უკანასკნელი სამურაი
იაპონია, სამურაები, ტომ კრუზი და წყალწაღებული ამირანი!
წინასიტყვაობა
მოკლედ ყველამ იცით რომ თბილისში ამირანში გაიჩითა დიდად ნაქები ფილმი სამურაებზე. თანაც უკანასკნელ სამურაებზე. მართალი გითხრად დიდად არ მინდოდა წასვლა მაგრამ ამხანაგის დაჟინებულმა თხოვნამ ამიყოლია. ნუ დავთქვით 2 საათზე შეხვედრა და შესვლა, აღმოჩნდა რომ სეანსიც 2 საათზეა! შესაბამისად სადღა ნახავდი მაგ სეანსზე ბილეთებს!

. ავიღეთ 19.00 საათზე ბილეთები. ვიბოდიალეთ ქალაქში და 17.00-ზე მივედით! ნუ შეგვეშალა რა!

შევედით დაიწყო რაღაც ჩმორობა! აეე მეთქი რაცხა ნიტოა, გამოვედით მივხვდით რაშიცაა საქმე და ნუ იქ გოგონებს ვუთხარით ასეთი და ასეთი რამ შეგვემთხვა მეთქი. ნუ არაა პრობლემა პროსტო კაფეში დაიცადეთ 2 საათიო! ჩვენც დავიცადეთ , გავსკდით პოპკორნით და კოკათი, იმდენი ვსვით რომ სეანსის დაწყების წინ სპეც ოთახის მონახულება მოგვიწია, ასევე სეანსია ბოლოს ორგანიზმი ორივეს გვეუბნებოდა თავიდან რომ იყავი იმ ოთახში ნამდვილად კაი იქნებოდა თუ შეხვიდოდიო! . ნუ ჯამში შევედით დავჯექით ხალხიც შემოტასავდა!

თავი I
ფილმის წინ
როგორც წესი ფილმის წინ კინო ჟურნალი გაეძრო. მაქედან ვიგებთ მეორეთ რომ შემდეგი უახლოესი კაი ფილმი ამ კინოთეატრში იასნი ხდება რომ ”ტროა” იქნება ნუ ნაინ პრობლემო! დანარჩენი ორ ფილმს კი ვიგებთ რომ გასაკარებლადაც არ ღირს. ხმა რა თქმა უნდა მეტს მოითხოვს მარა სადაა ხმა!

და სხვათაშორის ვერ გამიგია რატომ უნდა ვუყუროთ ყოველთვის კინო ანონსებს გადანათებულ დარბაზში? ნუ კაი ბოლო კოკა-კოლა დავლიეთ სეანსიც რავარც იქნა იწყება.

თავი II
ფილმი
მიუხედავად რუსული საიტების უხეში დახასიათებისა, იმის თქმისა რომ სამურაების სამყაროში ჰოლივუდის შეჭრის ეს მხოლოდ პირველი მცდელობაა და შესაბამისად ცოტა ლმობიერად მოიქცა სტუდია. შემიძლია ვთქვა რომ ფილმი ამართლრებს მასზე დახარჯულ თანხებს! გადაღება მშვენიერი, შნაარში მშვენიერი, სხვათაშორის ცოტაოდენ განსხვავდება სტანდარტული ფილმებისგან მაგრამ ჯამში ბევრი საწინასწარმეტყველო მომენტები არსებობს. რაც მთავარია ხუთიანზეა შესრულებული კოსტიუმები. მშვენივრად არის იაპონური ხასიათი გადმოცემული, ძირითადი მასა მკივანა და მატრაკვეცა და მხოლოდ რჩეულები სერიოზული მოშუხურეები ისეთი რომ ზედმეტად ერთ ასოსაც კი არ იტყვის. მშვენიერი ბუნება, მშვენიერი კოსტიუმები, შეაირაღებაზე ხმის ამოღება არ შეიძლება 100-იანზე ყველაფერი შესრულებული. აბჯარი ნიღბები განსაკუთრებით კი სამურაების ტიპაჟები შერჩეულია მშვენივრად, ისეთი სახეებია რომ პირველივე დანახვაზე პატივისცემით განიმსჭვალები კაცი, მართლა მეომარი და სერიოზული ხალხი. მოკლედ ღირს გამოტოვება არ შეიძლება!!

