Abonenti-gjangulashviliჯანმრთელობის ფასი არაფერია. სპორტის საერთოდ მიტოვებას არც გირჩევთ, უბრალოდ ვარჯიშის ის ფორმა, რაც კიკბოქსინგი და სხვა ორთაბრძოლის სახეები ითხოვენ, სახსრებს განსაკუთრებით აზიანებს. ჩემის აზრით ეს ხდება უფრო დამწყებ ეტაპზე, როდესაც მოძრაობები კარგად ათვისებული არაა და სახსრების არასწორ დატვირთვას ააქვს ადგილი.
თქვენს შემთხვევაში, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, ყველაზე სასარგებლო სპორტის სახეობა ალბათ ცურვა იქნება. გარდა ამისა წყალთან დაკავშირებული რამდენი სპორტის სახეობა არსებობს: მაგალითად წყალბურთი. მთავარია მაგის გამო გული არ გაიტეხოთ. წარმატებებს გისურვებთ!