კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:
- ერთი წლის წინ დავწერე სცენარი სახელწოდებით "ლტოლვილები და მათი მესვეურები". ის აგებულია ნამდვილ ისტორიაზე, რომელიც წეროვანის დასახლებაში მცხოვრებმა კეხველმა ლტოლვილმა მიამბო. ამ სცენარში კარგად ჩანს დღევანდელი ხელისუფლების სახე, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ლტოლვილებს ეხმარებოდეს, ძარცვავს და ყვლეფს მათ.
- როდის იწყებთ ფილმის გადაღებას?
- ფილმის გადაღებისთვის საჭირო თანხის ნაწილი საზღვარგარეთ მოვიძიე. ვინაიდან ვთანამშრომლობ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ამ ფილმის პროექტი მის ფონდში შემაქვს და იმედი მაქვს, დამიფინანსებს. სხვათა შორის, ეს ფილმი საკმაოდ მცირებიუჯეტიანია, რადგან მოქმედება ერთ ადგილზე, წეროვანში, ლტოლვილთა დასახლებაში ხდება. მთავარია, გადაღებები მალე დავიწყოთ, აგვისტოს ბოლოს მზად რომ იყოს. მინდა, ქართველმა ხალხმა არჩევნების წინ ნახოს.
- რომელი მსახიობები ითამაშებენ თქვენს ახალ ფილმში?
- ვასიკო ოდიშვილი და ზურა ყიფშიძე. სხვათა შორის, "ა(მ)ბების" წამყვანი ვასიკო ამ ხელისუფლების წარმომადგენლის ძალიან უარყოფით როლს ითამაშებს. გარდა ამისა, უამრავ ლტოლვილს გადავიღებ. ქალის მთავარ როლს არაჩვეულებრივი გარეგნობის ლტოლვილი ქალბატონი შეასრულებს. მსახიობებისა და არამსახიობების ერთად თამაში ჩემი სტილია. როდესაც კეხვიდან და სხვა სოფლებიდან ლტოლვილები დაიძრნენ, მათ გამოჰყვათ მღვდელი, რომელმაც ლტოლვილთა დასახლებაში ააშენა პატარა ეკლესია და დასახლების სულიერი მამაა, მის როლს ზურა ყიფშიძე შეასრულებს.
- ბატონ ბიძინა ივანიშვილს ახლოს იცნობთ?
- დიახ. მას ძალიან უყვარს ქართული კინო, ქართველი მსახიობები. ჩემი ფილმი, "მიდიოდა მატარებელი", სწორედ ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. ახლახან ბატონ ბიძინას შევხვდი და მოძრაობა "ქართულ ოცნებაზე" რჩევა მივეცი.
- ამ ყველაფერზე როგორი რეაქცია ექნება ხელისუფლებას?
- ამ ხელისუფლებას ისეთი მეთოდებით აქვს ფული ნაშოვნი, რომ სკამებს ადვილად არ დათმობენ. ამიტომაც ატარებენ ახალ-ახალ, სულელურ პიარკამპანიებს. პრეზიდენტის განცხადებამ ახალი ქალაქის აშენების შესახებ ცხადყო, რომ აზრზე არ არის, ქვეყანაში რა ხდება. სამწუხაროდ, ამათ უბრალო ხალხი ჰყავთ დაბრიყვებული და აშინებენ, თორემ მე და სხვა ხელოვან ადამიანებს მათი არ გვეშინია. აკი ნახეთ, რამდენი ხელოვანი მივიდა მოძრაობა "ქართული ოცნების" დაფუძნების დღეს ფილარმონიაში. მე, ოთარ მეღვინეთუხუცესს და სხვებს ესენი ვერ შეგვაშინებენ!
ხელისუფლება კი კვლავ განაგრძობს რეპრესიებს. გივი ბერიკაშვილის შვილი მანანა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ბიძინა ივანიშვილზე დადებითად საუბრის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ეს დიქტატორული, ფაშისტური სახელმწიფოს ტიპური ნიშანია. თუმცა, ასეთი სახელმწიფოს ბოლო კრახია. ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა სწორედ იმისთვის დაარსდა, რომ საქართველოში არსებულ დიქტატურას დაუპირისპირდეს...
- ხელისუფლებამ დაიწყო ბეჭდური მედიის შევიწროება. იღებენ პრესის გავრცელების ჯიხურებს, უტევენ "მედიაპალიტრას"...
- ხელისუფლებამ, ტელევიზიების შემდეგ, პრესის გავრცელების ჯიხურების გაკონტროლებაც დაიწყო. არჩევნებამდე ბევრი აღარაფერი რჩება და ამიტომ შეეცდებიან, მხოლოდ თავიანთი ჟურნალ-გაზეთები გაასაღონ. ყოჩაღ თავისუფალ ჟურნალისტებს! პრესის ასოციაციის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა მყისიერად იმოქმედეს და ხელისუფლებას საკმაოდ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს. ასე განაგრძეთ და ყველაფერს მოევლება! აღარაფერი ეშველება ხელისუფალთა ცოლებს, რომლებმაც მედიაში ამოჰყვეს თავი და ჯამაგირს საზოგადოების გაღიზიანებაში იღებენ. ძალიან მალე ვნახავთ, სად იქნებიან ჩერგოლეიშვილი და კვესიტაძე. როგორ შეიძლება ჟურნალისტი გერქვას და ასე ბრმად და ყრუდ ემორჩილებოდე ამ რეჟიმს. ხალხი ამ ქალებს სულიერად ვერ იტანს. ამაზე მაინც იფიქრონ.
- ბატონო გიორგი, თქვენ ამ ხელისუფლებას დაუფარავად აკრიტიკებთ. თქვენი ძმა, ბატონი ელდარ შენგელაია კი სახელმწიფო სამსახურშია - ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარეა...
- ელდარი სულაც არ იზიარებს ამ ხელისუფლების ახლანდელ პოლიტიკას, თუმცა თავიდან მხარს უჭერდა. სააკაშვილს და ჟვანიას თავდაპირველად ბევრი უჭერდა მხარს, მაგრამ ამ კაცმა მხოლოდ ჩვენ კი არა, ჟვანიასაც უღალატა.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/45423-qme...l#ixzz1gdE8ZALW....................................................
საინტერესო ინტერვიუა, წაიკითხეთ...

როგორც ჩანს ამ ხალხზე "წითელი ინტალიგენციის" ძახილი მიშას და მის მესვეურთ უკან შემოუბრუნდებათ...
This post has been edited by lamazi gogo on 15 Dec 2011, 22:08