ეს აზრი სანტოსი-ბარსას შეხვედრის წინ გამიჩნდა და დავაფიქსირე კიდეც ამ ორიდან რომელიღაც თემაში.
თავიდანვე ჩანდა რომ სანტოსს ბარსასთან მინიმალური შანსი ქონდა და თუ მიაღწევდა რამეს ისიც უკიდურესი გამართლებით.
რამალოს შეცდომებმა, მისი ფეხბურთელების ცუდმა ფორმამ და ბოლოს ბარსას ფანტასტიურმა თამაშმა ეს თამაში გადააქცია უბრალო გაკვეთილად ბრაზილელებისათვის.
მაგრამ იქნებოდა კი ასე სანტოსის მაგივრად 92-93 წლების ფორმაციის ტელე სანტანას სან პაულო რო ყოფილიყო. რა თქმა უნდა არა. ან 90 -იანი წლების მილანი. ან კიდევ ბაიერნი XXI საუკუნის დასაწყისსი თავის კანიანიად და ეფენბერგიანათ.
რადგან საშობაო შესვენება იწყება და ბევრი არაფერი ხდება მე მგონი საინტერესი იქნება აქ თუ დავწერთ რომელ თამაშს ვუყურებდით სიამოვნებით და რომელიც გარკვეულ მიზეზთა გამო არ შედგა.
მიზეზი შეიძლება იყოს
1. დროში აცდენა
2. ან უბრალოდ გუნდები აცდნენ ერთმანეთს ტურნირის გრაფიკიდან გამომდინარე
3. შეიძლება ბოლოს და ბოლოს სხვადასხავ ტურნირებში თამაშობდნენ.
კარგი იქნება თუ დავწერთ რატომ გვინდა მაინცდამაინც ამ ორი გუნდის თამაშის ხილვა.
და შევადარებთ მათი თამაშის სტილებს.
ეს საშუალებას მოგვცემს ყველას გავიხსენოთ ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური გუნდები რომლებიც მადლობა ღმერთს მრავლადაა და უფრო კარგათაც შეიძლება დავინახოთ რა სხვაობაა თანამედროვე და ძველ ფეხბურთს შორის.
მოკლედ რა ვიცი საინტერესო უნდა გამოვიდეს მე მგონი

უბრალო დატოლებას ჯობია.
არ გამოვა და ეგაც მკიდია
ჩვენ ვიყოთ კარგათ