ეს ისე, ყოველი შემთხვევითვის

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი (TIFF) საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც კინოხელოვნების ცენტრმა “პრომეთემ” 2000 წელს დააარსა. მას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
თავისი არსებობის მანძილზე ფესტივალმა სამხრეთი კავკასიის მასშტაბით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ფესტივალის მიზანია მაყურებელს გააცნოს ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე კინოპროდუქცია, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.
ფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი თაობის რეჟისორების სადებიუტო და მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი. საკონკურსო ფილმებს სამი ჟიური აფასებს: საერთაშორისო ჟიური (5 წევრი) - გადასცემს პრიზს საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის; ფარაჯანოვის სახელობის ჟიური (3 წევრი) - გადასცემს ფარაჯანოვის სახელობის პრიზს გამორჩეული პოეტური ხედვისათვის, "ფიპრესის" (FIPRESCI) ჟიური კი (3 წევრი) გადასცემს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის პრიზს.
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალის ძირითადი სექციებია:
ევროპული კინოს ფორუმი (ახალი ევროპული ფილმები);
ჰორიზონტები (ახალი ფილმები მთელი მსოფლიოდან);
ქართული პანორამა (ახალი ქართული ფილმები);
დამზადებულია გერმანიაში (ახალი გერმანული ფილმები);
პრემიერები, რეტროსპექტივა, სპეციალური ჩვენებები, მასტერკლასები.
წლების განმავლობაში ფესტივალს კინოს სამყაროს ბევრი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი სტუმრობდა, რომელთა შორის არიან: ბობ რაფელსონი, მაიკ ლი, ქშიშტოფ ზანუსი, ვანესა რედგრეივი, ბრუნო დიუმონი, ჰიუ ჰადსონი, რენი ბარტლეტი, ფრენკ როდამი, ჰელმა ზანდერს-ბრამსი, ულრიკე ოტინგერი, მიკა კაურისმიაკი, ჯო რაითი, ფრანკო ნერო, მარიამ დ’აბო, სერგეი სოლოვიოვი, იესიმ უსტაოღლუ. ასევე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი კინემატოგრაფისტები: ოთარ იოსელიანი, მიხეილ კობახიძე, ირაკლი კვირიკაძე, ნანა ჯორჯაძე, ნინო კირთაძე, მიხეილ კალატოზიშვილი, დიტო ცინცაძე, მერაბ ნინიძე.
კინოფესტივალმა არაერთი მეგობარი და პარტნიორი შეიძინა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, მათ შორის: კინოკრიტიკოსები ერიკა და ულრიხ გრეგორები (ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციის, "ახალი კინოს ფორუმის" დამაარსებლები), პიტერ სკარლეტი ("ტრაიბეკას" კინოფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი), საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი და სხვა.
http://www.tbilisifilmfestival.ge/ge/homeწელს თბილისის კინოფესტივალის ჩატარების თარიღებია 5–11 დეკემბერი. სამწუხაროდ ფინანსების სიმწირის გამო 2011 წელს არ ჩატარდება კონკურსი, მაგრამ იქნება ბევრი საინტერესო და კარგი ფილმი, როგორც ყოველთვის
* * *
http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Inte...2309875?sk=wall ესეც ფბ–ს გვერდი, დაალაიქეთ თუ ფესტივალს გულშემატკივრობთ და მოგწონთ
უიმე, რა სიგნატურა, კაცო, მოგცლიათ ერთი.