აუ გეხვეწებით მითხარით .. ჯამრთელობა და მედიცინას "პრიკოლები"_ თემა არ აქვს?
მირჩიეს მკურნალი გე ზე შედი თუ გახალისება გინდა ,, და მაგ ანეგდოტების კითხვას თავი დაანებეო
და აჰა მართლაც
კითხვა :
- მოგესალმებით! მსურს, ჩემ პრობლემაზე დაწვრილებით მოგახსენოთ. ვარ 22 წლის ბიჭი და ხშირად მივმართავ მასტურბაციას, იმის გამო, რომ რეალური პარტნიორი არ მყავს. ეს ერთგვარად გამოწვეულია ქართული მენტალიტეტის გამო, რომ გოგოები ვერ დგამენ ნაბიჯს. მყავს შეყვარებული, რომლთანაც მხოლოდ მაქვს მსუბუქი ალერსი და არც ვამტყუნებ, რადგან ერთგვარად ყველა ნორმალური გოგო მოქცეულია ქართული მენტალიტეტის ტყვეობაში. მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მაქვს ძალიან პრეტენზიული გემოვნება. ასე ვთქვათ ძალიან ვარჩევ ადამიანებს სექსის დროს. თუ გოგო ლამაზია, სექსი გათხოვებამდე არ უნდა, ვისაც სექსი უნდა - მე არ მიზიდავს. ვარ ქოლერიკი ტემპერამენტით და ძალიან ადვილად აღგზნებადი. ყოველდღიურად მაქვს სექსის მოთხოვნილება. მასტურბაციას რომ არ მივმართო, ვერაფერს ვაკეთებ. სწავლაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა რამდენჯერაც სექსი მქონია, პრობლემა ერექციასთან დაკავშირებით არ მქონია. არ ვიცი რა გავაკეთო. მასტურბაციის მერე, როგორც ფროიდი იტყოდა, მაქვს უხერხულობის გრძნობა ჩემ თავთან. მაგრამ მასტურბაციის გარეშე, ვერაფერს ვაკეთებ. არის შემთხვევები, როდესაც ერექცია მეწყება ტრანსპორტში, სრულიად უაზროდ, ეროტიულ სცენებზე ფიქრის გარეშე. გარდატეხის ასაკს უკვე დიდი ხანია გადავცდი და ჰორმონების ბაგა-ბუგი უნდა დამთავრებულიყო. რამეს მირჩევთ? რა გავაკეთო.... ძალიან დიდი ბოდიში, რომ ასეთი რამის მოწერა მიხდება. თუ საჭიროდ ჩათვლით, ნუ გამოაქვეყნებთ და მეილზე მომწერეთ მხოლოდ. ძალიან მაწუხებს უკვე ეს პრობლემა.
ნუ კითხვა სავსებით ნორმალურია
პასუხი: მაგრამ რაზეა პასუხი გაცემული თქვენ თვითონ ნახეთ
- ის, რასაც თქვენ ქართული მენტალიტეტის ტყვეობას უწოდებთ, საუკუნეების წინ თავად უფლის მიერ ადამიანისთვის დადგენილი კანონების მორჩილება გახლავთ, უფრო მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ქრისტიანული მართლმადიდებლური რწმენა და მადლობა უფალს, რომ დღეს საყოველთაო გარყვნილების საუკუნეში ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც უფლის ერთგულებას მტკიცედ ინახავენ. უფრო მეტსაც გეტყვით, ასეთ ადამიანთა რიცხვი თანდათან მრავლდება და მავანთა მცდელობა, “თავისუფლების” ლოზუნგით ჩაითრიონ ახალგაზრდა თაობა გარყვნილების მორევში, ამაოა. ჩვენმა ქვეყანამ დღემდე მოიტანა საზოგადოებრივი ცხოვრების წესი, რომელიც მარადიულ ფასეულობებზეა დაფუძნებული და რომელიც არ ცვდება და არ ძველდება, რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს. “თანამედროვედ მოაზროვნე” იდეოლოგები გეტყვიან, რაღა დროს ქრისტიანული მორალია 21-ე საუკუნეშიო, მე კი გკითხავთ, ვინ შეცვალა ეს მორალი ქრისტეს შემდეგ? ათეისტებმა? თუ ათეისტობა გსურთ, ნება თქვენია, მაგრამ უღმერთოდ ცხოვრება დღეს თუ ხვალ აუცილებლად შეგიყვანთ ჩიხში და აუცილებლად იგრძნობთ სიცარიელეს, რომელიც მხოლოდ უფლის სიახლოვით შეივსება.
ნუ ამ პასუხმა ხომ საერთოდ დამშოკა
ახლა რაც შეეხება თქვენს პრობლემას, მიმართეთ სექსოლოგს ან უროლოგს. თუმცა, ალბათ თქვენს შემთხვევაში სექსუალური ცხოვრების მოწესრიგებაა საჭირო, რასაც მოახერხებთ, თუ თქვენს შეყვარებულს მოიყვანთ ცოლად და ოჯახს შექმნით. თუ ეს რაღაც მიზეზების გამო ვერ ხერხდება, მაშინ გირჩევთ სერიოზულად დაკავდეთ სპორტით.
ერთი სიტყვით " ვხოხამთ სასტავე"

მე თმა მცვივა და დავწერე ჩემი პრობლემა და გავაგზავნე...
ველოდები მორალის წაკითხვას
"ტიპა"
" შენაირი კაცების გამოა ეხლა რომ მსოფლიო ესეთ დღეშია, რადროს თმის ცვენაა, ვის აღელვებს ეგ როცა გადაგვარების პირასავართ

იმედია მეტად მძიმე არ იქნება
This post has been edited by one_day on 7 Jul 2011, 13:59
“Ever tried. Ever failed. No matter. Try again. Fail again. Fail better.”
http://forum.ge/?showtopic=34299848&f=&st=60&#entry29304045