#28822636 · 19 Dec 2011, 00:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი ბოლოდროინდელი დაკვირვებებით "აზრზე მოსულ" ტიპებს თითქოს უტყდებათ, ეხამუშებათ რომ სხვას მიულოცონ რელიგიური დღესასწაული, გადაიწერონ პირჯვარი, მივიდნენ ეკლესიაში(ქორწილის და ნათლობის გარდა), დაანთონ სანთელი და ა.შ...
მარტო მესამე პირში არ ვლაპარაკობ... მქონია შემთხვევა რომ მინდოდა პირჯვარის გადაწერა და არ გადამიწერია, ვიღაცა Y-ეს ფარისევლობა არ ეგონოს მეთქი... და გულში გადამიწერია ჩუმად...
ხო და ისე მიდის საქმე, ისეთი პროპაგანდაა გაჩაღებული რელიგიის წინააღმდეგ, რომ ადამიანებს ნელ-ნელა რცხვენიათ იმის დაფიქსირება რომ ღმერთის სწამთ, ჯვრის სწამთ და ეკლესიის სწამთ...
მოძღვარი რო გყავდეს და აღსარებებს აბარებდე ხო საერთოდ სიბნელეა ბევრი "პროგრესულად" მოაზროვნის თვალში...
მოკლედ გვფარავდეს წმინდა ნიკოლოზი...
--------------------
Mens sana in corpore sano...
|