თავი III
მაყურებელი
მიუხედავად იმისა რომ ქალაქში ვცხოვრობთ მაინც ბევრია ამ ქალაქში მატრაკვეცა და გოიმი სოფლელი. მაგალიტად დღემდე ვერ გადაეჩვია ხალხი კინოთეატრში მობილურებზე ბაზარს. მე პირადად დარბაზში შევდივარ და მობილს ვთიშავ, პატივს ვცემ ჩემს თავს და გვერდზე მჯომს, მაგრამ სადაა კაი ცხოვრება თვით გვერდზე მჯომს ჩართულია აქვს მობილი ად სეანსის დროს მინიმუმ 5 ჯერ ასწრებს მობილზე გადარეკვას! არადა მიუხედავად ამირანის დაბალი ხმებისა დარბაზში მაგარი ხმაურია, მუშაობს მარტო წინა ორი დინამიკი მაგრამ იხევა შუაზეა ისეთი ამბებია. აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ სეანსის დროა აქა იქ ჩნდება გოიმი სასტავი ვინც ტაშს უკრავს!

ვერ გაიგებ ოღონდ ვის! კინო გამოსახულებას თუ სცენარს. ზოგს მემგონი სერიოზულად ეგონა რომ კულისებშიო ტომ კრუზი იმალება და ოვაციებს ელოდება! მდაა სადაა ჯერ კიდევ ჩვენი დონე!. ცალკე თემაა ის რომ ჯერ სეანსი არ მორჩენილა და ზოგი უკვე ადგა და გადის!! არადა კინო არ მორჩენილა თურმე ჯერ კიდევ იმპერატორს ხმალი არ აჩუქეს, იქ კიდევ რაღაც აუ უთქვიათ მოკლედ ასე 10-15 წუთი წინაა რა მარა ეს დეგენერატები გადიან, ამასობაში ზოგი ტვინავს რომ ადრე გადის, ერჭობა ხესავით დარბაზის შუაში და უყურებს. სამაგიეროდ ვეღარ ხედავს ფილმს ის ვინც ზის, მას ეფარებიან, მალე იძულებულია ისიც ადგეს, უკანა ვერ ხედავს ისიც დგება და მალე დარბაზი ფეხზე დგას!

არადა ფილმი გრძელდება!!!! მდააა ნუ როოგრც იქნა ერთმა მოტვინა და საერთოდწავიდა, სხვებმა დაბრუნება ამჯობინეს და დარბაზი ისევ დაჯდა! კაროჩე ვერ გაიგებ თითქოს ეს ხალხი ძალით მიყავთ კინოში და გაქცევაზე არიან რა! ვალს იხდიან რეჟისორის მიმართ თუ რა ხდება ერთი ჩამახედა მაგათ ტვინში რა! ტფუი!!!!

