Societa Sportiva Lazio
დაარსების თარიღი: 1900 წლის 9 იანვარი
მეტსახელები: Biancocelesti, Biancazzurri, Aquile, Aquilotti
პრეზიდენტი: კლაუდიო ლოტიტო
მთავარი მწვრთვნელი: ედუარდო რეია
ოფიციალური საიტი: http://www.sslazio.it
ვიკიპედია: http://en.wikipedia.org/wiki/Ss_lazio
შემადგენლობა 11/12სტადიონი: რომის ოლიმპიური სტადიონი (72.700)
ტიტულები:იტალიის ჩემპიონი (2): 1973/1974, 1999/2000
იტალიის თასი (5): 1958, 1997-98, 1999-00, 2003-04, 2008-09
იტალიის სუპერთასი (2): 1998, 2000, 2009საერთაშორისო ტიტულები:თასების მფლობელთა თასი (1): 1998/1999
ევროპის სუპერთასი (1): 1999
ისტორია1900 წლის 9 იანვარი იდგა. რომის ქუჩები ძველი კებებით და ახალი ტრამვაებით იყო სავსე. ცხრა ახალგაზრდა, ლუიჯი ბიჯიარელის მეთაურობით პიაცა დელა ლიბერტას წინ სკამზე იჯდა, როცა მათ Societ Podistica Lazio-ს დაარსება გადაწყვიტეს. “კლუბს “რომას“ ვერ დავარქვამთ, რადგან ასე უკვე ქვია ტანმოვარჯიშეების გუნდს - უფრო მნიშვნელოვანი სახელის დარქმევა შეიძლება, რომელშიც რომიც იგულისხმება - მაგალითად „ლაციო." მეგობრები ბიჯიარელის ამ შეთავაზებაზე ხალისით დათანხმდნენ - ფერებად საბერძნეთის, როგორც ოლიმპიადის სამშობლოს ფერები აირჩიეს - თეთრი და ღია ლურჯი.
პირველი ორი წლის განმავლობაში ისინი რეგიონის არა-საფეხბურთო ტურნირებში იღებდნენ მონაწილეობას სანამ 1902 წელს, Rancing Club of Paris-ის პარტნიორმა ბრუტო სეჯეტინიმ „ბიანკოჩელესტეს“ ბიჭები ფეხბურთში მიიწვია. იდეამ მეგობრები მაშინვე დააინტერესა - მათ რომის სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა თავიდანვე დიდი წარმატებით დაიწყეს და მათზე ამბები ლოკალურ ფარგლებს გაცდა - 1907 წელს „პიზამ“ „ლაციო“ ცენტრისა და სამხრეთის პირველ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელშიც მათ გარდა „ლივორნო“ და „ლუკა“ მონაწილეობდნენ. პიზას სადგურში „ბიანკოჩელესტეები“ Sante Ancherani,-ის მეთაურობით 1907 წლის ივნისში ჩავიდნენ - მათ დღის განმავლობაში სამი მატჩი უნდა ეთამაშათ. იმ დღეს „ლაციომ“ სამივე თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულა - დაამარცხა „ლუკა“ 3-0, „პიზა“ 4-0, ხოლო „ლივორნო“ 1-0.

30 წლებში „ლაციო“ უმაღლეს დონეზე თამაშობდა - იტალიის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფორვარდი, სილვიო პიოლა სწორედ „ბიანკოჩელესტეებში“ ირიცხებოდა და მისი 143-გოლიანი რეკორდი ჯერაც მოუხსნელია გუნდში, თუმცა პირველი ტიტული გუნდმა მხოლოდ 1958 წელს დაისაკუთრა. მწვრთნელის პოსტი მაშინ ბემარდინის ეკავა, გუნდს კი ლოვატი ლიდერობდა - „ლაციომ“ იტალიის თასის ფინალში „ფიორენტინას“ მოუგო პრინის გოლის წყალობით.
