13:30 17.12.2011
[ქეთი ტუღუში]
ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გადმონაცვლების შემდეგ, მუდმივად მისი თანმდევი ელემენტი გახდა ჭორვილელის 17 წლის რეპერი ვაჟიშვილი - ბერა, თავისი ვარდისფერი პომადითურთ. ბერამ მამის პირველივე უცნაურ განცხადებას სიმღერა მიუძღვნა და მას შემდეგ, ოლიგარქის მიერ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრების მთელი ამ პროცესების მუდმივი მონაწილეც გახდა.
თავიდანვე გაჩნდა კითხვა, რატომ დასჭირდა მილიარდერს საკუთარი, არც თუ დიდი მისიკალური ნიჭის მქონე უასაკო ვაჟის პოლიტიკურ ბატალიებში გახვევა და მისი პერსონით პერმანენტული მანიპულირება, მაშინ, როცა ამ ყველაფერმა, პოლიტიკოს–ოლიგარქს, ჯერჯერობით, კრიტიკის და უარყოფითი ფაქტორების მეტი არაფერი მოუტანა?
ზოგადად, თუ გადავხედავთ ტოტალიტარული სახელმწიფოების სპეფიციკას, სადაც ერთპიროვნული მმართველობა ბატონობს, რთული შესამჩნევი არ იქნება ის ფაქტი, რომ ლიდერების ვაჟიშვილებს აქ განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ. ისინი ითვლებიან ქვეყანაში ყველაზე ნიჭიერებად, ყველაზე წარმატებულებად, მამის მემკვიდრედ, აქვთ გარკვეული თანამდებობრივი რეგალიები...
ანუ, ფაქტობრივად, მონარქიული სისტემის თანამედროვე ფორმა, აქ ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ლოგიკურია. ასეთი ტოტალიტარი მმართველები, მაგალითად, როგორიც იყო სადამ ჰუსენი, მუამარ კადაფი და სხვები, მუდმივად, ეჭვიანობის გამძაფრებული გრძნობით არიან დაავადებულნი და საკუთარი შვილების გარდა, სხვას არავის ენდობიან.
მსგავსი მაგალითი, ქართველებს უახლესი ისტორიიდანაც მშვენივრად გვახსოვს, ასლან აბაშიძის და ბათუმის მერად დანიშნული მისი ვაჟის, გიორგი აბაშიძის სახით...
თუ ივანიშვილის პოლიტიკური გაქანების მწირ მასშტაბებს გავითვალისწინებთ, ქვეყნის მმართველი დიქტატორის სტატუსის მოპოვების პერსპექტივა, მას აშკარად არ აქვს, თუმცა, საკუთარ სამყაროში მინი დიქტატორის უნარ–ჩვევებს რომ ამჟღავნებს, ეს საყვარელი ვაჟიშვილის და მისი უნიჭო სიმღერების მუდმივად წინა ფლანგზე წარმოჩენიდანაც მშვენივრად ჩანს...
სწორედ ამიტომ არის რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტივობების მუდმივი მუსიკალური გამფორმებელი მისი ვაჟია. ეს მაშინ, როცა ამ უკანასკნელს საამისოდ მაინცდამაინც გამორჩეული ტალანტი არ აღენიშნება.
მილიარდერს, რომელსაც, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თუნდაც მუსიკალურ სფეროში, აქვს საშუალება საკმაოდ ნიჭიერი და ეფექტური შემსრულებლები დაიქირავოს, საკუთარი კამპანიის გასაფორმებლად, ამ როლისათვის მაინც საკუთარი ვაჟი ურჩევნია და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად წარმატებულად ართმევს მოვალეობას „ბავშვი“ თავს.
შესაბამისად, ფულის ტომარა მამიკოს თხოვნით, წვალობს ჯიუტი ბერა, ქმნის კლიპებს, რომელიც არანაირი მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩევა, ასრულებს საქართველოს ჰიმნს, არცთუ ისე წარმატებულად, თუმცა, მუდმივად წინა პლანზეა, ჩანს ყველგან, მამის ნებიერა...
ხოლო ბედნიერი მამა, მთელ ოჯახთან ერთად, შვილის პროცესების ფლაგმანად ყოფნით ტკბება და ალბათ გულწრფელად სჯერა კიდეც, რომ პატარა ბერას დიდი ტალანტი აქვს...

მოკლედ, ბერა, უფროსი ივანიშვილის გაწერილ სქემაში, უნიჭოდ, მაგრამ მაინც ლოგიკურად ჩაჯდა.
ეს ყველაფერი კი საზოგადოებისათვის საუკეთესო ლაკმუსის ქაღალდია საიმისოდ, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოიდგინოს და განსაზღვროს, თუ რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჰიპოთეტური მოსვლის შემთხვევაში.
http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=11837თავზარდაცემული ვარ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იბადება.
რა გველის თუ ბიძინას მოყვანას შეძლებს მოსკოვი?
მართლა ასე მძიმედაა საქმე?
რატომ პასიურობს ხელისუფლება?