მოგესალმებით ძვირფასო "მიშისტებო", "ოპოებო" და "ნეიტრალებო". დღევანდელ პრეზედანციას მოყოლილი გარჩევები ფორუმზე გახდა ამ გამოკითხვის მიზეზი. მოკლედ ბევრი მიფიქრია იმაზე თუ როგორი მთავრობა მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის, მე მინდოდა მყოლოდა ისეთი მთავრობა რომლისთვის საკუტარი ქვეყნის მოქალაქეების უფლება და თავისუფლება უპირველესი საზრუნავი იქნებოდა, მე მინდოდა მთავრობა რომელიც არ ჩაებღაუჭებოდა თანამდებობას და პატიოსნად შეასრულებდა მასზე დაკისრებულ მოავალეობას, მე მინდოდა ისეთი მთავრობა რომელიც ჩემივე ფულით გაკეთებულ საქმეს არ დამამადლიდა, მე მინდოდა ისეთი მთავრობა რომელიც ააშენებდა ისეთ ქვეყანას სადაც ჩემს შვილებს მიეცემოდა განათლების და თვითრეალიზების საშუალება, მაგრამ ამ ბოლო დრო განვიტარებულმა მოვლენებმა შემაცვლევინა აზრი და თითქმის დამარწმუნა იმაში რომ რაც გვყავს იმას ვიმსახურებთ! კი ნაგავი მთავრობა გვყავს თავისი ნაგავი ელიტით, მაგრამ ეს ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტია! სადაც ხალხი სვეტიცხოვლის ეზოში სააკაშვილის სახელს გაიძახის, სადაც ქვეყანაში ისეთ პრეზიდენტს რომელმაც კიდევ ტერიტორიები დაგვაკარგინა ამხელა ფანკლუბი ყავს, ასეთ ქვეყანაში მეტის ღირსები ნამდვილად არ ვართ. თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით.
P.S პირველი არხის ჟურნალისტი - შევჩენკო რუსი ფეხბურთელი
ქეთა გაბიანი - ბენზინის ფული თუ ჰქონდა ესეიგი არ უჭირდა
რიგითი ქართველი - შუქი გამორთე ნაგავი იწერება
სააკაშვილი - მაპზე უკეთესი მივიღეთ
სააკაშვილი - მსოფლიოში ულამაზესი ...
სააკაშვილი - მსოფლიოში საუკეთესო თოვლი
სააკაშვილი - ახალი ქალაქი რომელშიც 500 000 კაცი იცხოვრებს
და ა.შ.
For every minute you are angry you lose sixty seconds of happiness.