მეორე დიდი გამარჯვება თექვსმეტი წლის შემდეგ მოვიდა - 1974 წელს მაესტრელის გუნდმა ჩემპიონატი მოიგო, მაშინ, როცა მხოლოდ ორი წლის წინ დაბრუნდა სერია ა-ში. რომში ახლაც ახსოვთ იმ დიდი გუნდის შემადგენლობა - პულიჩი, პეტრელი, მარტინი, უილსონი, ოდი, ნანი, გარლასკელი, რე ჩიკონი, კინალია, ფრუსტალუპი, ამიკო.

ამ მიღწევას წარმატებებიც მოყვა და წარუმატებლობებიც, სანამ გუნდში კრანიოტის ოჯახი მოვიდა. ამას წინ მაესტრელის გარდაცვალება, ჩინალიას აშშ-ში წასვლა და რე კიკონის ტოტალიზატორებთან დაკავშირებული ამბავი უძღოდა. ეს ყველაფერი სერია ც-ში გავარდნის თავიდან აცილებით დასრულდა, როცა გუნდმა პლეი-ოფის მატჩი მოიგო.
შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა - ექვსი წლის განმავლობაში სერჯიო კრანიოტიმ გუნდისა და ბაზების რეორგანიზებაზე მილიარდები დახარჯა და „ლაციოს“ სახელი იტალიური და ევროპული ფეხბურთის მოწინავე პოზიციებზე დააბრუნა. მისი ხელმძღვანებლობის დროს გუნდი ხუთჯერ მიყოლებით გავიდა ევროტურნირებზე - ერთხელ მეორე ადგილიდან (1994/9), ორჯერ მესამედან (1993/94 და 1995/96), ერთხელ მეოთხედან (1996/97) ერთხელაც მეხუთედან (1992/93). ხუთი წლის მიყოლებით ბეპე სინიორიმ საუკეთესო ბომბარდირის 3 ტიტული მოიგო.
1997/98 სეზონში „ლაციოს“ ახალი ხალხი შეემატა - სვენ იორან ერიქსონი, მანჩინი, იუგოვიჩი, ალმეიდა და სხვები. მათ გუნდს 1998 წლის 29 აპრილს გუნდს იტალიის თასი მოაგებინეს „მილანთან“ თამაშში. ერიქსონის ბიჭებს ცოტა დააკლდათ ამ ტიტულისთვის მეორეს მიმატებამდე - 1998 წლის 6 მაისს მათ უეფას თასის ფინალში ინტერთან წააგეს.
1998 წლის 29 აგვისტოს კი მორიგი სეზონი დაიწყო - გუნდში ნამდვილი ჩემპიონები შეგროვდნენ - ვიერი, სალასი, დე ლა პენია, მიხაილოვიჩი, სტანკოვიჩი. უკვე რამდენიმე თვეში ისინი იტალიის სუპერთასის გამარჯვებულები გახდნენ იუვენტუსის წინააღმდეგ დაძაბულ მატჩში, რომელიც ტურინში ჩატარდა.

999/2000 სეზონში გუნდს ვიერი, ვერონი, სენსინი, სიმეონე და სიმონე ინძაგი შეემატნენ. დეკებერში ოლიმპიკიდან ფაბრიციო რავანელიც გადმოვიდა და წარმატებამაც არ დააყოვნა - 1999 წლის 27 აგვისტოს „ლაციო“ უეფას თასზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამარცხებს, რასაც გუნდის ფანები „ოლიმპიკოზე“ 2000 წლის 9 იანვარს დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ჩემპიონთა ლიგაში „ლაციო“ კლაუდიო ლოპესის „ვალენსიამ“ შეაჩერა, თუმცა „ბიანკოჩელესტემ“ სეზონის მეორე ჯილდო მაინც მოიპოვა, როცა სეზონის ბოლო დღეს „სკუდეტო“ სწორედ „ლაციოს“ საკუთრება გახდა - იმ ტურის თამაშები თავსხმა წვიმაში მიდიოდა, თუმცა „ოლიმპიკოზე“ შეკრებილი 80 ათასი ფანი მოთმინებით ელოდა მომენტს, როცა მათ ჩემპიონობა ზეიმით აღნიშნეს.
