http://tribuna.ge/index.php?option=com_con...6269&Itemid=101სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას სოფლებში მცირე საწარმოების შექმნისა და საბანკო კრედიტების უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.
პატრიარქის თქმით, საბანკო კრედიტები უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობაზე, რადგან ხშირად ადამიანი კრედიტის სანაცვლოდ ბანკში ბინას დებს, ხოლო შემდეგ კი გამოტანილ კრედიტს პროცენტი ემატება და ბანკი მას ბინას უყიდის. პატრიარქმა ბანკის მფლობელებს მიმართა და მოუწოდა, რომ მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალონ.
„არ კმარა მხოლოდ კანონი, არის სხვა კანონი, გულის კანონი. შენ რომ გამოგასახლონ სახლიდან და დაგატოვებინონ სახლი, გესიამოვნება? რა უნდა გააკეთო?!" - განაცხადა პატრიარქმა და დასძინა, რომ ბანკს უნდა ჰქონდეს სპეციალური ფონდი, რათა გამოუვალი მდგომარეობის დროს ოჯახი გადაარჩინოს.
გარდა ამისა, პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას სოფლებში მცირე საწარმოების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ილია მეორის განცხადებით, სოფლები იცლება, რადგან ადამიანების იქ ვერ საქმდებიან.
პატრიარქის აზრით, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს სოფელზე, რათა ახალგაზრდებმა არ დატოვონო სოფლები. ილია მეორე გამოვიდა ინიციატივით, რომ სახელმწიფომ ან რომელიმე კერძო ჯგუფმა გამოყოს კრედიტი და სოფლებში მოსახლეობის დასაქმების მიზნით აშენდეს მცირე საწარმოები.
„დავუშვათ 100-კომლიან ოჯახში თითო ოჯახს რომ გამოუყოთ 10 ათასი ლარი, 100 ოჯახზე გამოვა მილიონი, მაგრამ ეს ფული პირდაპირ არ უნდა მივცეთ, რადგან გაჭირვებულია და უცბად დაეხარჯება. ამ ფულით ისევ სახელმწიფომ ან კერძო ჯგუფმა უნდა ააშენოს ისეთი წარმოება, სადაც დასაქმდება მთელი სოფელი“, - აღნიშნა პატრიარქმა.
ასევე, უწმინდესმა [B]„სამარცხვინო მოვლენა“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ქართველი ქალები სამუშაოდ უცხოეთში მიდიან. „ძალიან სამარცხვინო მოვლენაა, რომ უცხოეთში დადიან ქალბატონები და იქ უვლიან ბავშვებს, ალაგებენ და ეს არის დამამცირებელი. წინათ მამაკაცს შეჰქონდა პური სახლში, ახლა პირიქით - ის ზის სახლში და ქალი როგორ არის, სად არის, ვისთან არის, ღმერთმა იცის. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი", - ბრძანა პატრიარქმა.
Tribuna.ge