არაა ეგ იოლი საქმე, წინა დარდუბალაში ხომ გახსოვთ რა სასტავის მუშაობდა? 10 შალვა იყო , ახლა 1 შალვაა ...
ის დარდუბალა, რადიო და შენდეგ ტელევიზიაც გენიალურები იყვნენ....
პასაჟები იყო - ვერ გადარჩებოდი : " ... მღერიან და ხუმრობენ იეღოველები..." ან კიდე ხაშურელი ახალგაზრდების საყვარელი გართობა : შეჯიბრი ხრეშის ჭამაში ,,, და ა.შ.
ასევე რადიო 105-ის საიფრომაციო ,,,,,,, ერთხელ მიშა მშვილდაძემ ასეთი რამ გამოაცხადა (შალახოს მელოდიის ფონზე) :
ძვირფასო რადიომსმენელებო, ამჟამად დიდი დაპირისპირებაა "აღორძინების კავშირში" , იგი 2 ნაწილად გაიყო - მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად.
მონოფიზიტები ამტკიცებენ, რომ ასლან აბააშიძე ყოველთვის ღმერთი იყო; ხოლო დიოფიზიტების აზრით ჯერ კაცი იყო და მერე გაღმერთდა.
კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა, მოვლენების შემდგომ განვიტარებას შემდეგ გამოშვებებში შეგატყობიებთ .
ამას ვუსმენდი სადღაც მცხეთასთან მანქანით მომავალი, გავაჩერე და ისე ვიცინე ავარია რომ არ მომსვლოდა .
ეჰჰჰ,,,, რა დრო იყოოოო - დიდებული ქებული