სამი დღის შემდეგ მილანში „ლაციომ“ იტალიის თასის ფინალში „ინტერი“ დაამარცხა, ისევე როგორც 2000-2001 სეზონის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში, სადაც ანგარიში 4-3 იყო. გოლები კლაუდიო ლოპესმა და ერნან კრესპომ გაიტანეს. მანამდე კი ბირმინგემში რომაელებმა „მალიორკას“ დამარცხებით თასების მფლობელთა თასი აიღეს. იმ სამი წლის განმავლობაში, როცა „ლაციოს“ სათავეში კრანიოტი და ერიქსონი ხელმძღვანებლობდნენ, ეს მეშვიდე ტიტული იყო. სამწუხაროდ ამას ერიქსონის მიერ გუნდის დატოვება მოჰყვა, „ლაციო“ კი დინო ძოფმა ჩაიბარა. სიახლეები იყო ტრანსფერებშიც - გუნდს დინო ბაჯო, კარელ პობორსკი და ლუკას კასტრომანი შეემატნენ, ფიორე და ჯანიკედა კი მომავალ სეზონში შეუერთდნენ რომაულ კლუბს.

“ლაციომ” ათწლეული წარმატებით - იტალიის სუპერთასის მოგებითა და ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასვლით დაიწყო, თუმცა სვენ იორან ერიქსონის გუნდიდან წასვლამ დაღმასვლის პროცესი დააჩქარა. ფინანსური პრობლემების ფონზე და არსებული ფულის ჩავარდნილ ტრანსფერებზე (მაგ. გაისკა მენდიეტა, 28 მილიონი ფუნტი) დახარჯვით “ლაციომ” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეტად მნიშვნელოვან საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 2001-02 სეზონში მეექვსე პოზიცია დაიკავა. ამას კრანიოტისა და მის მულტინაციონალურ კორპორაცია “ჩირიოსთან” დაკავშირებული სკანდალი მოჰყვა, რაც მის მიერ 2002 წელს კლუბის დატოვებით დასრულდა. 2004 წლამდე “ლაციო” ფინანსური მენეჯერებისა და საბანკო ფონდის მიერ იმართებოდა, რამაც კლუბს წამყვანი ვარსკვლავების გაყიდვა აიძულა – მათ შორის კლუბის “სიმბოლო”, კაპიტანი ნესტაც იყო. შემდეგ გუნდი ბიზნესმენ კლაუდიო ლოტიტოს მიეყიდა, რომელიც დღემდე ფლობს აქციათა უმეტესობას. იმ ზაფხულს კლუბში დაბრუნდა 36 წლის პაოლო დი კანიო, “ლაციოს” ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც გუნდს ბავშვობიდან გულშემატკივრობდა; დი კანიო “ლაციოში” გადმოსასვლელად ხელფასის 75-პროცენტიან შემცირებას დათანხმდა. 2005-2006 სეზონში “ლაციომ” სახელფასო დანახარჯების შესამცირებლად ვეტერანები – ფერნანდო კოუტო, პაოლო ნეგრო და ჯულიანო ჯანიკედა გაუშვა. ამ პრობლემების ფონზე 2005-2006 სეზონი მწვრთნელი დელიო როსის ხელმძღვანელობით წარმატებული გამოდგა. გუნდის შემადგენლობა ვეტერანი ანჯელო პერუცისა და ნახევარდაცვის წარმომადგენლების - ფაბიო ლივერანისა და ოსმან დაბოს ნაერთს წარმოადგენდა, რომლებსაც სხვა მოტივირებული მოთამაშეები ემატებოდნენ, ნაკლები სახელფასო მოთხოვნებით. ეს პოლიტიკა წარმატებული გამოდგა და გუნდმა 2006-07 სეზონის უეფას თასზე მოიპოვა ადგილი. 