#34794270 · 18 Jan 2013, 17:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პარასკევს, 18 იანვარს, საღამოს 7 საათზე, "იდენტობაში" ჩატარდება ლია ჯაყელის ფილმის "დედა, მამა მე გეი ვარ" ჩვენება.
ფილმი საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებებზე, ქამინგ აუთის ბარიერებსა და აქტივიზმზეა და იმ პრობლემებს შეეხება, რასაც ქართველი ლგბტ ადამიანები ჰომოფობიის გამო ყოველდღიურად ეჯახებიან.
ფილმი გადაღებულია ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
ფილმის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
მოდერატორი - ლია ჯაყელი.
--------------------
"ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, – ყველაფერი ამათშია."
|