დავით კეზერაშვილი "ოპერის მეგობართა საბჭოს" უხელმძღვანელებს . როგორც "ინტერპრესნიუსს" ოპერის თეატრის პრესსამსახურიდან აცნობეს, "160 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული უმდიდრესი ტრადიციების მქონე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში "თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო" ფუძნდება, რომელსაც ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი უხელმძღვანელებს".
"მსოფლიოს ცნობილი საოპერო თეატრების მსგავსად, ფუძნდება "თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო". ამ საბჭოს დამფუძნებლად და მხარდამჭერად მოგვევლინა ქართველი ბიზნესმენი, ბატონი დავით კეზერაშვილი", - აღნიშნულია ოპერის თეატრის პრესსამსახურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, თბილისის "ოპერის მეგობართა საბჭოში" აკუმულირებული თანხები მოხმარდება: საგანმანათლებლო პროექტებს, მუსიკოსების და დასის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების საზღვარგარეთ სტაჟირებას, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გამგზავრებას, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყნების საოპერო თეატრებთან ურთიერთობების დამყარებას, მუსიკალური საკრავების ტექნიკურ მომსახურებას და სხვა.
"თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოს" დაფუძნების ცერემონია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს, 13.00 საათზე გაიმართება.
http://www.interpressnews.ge/ge/kultura/18...ghvanelebs.html
შენ რომ სიტყვის მასალით თავი მოგაქ აქ ხალხი გამოვიდა სულ გასარსალებული ლაპარაკობდა
ხაბურზანია არ არის, წვერავა ჯარშია, კაკო - ციხისძირში, ჭიჭინაძე - კურსებზე, გომელაური პრინციპულად არ კითხულობს, კოპალეიშვილი საერთოდ არ იციან, სად არის