ASIA
ფრენკი დადებითი პიროვნებაა და მე მას დიდი პატივს ვცემ. გულწრფელად.
უბრალოდ მეც ბევრჯერ მომსვლია მსგავსი რამ. ხშირად უსაგნო საკითხზე მხოლოდ წინააღმდეგობის გამოხატვის მიზნით რომ გამტკიცებინებენ ააქსიომას, იმ ხალხტან ზოგადად ქეიფის სურვილი არ გიჩნდება ადამიანს.
ცოდვა გამხელილი ჯობიაო, ნათქვამია და გავამხელ.
მე პირადად იმ ადამიანებთან, ვისაც პირადად ვიცნობ, უხეშობას ვერიდები ხოლმე და აქ არაფერი არ არის ახალი.
ვირტუალურად აქ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობს, მაგრამ როცა ისინი ერთმანეტს თვალებში ჩახედავენ, როცა ისინი ერთმანეთს კერძს მიაწვდიან სიმდაბლის თუ თავაზიანობის ნიშნად, როცა ერთმანეთს ჭიქას მიუჭახუნებენ და თვალებში ჩახედავენ, მერე აქ ერთმანეთის ნერვების აშლასაც მოერიდებიან და მეტი პატივისცემა გაუჩნდებათ ერთმანეთის.
მე მინდოდა ამ ადამიანების თვალები მენახა, მათი ორიგინალში ნახვა მაინტერესებდა და მინდოდა ის გამეგო, რაზე ფიქრობდენ ეკრანს მიღმა, რამდენად იგივე იყო ყველა მათგანი ცხოვრებაში. რა ბუნების იყვნენ და ასე ვთქვათ მათდამი გაჩენილი სიმპათია გამემყარებინა.
ხოლო ვის მიმართაც არ მქონდა გაჩენილი რაიმე სიმპათია, გამჩენოდა ან იმის მიზეზი გამეგო, რატომ არ მქონდა.
როგორც ყელა ქართველს, მეც არ მაკლია ახლობლები და სამეგობრო წრე. მშვენივრად ვახერხებ მოლხენასაც და დროის გატარებასაც.
კვირაში ერთ-ორჯერ მეზობლებთან თუ მეგობრებთან ერთად ყველა ახერხებს შეკრებას და ზომიერ დროსტარებას. არც მე მიჭირს მაგ მხვრივ.
იმედი მაქვს, იმ ადამიანებს, ვისაც ერთმანეთი უნახავთ, ერთმანეთის გულის ტკენის სურვილი არ გაუჩნდებათ აქ და მაგიტომ წამოვიწყე ეს ქეიფობანა.
ერთიცაა. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი საინტერესო და ღირსეული ადამიანია, რომელთა გაცნობაც დიდად გამიხარდება და ვცდილობ მოვახერხო.
Robin Hood უფრო 18-ისთვის ვფიქრობ

ახლა ისეთი უცნაური მიზეზის გამო გავხსენი თემა, გაგეცინოთ შეიძლება

:
საახალწლოდ სასმელს ვიმარაგებ. კარგი კონიაკი ვნახე. ჩვიდმეტში უნდა წავიდე და ჩამოვიტანო. უღვინოდ არ მინდა ახალი წლის სუფრა და ჩინურზე შევაჩერე ყურადღება. ვნახე კიდეც, კარგი, სუფტა ღვინო. 3 თუ 4 ლარად ლიტრი. მაგრამ 100 ლიტრი უნდა აიღო მინიმუმო და მაგდენი არ მჭირდება

:
სხვა ვარიანტი ხომ არ იცის ვინმემ, ეგ მაინტერესებდა
This post has been edited by omerta on 6 Dec 2011, 20:59