თავი IV
კინოთეატრი ამირანი
ნუ ალბათ ყველა დავიღალეთ იმის საუბრით რომ ამირანში ხმა ნაკლებად ისმის არანაირი შეგრძნება ფილმში მონაწილეობისა არ გეუფლება. ისევე როგორც სხვა ფილმბზე მუშაობს მხოლოდ წინა ფრონტ დინამიკები სერაუნდი არ არსებობს, მოკლედ თამამად შემიძლია ვთქვა ჩვენ ეს ფილმი გვაჩვენეს სტერეო ვარიანტში და არა დოლბი დიგიტალში როოგრც თვითონ ვენებს იჭრიან ადმინისტრაცია და დედას იფიცებენ რომ ყველაზე მაგარი ზვუკი გვაქვსო! მაგალითად ფილმში ბევრი ბრძოლებია ყველაფერი სადღაც იქ სცენაზე ხდება და შენ ვერ გრძნობ იმ ყველაფერს რას ბრძოლაში ხდება. არის სცენა როდესაც დატყვევებული ტომ კრუზი ხის ხმლით ეჩალიჩება სამურაის ნუ ტიპა მაგარი ვარ მეც რაცხა ვიციო! ნუ ამ დროს იასნია სამურაი მაგრა უჟაჯუნებს მარა სცენა ისეა გადაღებული რომ მაგარი წვიმა მოდის, შიგნეულობით გრძნობ რომ ჩაფიქრებულია წვიმა მთელს დარბაზში უნდა იგრძნობოდეს მარა სადღაც იქ წვიმს დაჟე სცენიდან მოშორებით შეიძლება ითქვას ვიღაცას ფანჯარა დარჩა ღია და გარედან შემოდის საცოდავი პაცია წვეთების ხმა! კაროჩე რა ატსტოია!
* * *
ეს კი ოფიციალური საიტის მისამართი!
თავი V
აღსარება
ნუ ფილმი მორჩა ყველა კარებს მიაწყდა აბა ჩქარა ვინ ვის გადაახტება და ასე შემდეგ. მე კი ამხანაგთან ერთად პირიქით მივები დარბაზის მარცხენა დინამიკებთან და წრეზე შემოვუარე ყველას თქვენც არ მომიკვდეთ არსიდ ხმა არსით ჩამიჩუმი (ანუ ფხაკუნი), არადა ეკრანზე წარწერები მიდის და შესაბამისად ხმაც ისმის მაგრამ მარტო წინიდან, ნუ მასხავს და ეგრევე მივედით იმ გოგონებთან ხალხს რომ აცილებს თუ რავი რა ჰქვიათ. კაროჩე ვეუბნები:
- სადაა ან ადმინისტრატორი ან ოპერატორი და როგორ დაველაპარაკო მეთქი.
- რად გინდათი?
- მეთქი გაბრაზებული მაყურებელი ვარ სადაა მეთქი ხმა!!!!!!
- აუ ეგ ვიცით ვიცითო ეგ ჩვენი ბრალია და ტექნიკური მიზეზებით გამორთული არიცო!
- მოიცა მეთქი აბა სტერეო ხმას გვასმენინებთ მეთქი?? სადაა დოლბი?? რაში ვიხდით ამდენ ფულს ძველ კომუნისტურ დროინდელ ხმაში??
- აუ ვიცით მარა ეხლა ჩალიჩობენ გასწორებაზე და ალბათ მალე იქნებაო! მეთქი ასეთი რამ გრძელდება რამდენი ხანია მეთქი, იგივე იყო ძარცვა იტალიურად-ზე, ვეჭდების მბრძანებელზე, მატრიცაზე. ვიცით ვიცით თქვენ პირველი არა ხართ ვინც ამას გვეუბნება მაგრამ მე რატომ მეჩხუბებითო?
- მეთქი შენ არ გეჩხუბები, ამიტომ მინდოდა ადმინი მქთქი!
- ნუ გადავცემ ამ ამბავს აუცილებლადო!
- მეთი დიდად დამავალებთ ეგებ და რაცხა გაინძრენ მეთი! მართალი გითხრად მიუხედავად იმისა რომ რუსთაველს ბანძი ფილმები ჩამოაქვს ხმის გამო იქ მირჩევნია წასვლა ვიდრე თქვენთან მოსვლა მეთქი!
- ეგეც ვიცით არა ერთმა გვითხრაო!
- აბა მეთქი თუ იცით თქვენი თავის მტრები ხართ?? რა ტექნიკური პრობლემაა ეგეთი რომ აქამდე ვერ გადაწყვიტეთ ან რა ტანხებტანაა მეტქი დაკავშირებული! აფრენს მეთქი თქვენი უფროსობა!
- ამასაც გადავცემო! მეთქი დიდად დამავალებ!
ნუ იასნია ეს ბაზარი წინასწარ განწირული იყო და ადმინს არ დამალაპარაკებდნენ მაგრამ ერთი მაინც გაიასნდა რომ თვითონაც იციან რომ ხმა დარბაზში არ არის მაგრამ ზოგი გოიმი მომხმარებელი თვლის რომ უფრო გლადკი ხმა არის! კაროჩე რა თბილისი თბილისია! ან კაი კინოები და ბანძი ხმა! ან ბანძი კინოები და კაი ხმა! დაჟე საშუალოს არჩევანიც კი არ აგვაქვს!

ბოლოსიტყვა
ეგებ მაპატიოთ ეს პაწია გამოხტომა და ის რომ ამდენი დავწერე მაგრამ მემგონი არც თუ ისე ცუდი გამომივიდა! სხვა თუ არაფერი ინფორმაციის მხრივ მაინც გამოგადგებათ!
აბა ჰე!