ყველამ იცის რომ ფოტოგრაფია კინოს დედაა :დ
ნუ დედა თუ არა დეიდა მაინც :დ
რადგან ყველაფერი ფერწერიდან, შემდეგ კი ფოტოგრაფიიდან დაიწყო

დღეს კი კინო წარმოადგენს ხელოვნების სხვადასხვა სფეროების ერთიანობას - ეს არის მუსიკა, მხატვრობა, ფოტოგრაფია, ლიტერატურა, პოეზია და ა.შ. ანუ კინო არის უზარმაზარი და უფერადოვნესი სპექტრი ხელოვნებაში. ყველაფერი გასაგებია, მაგრამმმ მე კონკრეტულად მაინტერესებს ფოტოგრაფია კინოში, იგივე ფოტოგრაფიული კინო. მსგავსი ელემენტები მრავლად აქვს ფარაჯანოვს მაგალითად, ასევე ანგელოპულოსს, იმ დღეს ვერნერ ჰერცოგთანაც ვნახე და დამევასა :დ
თანამედროვე ფილმებიდან არ შემიძია არ დავასახელო Gregory Colbert-ის Ashes and snow, მინდა ვთქვა რომ ეს კაცი არის ფოტოგრაფი და გადაიღო არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც აგებულია მისსავე ფოტოების სერიაზე

) გამაოგნებელი კადრებია, იმენა გამთიშა ისეთი მომენტები აქვს დაჭერილი
http://www.imdb.com/title/tt0493393/თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ აქედან გადმოწეროთ
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1366217პროსტა არ ინანებთ, ისეთი ფერებია, კადრები, ისეთი ტექსტი

ნუ სხვა რა ვიცი, ეხლა baraka ყველას გექნებათ ნანახი, პაპსაა ლამის :დ
მოკლედ მე ძალიან მაინტერესებს ეს ჟანრი, მთელი სიამოვნებაა ჩემთვის კომპოზიციურად სრულყოფილი კადრების ყურება. ეს ის ჟანრია, რომელიც დააინტერესებს იმ ხალხს, ვისაც კინოც უყვარს და ფოტოგრაფიაც

)
რას იტყოდით თქვენ?
იქნებ სხვა ფილმებიც იცით მსგავსი, ანდა სულაც ისეთ რეჟისორებს დაასახელებთ, რომლებსაც ფოტოგრაფიული მომენტები კინოში ცალკე ხელოვნების რანგში აქვთ აყვანილი
პ.ს. ხვირფასო მომძმარებლებო, გძთოვთ გაითვალისშინოთ, რომ ეს არ არის ლამაზი კადრების თემა, ასეთი თემა უკვე არის
ეს არის თემა ფოტოგრაფიაზე და კინოზე და სულ სხვა რამეა