14 ივლისს გამოცხადებული იქნა, რომ “ლაციო” თამაშების გარიგებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო 7-ქულიანი ჯარიმით სერია “ბ”-ში იქნა გადაყვანილი, თუმცა კლუბის მიერ შეტანილი აპელაცია შედეგიანი გამოდგა და 25 ივლისს გამოტანილი განაჩენის შედეგად, “ლაციოს” უკვე სერია “ა”-ში დაენიშნა 11-ქულიანი ჯარიმა, მოგვიანებით კი ეს ჯარიმაც 3 ქულამდე იქნა შემცირებული. ასევე ძალაში შევიდა წინა სეზონის 30-ქულიანი ჯარიმა, რის შედეგადაც გუნდი შემდეგი წლის უეფას თასზე ვერ მოხვდა. “ლაციომ” საჯარიმო ქულების მიუხედავად 2006-2007 სეზონში მესამე პოზიციის დაკავება მოახერხა და სეზონის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით 8 მატჩი დაამთავრა გამარჯვებით, რამაც თითქმის გაიმეორა კლუბის რეკორდი – 9 მიყოლებით მოგებული თამაში, საჩემპიონო 2000 სეზონიდან. 2007-2008 სეზონის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლაციომ” ბუქარესტის “დინამოს” დამარცხება გაჭირვებით მოახერხა, ჯგუფში კი, რომელიც მადრიდის “რეალის”, ბრემენის “ვერდერისა” და “ოლიმპიაკოსისაგან” შედგებოდა, ბოლო ადგილი დაიკავა. უკეთესად საქმე არც საშინაო ჩემპიონატში მიდიოდა, სადაც კლუბმა სეზონის უმეტესი ნაწილი ცხრილის ქვემოთა ნახევარში გაატარა, ფანების პროტესტების ფონზე. “ლაციომ” სერია “ა”-ს სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა.
რეიას ლაციოჯერ კიდევ ბალარდინის დროს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ლაციომ ნაყოფიერად გამოიყენა. გუნდში მოვიდნენ მცველები ანდრე დიასი და ჯუზეპე ბიავა, რითიც ცენტრალური დაცვის პრობლემა მოგვარდა. აგრეთვე თავდასმხმელი სერჯიო ფლოკარიმ, რომელმაც სეზონის მეორე ნახევრაში კარგი შთაბეწდილება დატოვა და ცუდ ფორმაში მყოფი სარატე ღირსეულად შეცვალა. რეიამ აგრეთვე გუნდში დააბრუნა კრისტიან ლედესმა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ლაციომ საკმაოდ ადვილად მოახერხა გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა. რეიამ დასახულ ამოცანას, რაც სერი ა-ში ადგილის შენარჩუნებაში გამოიხატებოდა თავი წარმატებით გაართვა და ლოტიტომაც მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.
10/11 სეზონის დაწყებამდე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლოტიტომ სან პაულოდან 1 თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ როგორც იქნა გადმოიყვანა ერნანესი, რომელიც 15 ლიმონი დაჯდა, თავიდან კრიტიკოსები ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ტრანსფერს + ლოტიტოს მხრიდან ამხელა ფულის გადახდას ერნანესში, თუმცა დაიწყო თუ არა სეზონი ნელ-ნელა ერნანესი გუნდის ლიდერად ყალიბდებოდა და მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა გუნდის წარმატება, მაგ სეზონში ერნანესმა 11 გოლის გატანა ჩეძლო, რაც ნახევარმცველისთვის ნამდვილად კარგი შედეგია, თან იმასაც თუ გავითვალისიწინებთ რო გუნდის საუკუთესო ბომბარდირიც გახდა. ეს სეზონი რეიასთვის წარმატებული აღმოჩნდა, მან შეძლო და გუნდი მე-5 ადგილზე გაიყვანა და ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, სულ ცოტა დააკლდა გუნდს ჩემპიონთა ლიგის ადგილამდე, თუმცა სეზონის დასაწყისში არც არავინ ელოდა რო ლაციო ეგრე მაღლა დაასრულებდა სეზონს, თან იმის ფონზე რო წინა სეზონში გუნდი დარჩენისთვის იბრძოდა.

