იყიდება Fred Bear-ის მშვილდისარი. 60' სიმაღლეში მოზიდულ მდგომარეობაში (152 სმ). სიმძლავრე 20-29 ფუნტი (13 კილოგრამზე მეტი). მოქაჩვის მანძილი 22-28' (55-71 სმ).

დამზადებულია მინაბოჭკოვანი მასალისაგან (Fiberglass) და შესაბამისად არის საკმაოდ გამძლე და ელასტოური. ნესტი და გარემო პირობები ფაქტიურად არ მოქმედებს.
შეუძლია გამოიყებოს როგორ მარჯვენამ, ასევე ცაციამაც. დამზადებულია ტრადიციული მშვლდების ფორმ-ფაქტორით.
შესანიშნავია დამწყები მშვილდოსნისათვის, მაგრამ არიან ისეთი ენთუზიასტები, რომელნიც ასეთი მშვიდით წარმატებით ნადირობენ ფრინველებზე და საშუალო ზომის ნადირზე (ტახი და დათვი დაივიწყეთ).
გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის სათამაშო და მოზარდმა მხოლოდ ზრდასრულის მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოს.
---
კომპლექტაცია:
თავად მშვილდი.
ისრების კაპარჭი (უვარგისი რამ კი გამოდგა - გამოცვლა მოგიწევთ).
ხელის დამცავი მცირე ზომის ასაკრავი (Armguard)
თითების დამცავი (ორიგინალი უვარგისია ამიტომ ვამატებ შედარებით მაღალი ხარისხისას).
სამიზნე (უბრალო ქაღალდზეა დაბეჭდილი).
2 ცალი ისარი. (თავისები დაიკარგა, ამიტომ ვაყოლებ გაცილებით ხარისხიან Easton-is ალუმინისებს).
+
დამატებით მოვაყოლებ ახალთახალ და უხმარ ხელის დამცავს (Armguard)

+ თვითნაკეთ გადასატან ხისტ შალითას. შალითა საკმაოდ პრეზენტაბეურია და ხისტი გარსი დაფარულია მკვრივი ელასტიური მასალით + ჩასმულია ხელოვნური ტყავის დამატებით შალითაში.
ფასი 90 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში დავდებ დამატებით სურათებს.
ნახვა შესაძლებელია საველე და სანადირო მშვილდოსნობის ფედერაციის კლუბში.
ვისაც გნებავთ დამატებითი ინფორმაცია, დამიკავშირდით PM-თი, ან დამირეკთ ტელფონზე 599319499.
P.S. ნივთი რეალურია და ღალბუცის მოყვარულები ნუ შეწუხდებით