#9715780 · 22 May 2008, 14:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბუდიზმის ერთ-ერთი მიმართულება ამბობს, რომ გონება ადამიანს გააჩნია იმისთვის, რომ სურვილები დაიკმაყოფილოს. ანუ ადამიანში სხეულიდან მომდინარე სურვილები ადამიანის გონებას კი არ ემორჩილება, პირიქით, გონება იარაღია სხეულისთვის და მისგან გამომდინარე სურვილებისთვის, რომ მან თავისი თავი დაიკმაყოფილოს. ანუ გონება მონაა, სხეული კი ბატონი.
სხეულიდან კი მომდინარეობს ბევრი რამ.
რატომ გავხსენი ეს თემა პოლიტიკის განყოფილებაში?
იმიტომ, რომ ყველაზე მძაფრი წყურვილია (სურვილია) ძალაუფლების წყურვილი (სურვილი).
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კი მაფიქრებინებს, რომ ნაცები ძალიან, ძალიან კარგად იყენებენ გონებას, როგორც იარაღს, თავიანთი სურვილებისა და წყურვილების დასაკმაყოფილებლად...
სამწუხაროდ, ძალიან ცოტა კონტრ-არგუმენტს ვნახულობ ამ მოსაზრებების საწინააღმდეგოდ.
|