11/12 სეზონის დაწყებამდე ზაფხულში ლოტიტომ ხმაურიანი ტრანსფერების გაკეთება შეძლო, 1-ლი მისი გასროლა გერმანელი ფორვარდი მიროსლავ კლოზე გახდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა. ასევე ლოტიტომ შეძლო ფრანგი ფორვარდის ჯიბრილ სისეს და იტალიის ნაკრების მეკარის ფედერიკო მარკეტის ტრანსფერის გაკეთება, ეს უკანასკნელი იმას მოყვა რო ფერნანდო მუსლერამ უარი განაცხადა ლაციოში დარჩენაზე და წასვლა მოინდომა, ამიტომაც ლოტიტომ გალათასარისთვის მიყიდვა გადაწყვიტა, რადგან გალადან მას ლორიკ კანას გადაბირება სურდა, ამიტომაც ეს ბარტერი თავისუფლად გაკეთდა + კანას 3 მილიონიც დაამატეს თურქული კლუბის მესვეურებმა. ამათ გარდა ლოტიტომ ასევე აბდულაე კონკო, სენად ლულიჩი და მარიუს სტანკევიაჩიუსი გადმოიბირა. თუმცა ამ ყველაფერს ერთი დიდი მინუსიც მოყვა, სარატეს და რეიას დაძაბულმა ურთიერთობამ რეიამ სარატეს გუნდიდან გაშვება მოთხოვა ლოტიტოს, რაც მოხდა კიდევაც და სარატე არენდით ინტერში გადავიდა.

სეზონი გუნდისთვის არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო, ეს იმან განაპირობა რო 7 ახალი ფეხბურთელი იყო ნაყიდი + გუნდში ძალიან ბევრი ზედმეტი ფეხბურთელი დარჩა და რეიასთვის რთული აღმოჩნდა სწორი ტაქტიკით დაელაგა გუნდი, თამაშის ხარისხიც ვერ იყო ისეთი როგორიც საჭირო იყო და ამ ყველაფერმა ფანების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. რეიას მიმართ არ წყდებოდა მუქარებიც კი და კიდე ერთი წაგებული თამაშის შემდეგ რეიამ ფანების დაწოლას ვერ გაუძლო და გადაგომის თხოვნით მიმართა კიდეც ლოტიტოს, თუმცა ლოტიტომ არ დააკმაყოფილა რეიას მოთხოვნა და გუნდში დატოვებაც გადაწყვიტა, თან გუნდის ლიდერებმაც სისემაც და კლოზემაც დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს რეიას. თითქოს ამ ვითარებამ გუნდში სიტუაცია კი გამოასწორა და გუნდმა უფრო უკეთ დაიწყო თამაში, თუმცა ეს ყველაფერი ილუზია იქნებოდა რეიას დერბიში კიდე ერთი მარცხი რო ეწვია, თუმცა რეიას სასიხარულოდ და ლაციოს ქომაგების სასიხარულოდ 16 ოქტომბერი ლაციოსთვის დიდი დღე აღმოჩნდა, ზედიზედ 5 წაგებული დერბის შემდეგ როგორც იქნა მე-6 დერბი ლაციოსთვის წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა თამაშის საწყისი ამის არაფერ გარანტიას იძლეოდა, რადგან უკვე მე-5 წუთზე რომასგან გოლი მიიღეს საკუთარ კარში, რის მერეც არც თუ ისე კარგად გამოიყურებდა გუნდი, თუმცა მე-2 ტაიმი მთლიანად ლაციოს განკარგულებაში იყო და უამრავი მომენტიც შემქნეს რომას კართან, თუმცა გოლი მაინც არ გადიოდა, სანამ ბროკის წაქცევის შემდეგ პენალტი არ დაინიშნა, რომელიც ერნანესმა 5-აინზე შეასრულა, ამის მერე ლაციო კიდე უფრო გააქტიურად, თუმცა გოლი ისევ არ გადიოდა, სანამ მსაჯის მიერ მე-3 დამატებულ წუთზე მიროსლავ კლოზემ თავისი სიტყვა არ თქვა ლაციოში, რითაც მან სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი ლაციოს ისტორიაში, თამაში 2:1 ლაციოს გამარჯვებით დასრულდა და კლოზე კიდე ლაციოს ფანებისთვის ერთ-ერთ ყველა დროის საყვარელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
This post has been edited by 77. on 29 Oct 2011, 02:41