუქრის ღირებულება ამით უფრო აიწევს.
This post has been edited by ვივიანა on 28 Feb 2015, 03:07
And then suddenly I cared even less.