http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=11648ზურაბ წერეთელმა პუტინს ძეგლი დაუდგა…
19:27 10.12.2011
[თეა ინასარიძე]
პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის ძეგლი დაიდგმება. მას სახელად ერქმევა „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღია სულია“. რუსული მედიის ცნობით, ძეგლის ავტორია ზურაბ წერეთელი, სკულპტურა დაიდგმება ვლადიმერ პუტინის, როგორც საპატიო პეტერბურგელის 60 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების დღეს. იდეის ავტორია „ნაციონალური კომიტეტი - 60“-ის (პუტინის ასაკი იგულისხმება) თავმჯდომარე ვლადიმირ კუჩერენკო.
მისი თქმით, ძეგლი უკვე მზადაა და ამ დროისათვის წერეთლის სახელოსნოში ინახება. მოქანდაკე თავის ქმნილებას პეტერბურგს საჩუქრად გადასცემს. კომიტეტი ახლა ცდილობს მოიპოვოს უფლება, რომ ძეგლი დაიდგას ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში - დუდერგოფის სიმაღლეებზე. კუჩერენკოს თქმით, ეს განსაკუთრებული ადგილია: „ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს წერტილი და მას მივუსადაგოთ სიმაღლის რეგლამენტი, რათა შემდგომ, ქალაქში არ იყოს ცათამბჯენები“.
ე----------------
ეგ რომელი წერეთელია?
ამას წინათ ჰავლაბარში რომ გახსნა მიმინოს ძეგლი და თვით პრეზიდენტის მეუღლე სტუმრობდა, სხვა მაღალპატივცემულ ნაცელიტური გვამებთან ერთად?
-----
ის ჩვენი ფორუმელი არასამთავრობო სამთავროები სად არიან, ბენზინს თუ ვერ იყიდი თავის დასაწვავად ეგრევე რომ გამოგიწოდებენ?
რატომ არ ვაპროტესტებთ ბრატცი????
ხო შევჩენკო რუსი ფეხბურთელია კიდო....


This post has been edited by gogilord on 11 Dec 2011, 20:10