ერთი მგალითი რომელთანაც უშუალოდ შეხება მქონდა. ნეტა რამდენია კიდევ ასეთი.
მოკლედ მუხიანში გახსნიალა რაღაცა სამედიცონო კლინიკა "დადა"
ჰოდა მოყოლებული დეკემბრიდან. ეს კლინიკა აკეთებს აქციებს.
აგერ აქციების ჩამონათვალი:
19 ნოემბერი:
კლინიკა “დადა“ მრავალშვილიან დედებს, რომლებიც აჩენენ მე-4 და მეტ შვილს სთავაზობს უფასო ექოსკოპიურ კვლევებს (პაციენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის და ბავშვების დაბადების მოწმობები)
1 დეკემბერი:
ინვალიდთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 3-4 დეკემბერს კლინიკა დადა უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს ინვალიდ ბავშვებს. რომ არ დადგეს კლინიკის კართან რიგები, ჩაწერა მოხდება წინასწარ. 1-2 დეკემბერს 10-დან 17 საათამდე
ჰოდა ამას ყველაფერს თურმე მერიასთან ერთად აკეთებენ.
ისე ჩანს თითქოს ეს კლინიკა არის სამაგალითო და ხალხზე მზრუნველობით მის დირექტორს ღამე არ ძინავს.
მაგრამ ჰოი საოცრებავ აღმოჩნდა რომ თურმე ამ კლინიკის თანამშრომლებს ხელფასები უკვე 3 თვეა არ აუღიათ და სავარაუდოდ წლის ბოლომდე ვერც აიღებენ.
ანუ გამოდის რომ ამ ხალხს ამუშავებენ ვიღაცეების პიარისთვის და ჯიბის გასასქელებლად.
აბა ჩვენო ტკბილო მთავრობავ სად არის ნაქები რეფორმები? რომელ ცივილურ ქვეყანაში გინახავთ თქვენ კლინიკა რომელსაც მთავრობა ეხმარება და თურმე ერთობლივ აქციებს ატარებენ და მაგის გარდა თანამშრომლებს უხელფასოდ ამუშავებენ.
ხომ ყველაზე საინტერესო რა არის იცით შემოსული სახსრებიდან ჩუმჩუმად ზემდგომებთან დაახლოებული პირები ხელზე საგადასახადოს გვერდის ავლით იღებენ ე.წ. ხელფასებს. ეს ის კონტკიგენტია ვისაც ენდობიან რომ არ ჩაუშვებს საგადასახადოში და ეს ამბავი არ გახმაურდება.
მე ისეთი შეხედულება დამრჩა რომ ოღონდ ნაციონალების გვერდით დადექი და თუ გინდა თავზე გადაიჯვი კაციშვილი არ მოგკიდებს ხელს.
აბა კომპეტენტურო ხალხო რას იტყვით სამართლიანია ეს ყველაფერი რაც ხდება?
თემა საკმაოდ პოლიტიკურია. რამდენი ასეთი კლინიკა და საწარმოა სადაც ქართველებს უხელფასოდ ამუშავებენ და მერე თვალებში თითს გვტაკობენ აგე სოციალურად შეჭირვებულებს ვეხმარებითო და ა.შ. მრავალი რამე.
აგერ FB ლინკი და დაათვალიერეთ საზმაუ, და იმედი ერთობლივად გვიკიჟინებენ რა მაგარია თბილისის მერია და კლინიკა დადა.
კლინიკა დადა