6.0 V12 ის ძრავი გამომუშავებული 700-ცხენის ძალა, Ferrari 599XX უკვე არის ძალიან ძლიერი მანქანა, მისი სიძლიერე დამტკიცდა ნურბურგრინგის ტრასაზე, სადაც ერთ-ერთმა უსწრაფესმა მანქანამ გაიარა 6.58.16 ში, მაგრამ ფერარის გუნდმა გადადგა ნაბიჯი Ferrari 599XX ევულუშენის გასაუმჯობესებლად, რომელიც დაკარგავს წონას და მოიმატებს ცხენის ძალებს.
Ferrari 599XX Evolution ახალ პაკეტში შეიძენს აქტიურ უკანა ფრთას, გაუმჯობესებულ შასის დინამიკას, მოდიფიცირებულ წინა სპლიტერს, ახალ დიფუზორს უფრო დიდი ადგილით, შეცვლილ გრილს და პედლებს. ამ ყველა ცვლილების გათვალისწინებით მისი დაწოლისძალა და აეროდინამიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 200 კმ/ს სიჩქარეზე გაიზარდა 330 კგ-მდე როდესაც ფრთები ღიაა,ხოლო 440 კგ როდესაც ისინი დახურულია.
ამ ყველაფრის შედეგად, მაქანა კიდევ უფრო გაძლიერდა, ის გამოიმუშავებს 740-ცხენის ძალას, ასევე გაიზარდა მისი ტორქიც. მთლიანობაში, Ferrari 599XX Evolution დაკარგავს 35 კგ-ს
Ferrari 599XX Evo ხელმისაწვდომია მხოლოდ და მხოლოდ Ferrari Corse Clienti-სთვის. ის ტრეკზე გამოსვლას აპირებს R&D პროგრამის ფარგლებში, 2012 -2013 წლების სეზონში
http://box.ge/index.php/auto/item/390-ferr...ალებსმიყვარს ეს მანქანა, მაგიჟებს...
This post has been edited by JRICH on 1 Dec 2011, 21:32