დიდი ხანია კანის სიმშრალის პრობლემა მაწუხებს. სახისთვის დამატენიანებლებს ვხმარობ და მშველის მაგრამ თმის ძირებს რა მოვუხერხო არ ვიცი. რამე შამპუნი თუ არის რომ მირჩიოთ. ან ცალკე დამატენიანებელი კრემი თმისთვის. ვერ გავიგე რა მოვუხერხო. დაბანიდან მეორე დღეს უკვე ისე მიშრება რომ კანი აქერცვლას იწყებს

არა და ძალიან სუფთა კანი მაქვს, მუწუკი არ ამომსვლია ცხოვრებაში

ის ვიცი რომ ცხელი წყალი ცუდია და ქუდის დახურება ხუთავს, ფენიც არ ვარგა. შეიძლება ვიტამინის ნაკლებობა იყოს?
* * *
დამავიწყდა დამეწერა რომ მხოლოდ სახის და თმის ძირებს ეხება ეს სიმშრალე. A ვიტამინის ნაკლებობა მგონი მთელ ტანზე იწვევს ხო?
This post has been edited by kote91 on 5 Dec 2011, 15:07
Machine intelligence is the last invention that humanity will ever need to make © Nick Bostrom