#29073864 · 6 Jan 2012, 13:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, რამდენიმე დღის წინ მოვიგე საგზური ბაკურიანში სასტუმრო ''თრიალეთ" პალასში 2 კაცზე 1 კვირით, მოხდა ისე რომ მე ვერ ვახერხებ წასვლას და გადავწყვიტე გავყიდო. მოკლე ინფორმაცია სასტუმრო "თრიალეთის" შესახებ:
სასტუმრო ''თრიალეთი პალასი
ნომრები 43 კომფორტული ორადგილიანი ნომერი; 8 „ ლუქსი “: 2 გაერთიანებული ოთახებით, 6 ოროთახიანი „ლუქსი“; ყველა ნომერში არის ტელეფონი, აბაზანა ან საშხაპე , ტელევიზორი თანამგზავრული ანტენით. პირველი და მეორე სართულის ყველა ნომერს აქვს აივანი.
რესტორანი & ბარი სასტუმროში მუშაობს 3 ბარი-ფოიეში , საბილიარდოსა და აუზის ვერანდაზე. ბარ–რესტორანი „ხიჟინა“, რომელიც სასტუმროს ეზოში მდებარეობს, დილის 11 საათიდან ბოლო სტუმრამდე ღიაა, გთავაზობთ ქართული და ევროპულ კერძებს. წვეულებებისათვის შეკვეთები მიიღბა წინასწარ.
ბავშვებისათვის ზამთარშიც და ზაფხულშიც სასტუმროში მუშაობს ბავშვთა ოთახი, უფასო კინოთეატრი. საბავშვო მოედანი ღია ცის ქვეშ აღჭურვილია საქანელებით და სასრიალოებით.
სპორტი და დასვენება დახურული საცურაო აუზი 15X6, სიღრმე 1,5 მ. მუშაობს ყოველდღე 10-22 სთ.-მდე, სასტუმროს ძირითადი და აუზის კორპუსები დაკავშირებულია შიდა გადასასვლელით. მასაჟის კაბინეტი; საუნა; სპორტდარბაზი- შესაძლებელია ჩოგბურთის, კალათბურთის, ფეხბურთის მოედნის და საჭიდაო დარბაზის მოწყობა; ტრენაჟორები; ბილიარდი; მაგიდის ჩოგბურთი.ბილიარდი და მასაჟი ფასიანია.
სათხილამურო ტრასა „ტატრაპომა“ სასტუმრო „თრიალეთი პალასი“ ერთადერთია ბაკურიანში, რომელსაც საკუთარი 1700 მ სიგრძის სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო-სათრეველათი სარგებლობა ფასიანია.
სასტუმროში არის SKIDEPOT-სათხილამურო აღჭურვილობის შესანახი საგანგებო სათავსო მხოლოდ „თრიალეთი პალასის“ სტუმრებისათვის. სასტუმროში მუშაობს თხილამურების გაქირავების სერვისი.
კონფერენციები, შეხვედრები საკონფერენციო დარბაზი 80 კაცზე აღჭურვილია კომპუტერული სისტემით;
სერვისები სასტუმროში შესაძლებელია საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტელეფონით, ფაქსით, ქსეროქსით სარგებლობა. უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა დამატებითი საფასურის გარეშე შესაძლებელია საკონფერენციო დარბაზში, სასადილო დარბაზში, ფოიესა და საბილიარდოში.
დაცვა სასტუმროს ჰყავს 24 საათიანი დაცვა.
ავტოსადგომი სასტუმროს ეზოში არის კეთილმოწყობილი უფასო ავტოსადგომი.
ტარიფები ლუქსი-350 ლარი; ორადგილიანი ნომერი-280 ლარი; ერთადგილიანი ნომერი-240 ლარი;
დამატებითი საწოლი
3 წლამდე-უფასო; 3-6 წლის-50 ლარი; 6-15 წლის-70 ლარი; 15 წლის ზემოთ-100 ლარი.
ფასები აქტუალურია 2010-2011 წლის ზამთრის სეზონისთვის.
საგზურის ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება სასადილო დარბაზში (შვედური მაგიდა), ინტერნეტით, აუზით, საუნით , სპორტდარბაზით სარგებლობა, უფასოა მაგიდის ჩოგბურთი და კინოთეატრი ბავშვებისათვის.
სასტუმრო განახლდა 2010 წლის ნოემბერში.
სასტუმრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში. სეზონის მიხედვით ფასები განსხვავებულია. სასტუმროს აქვს ავტომატური გაზმომარაგება, წყლის საკუთარი რეზერვუარი. 24 საათიანი ელექტრო და წყალმომარაგება.
დაინტერესების შემთხვევაში PM
--------------------
ნეტა ორი ვიყო ორმაგად მოგიშლიდი ნერვებს
|