ალბათ ხშირად ყოფილა რომ გადაიღებთ ხოლმე ლამაზ პეიზაჟს, მტრედისფერი ცით და ფუმფულა ღრუბლებით, აი გადაიღეთ ფოტო და შედეგად ხედავთ, რომ ის ფერთა გამა და სიღრმე დაკარგულია. ცის ნაცვლად არის ნაცრისფერი ერთფეროვანი ნაცრისფერი ტონები, ღრუბლების კვალიც კი არ ჩანს. არადა თითქოს ფოკუსიც გაასწორეთ, დაყოვნებაც, დიაფრაგმაც მიხურ-მოხურეთ, , მაგრამ შედეგი მაინც არასასურველი მიიღეთ.
რა არის მიზეზი?
მიზეზი არის ის, რომ თვალი და ფირი სხვადასხვანაირად აღიქვამს ფერებს. თვალისთვის ცისფერი ფერი უფრო მუქია, ვიდრე თეთრი, ხოლო ფირი ამას დაახლოებით ერთნაირად აღიქვამს. იმისათვის, რომ ფოტოგრაფიაში დაახლოებით ისეთI ფერები მივიღოთ, როგორც თვალი აღიქვამს საჭიროა სხვადასხვა ფერის ფილტრების გამოყენება.
ფილტრი ეს არის ობიექტივზე მისახრახნი მრგვალი ზომის გამჭვირვალე მასალის რგოლი, რომელიც დამუშავებულია სხვადასხვანაირად - ან არის პოლარიზებული, ან ულტრაიისფერი სხვივებისთვის, ან დაფერილი (მწვანე ფერის, წითელი, ლურჯი და ა.შ.)

თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად შავ-თეთრ ფოტოგრაფიაში გამოიყენება ყვითელი, ლურჯი, მწვანე, წითელი ფილტრები. ფერადში მე მაგალითად ვიყენებ პოლარიზატორს და UV დამცავს.
აი მაგალითად
პოლარიზატორს ისედაც თუ გახედავთ განსხვავებას დაინახავთ

აქ მარცხენა მხარეს არის პოლარიზატორის გარეშე, მარჯვნით კი -ით


ეს ყვითელი ფილტრით გადაღებული ფოტო

ეს წითელით

თუ რამე გამომრჩა ან შემეშალა მიამატეთ
და
ცოტა ხანს ნუ დახურავთ რა
მიშრომია და მიწვალია