turabelidze
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3138
წევრი No.: 133272
რეგისტრ.: 3-July 11
|
#28791243 · 16 Dec 2011, 21:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მმართველი გუნდის წევრი, ყოფილი სპორტსმენი, გიორგი ასანიძე მიიჩნევს, რომ კახი კალაძე ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო, რომლის გამოცდილებაც, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოადგა, თუმცა, მისი ნაკრებიდან წასვლით, ქართული ფეხბურთი არ ჩამოინგრევა. ასანიძის შეფასებით, კალაძემ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოსაზრებით მიიღო და მისი ქმედება სპორტულ ცნებებს სცდება... „პრესა.ჯის“ კითხვებს გიორგი ასანიძე პასუხობს.
-როგორ შეაფასებთ, კალაძის მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვებას?
-კალაძემ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოსაზრებით მიიღო, შესაბამისად, მისი ქმედება სპორტულ ცნებებს სცდება.სჯობს, ყველამ თავის ნამოქმედარს, შესაბამისი სახელი დაარქვას და სინამდვილეს ფარდა აეხადოს, რადგან სიმართლის თქმის შემთხვევაში, საზოგადოება უფრო კმაყოფილი დარჩება. ამ ადამიანს, ღვაწლს არ დავუკარგავთ, თუმცა, იმ სპორტსმენის პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, რომელიც ეროვნული ნაკრების გუნდის კაპიტანია. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, პიროვნობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან ის ქვეყნის სამსახურშია. სამშობლოს წინაშე, აღებული ვალდებულებები ყველამ უნდა გაიზიაროს. არ შეიძლება, ნაკრები მიატოვო. კახიმ არასტაბილურობისკენ იმ ბიჭებსაც უბიძგა, რომლებისთვისაც ის კუმირია.
თუ ეროვნული ნაკრების შედეგებს გავითვალისწინებთ, სატრაბახო არც კახის აქვს, არც მწვრთნელს და არც ფედერაციას. შეიძლება, რაღაც წარმატებაზე ვისაუბროთ, მაგრამ ეს არ არის ის წარმატება, რომელსაც ქართველი ერი ელის. სჯობს, არ ვიტრაბახოთ და ნურც კახის ჰგონია, რომ მისი გადაწყვეტილებით, ქართული ფეხბურთი ჩამოინგრევა. შეიძლება, მას გუნდთან უთანხმოება ჰქონოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპორტი პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს.
გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ წლებია, კალაძე ოპოზიციურ ფრთაში მოიაზრება, ამას არც კახი მალავს, მაგრამ ფაქტია, რომ მას ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში, პრობლემა არასდროს ჰქონია. ის გუნდის კაპიტანი იყო, რადგან მისი გამოცდილება ნაკრებს სჭირდებოდა, ამისი იგნორირება რთულია. მართალია, მას კარიერაში კურიოზულ-ტრაგედიული მომენტები ჰქონდა, თუმცა, ის ერთ-ერთ წარმატებულ ფეხბურთელად მაინც ითვლებოდა. კალაძე ხალხს უყვარდა და მას შეეძლო, რომ სხვანაირად მოქცეულიყო და სპორტი სპეკულაციის საგანად არ ექცია.
-კალაძე აცხადებს, რომ ნაკრებიდან მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გიორგი დემეტრაძის საქმეც არის…
ამ საქმეში, არა მარტო მე, არამედ სპორტული სამყაროს ბევრი წარმომადგენელი და სახელმწიფო სტრუქტურები იყო ჩართული. დანაშაული სახეზე იყო, თუმცა, ყველანაირად ვცდილობდით, რომ დემეტრაძისთვის სასჯელის შემსუბუქების რაღაც ფორმა მოგვეძებნა, მაგრამ მომენტები გართულდა, რადგან ამ საქმის, დაბრკოლება კახის ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. რა თქმა უნდა, დემეტრაძეს დანაშაულზე პასუხი უნდა ეგო, მაგრამ შეიძლებოდა, სხვა ფორმები მოძებნილიყო, ამას სჭირდებოდა ბურთის არა სხვადასხვა მხრიდან გაწევა, არამედ ერთი მიმართულებით სვლა.
