ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საერთო ეროვნული მაუწყებლობის არც ერთი წარმომადგენელი არ მიერთებია
14:24 - 17.12.2011
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საერთო ეროვნული მაუწყებლობის არც ერთი წარმომადგენელი მიერთებული არ არის.
კერძოდ, როგორც "პირWელთან" საუბრისას ია ანთაძემ განაცხადა, ქარტიას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან არავინ მიერთებია.
მისივე თქმით, თავის დროზე ტელეკომპანია "იმედიდან" ქარტიისთვის ხელი ჟურნალისტ ნათია კობერიძეს ჰქონდა მოწერილი, თუმცა ქარტიის საბჭოში კობერიძესთან დაკავშირებული საქმის განხილვის შემდეგ მან პასუხისმგებლობა მოიხსნა.
ამასთან, ანთაძის თქმით, ქარტიას ხელს აწერს ჟურნალისტი მაკა ფანქველაშვილი, რომელიც ამჟამად "რუსთავი 2"-ის თანამშრომელია და ქარტიაში პერსონალურად საკუთარ თავს წარმოადგენს.
ამ გარემოებას ია ანთაძე საერთო ეროვნულ მაუწყებლებში შექმნილი ვითარებით ხსნის და მიიჩნევს, რომ "მათი ჟურნალისტებისთვის ქარტიის პრინციპების დაცვა ადვილი არ არის".
"ქარტიის პირველივე პუნქტში წერია, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია", ხოლო როცა ჟურნალისტი ისეთ გარემოში მუშაობს, რომელიც არ არის თავისუფალი და როდესაც ჟურნალისტს აიძულებენ, ნახევრადსიმართლე ან სიმართლის ნაცვლად ზოგჯერ ტყუილი თქვას, ბუნებრივია, ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, ქარტიის წევრი გახდეს, რადგან ამის შემდეგ საზოგადოების ნებისმიერ წევრს საშუალება ექნება, მის ამა თუ იმ სიუჟეტთან დაკავშირებით ქარტიის საბჭოს მიმართოს. ცხადია, ჟურნალისტები, რომლებმაც წინასწარ იციან, რომ ქარტიის მუხლებს ვერ დაიცავენ, მის წევრობას თავს არიდებენ", - განაცხადა ანთაძემ და დასძინა, რომ "ეთიკის ნორმები და სტანდარტები მხოლოდ თავისუფალ გარემოში მუშაობს".
ჟურნალისტური ქარტიის სხდომა "ქორთიარდ მერიოტში" ამ წუთებშიც გრძელდება. შეხვედრაზე საბჭოს ახალ თავმჯდომარეს და სამ ახალ წევრს აირჩევენ.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...k=view&id=84975 უპრინციპო და უთავმოყვარო და ჯიბის "სბროდს" რა აქვს საერთო ეთიკასთან!... PUKE
This post has been edited by forumeli64 on 17 Dec 2011, 14:52
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...