თუ კახი ფიქრობს, რომ დემეტრაძემ არ დააშავა, მაშინ რატომ ითხოვდა შეწყალებას? ლოგიკა არის ამაში? თუ შეწყალებას ითხოვდა, მას უნდა გაეაზრებინა, რომ ის რაღაცაში დამნაშავე იყო. დემეტრაძეს ძალიან კარგად ვიცნობ და მას როგორც სპორტსმენს პატივს ვცემ, მაგრამ დანაშაულის გამო, ყველა პასუხს ვაგებთ.
-სპორტსმენი ამბობს, რომ ის ნაკრების ხელმძღვანელებმა “გალანძღეს” და 15 წლიანი საქმიანობისთვის მადლობაც კი არ გადაუხადეს...
მას შეეძლო, რომ ეს ყველაფერი, სპორტულ კომპონენტში, ძალიან ლამაზად გაეკეთებინა, თუმცა პოლიტიკურ მომენტში ეს სხვა თემა გახდა. 2004 წელს, ვატყობდი, რომ ჩემი სპორტული კარიერა სრულდებოდა და მერჩივნა, რომ წაგებას, სპორტიდან ადრე წავსულიყავი. ათენის ოლიმპიადაზე წარმატების 70 პროცენტი მქონდა. ყველამ თავისი შესაძლებლობა უნდა განსაზღვროს. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში, ქართული ფეხბურთით ვერ ვამაყობთ.
ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კალაძის ბრალი არ არის, არამედ, ვფიქრობ, რომ მწვრთნელების მიერ, სპორტსმენების ჩანაცვლება, ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო. გამოცდილება ახალგაზრდებს უნდა მიეღოთ. გმირებად ჩვენი თავის წარმოჩენა, ვფიქრობ, არასწორია.
-როგორ ფიქრობთ, ეროვნულ ნაკრებს კალაძე დააკლდება?
-ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენი მიზანია, უკეთეს საქართველოში ცხოვრება და ჩვენი სამშობლო, არავისზე ნაკლებად არ გვიყვარს, თუ არა მეტად.
-ეროვნულ ნაკრებში არსებულ დაპირისპირებებთან დაკავშირებით, ხშირად, რიგი სპორტსმენები საუბრობენ. პრობლემები მართლაც არსებობს, თუ?
-ქართველებს სიამაყის გრძნობა გვაქვს და რაღაცეებს ვერ ვეგუებით, ეს შეიძლება, ფეხბურთელზეც ითქვას, მწვრთნელზეც, ჩემზეც და სხვაზეც, თუმცა, ჩემი მწვრთნელი რასაც მეტყოდა, მომწონდა თუ არა, ვარჯიში მიწევდა. თუ გინდა, რომ გაიზარდო და წარმატებული იყო, იმ წესს უნდა ემორჩილებოდე, რაც არსებობს. უწესობას, ცუდი წესი სჯობს.
-სპორტულ სამყაროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმირებული ხართ. ამასთან, პრეზიდენტთან დაახლოებულ პიროვნებადაც მოიაზრებით. მას ქვეყნის რა პრობლემებზე ესაუბრებით?
-პრეზიდენტს ძალიან დიდი პატივს ვცემ და მისი მჯერა. სპორტთან დაკავშირებით, საქმის კურსში მას ყოველთვის ვაყენებ ხოლმე. თვენახევარში ერთხელ, შეხვედრები გვაქვს და ვინაიდან, პარლამენტში ვარ, პრეზიდენტამდე, არსებული პრობლემები უნდა მივიტანო, რასაც მაქსიმალურად ვაკეთებ კიდეც...
აგე ძმაო ჩვენი ღლე მინისტრის კომენტარი ამ ყველაფერზე )))
--------------------
mia san Bayern.ge
წინ მუდამ წინ © ოლივერ კანი
ბაიერნი - ჩემი გულის პულსაციის მბრძანებელი
ამქვეყნად არ არსებობს ორი მოქალაქეობა,ორი სამშობლო,ორი მიწა და ორი წყალი.ამქვეყნად ყველაფერი ერთია,მათგან კი სამშობლო უპირველესი © A.HitLeR
|