ყურადღება!!!
ყველა ქვემოთ მოყვანილი მოსაზრება არის ჩემი სუბიექტური აზრი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არის აუცილებელი მას ყველა იზიარებდეს, ესმოდეს, ან მეთანხმებოდეს. მოსაზრებები ექვემდებარება კრიტიკას და განსჯადობას, თუმცა არა შეურაწმყოფელ კომენტარებს და აზრს მოკლებულ ჯღრო ”ოღონდაც რამე ვთქვა” პოსტებს.
დღეს ყველაზე აქტუალური თემიდან გამომდინარე გამიჩნდა კითხვა, რომელიც ალბათ არ არის ახალი. მას საუკუნეების მანძილზე სცემდნენ პასუხებს და პასუხებიც სხვადასხვა იყო დროისა და შეფასებების მიხედვით. პასუხები ყოველთვის დამოკიდებული იყო რელიგიურ, კულტურულ, სოციალურ ფაქტორებზე, გამომდინარეობდა ადამიანთა განვითარების და განათლების საფეხურებიდან, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ განვითარების მეტნაკლებად საგულისხმო წერტილს მიაღწია, ამ კითხვაზე პასუხი დღესაც არაერთაზროვანია.
მაშ, ვინ არის ბოზი? ზოგადი დეფინიციის თანახმად (ნუ გადასწვდებით ახლა ამ სიტყვის ჭეშმარიტ მნიშვნელობებს სხვა ენებში და ნუ ამიხსნით რომ ”ბოზი” ლამაზს ნიშნავს და ა.შ. ბლა ბლა ბლა) ეს არის აღვირახსნილი, ამორალური, სუსტი ყოფაქცევის ქალბატონი, რომელიც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა.
ჩემი სუბიექტური აზრით, სუსტი ყოფაქცევის ქალებად მიმაჩნია ისინი, რომლებიც თავისი სურვილის ან/და სიამოვნების საწინააღმდეგოდ კავდებიან სექსით. ნუ ძირითადად ეს ის ქალბატონები არიან, რომლებიც მატერიალურ სარგებელს პოულობენ სქესობრივი კავშირით. რაც შეიძლება ვიღაცისთვის გამართლებადიც იყოს (აბა ბავშვები როგორ გამეზარდა, პური არ გვქონდა, გაზს მითიშავდნენ ბლა ბლა ბლა), მაგრამ ჩემი პირადი წარმოდგენით გაუმართლებელია. ისევე როგორ საჯარო სამსახურში კორუფციად არამარტო ”ქეშის აღება” მოსულა, არამედ სხვა მატერიალური სიკეთეებიც (შვილის უმაღლესში მოწყობა, გაიოლებული პროცედურები სხვადასხვა ინსტანციებში ა.შ.), ასევეა მგონი ამ მიმართულებითაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ”გათვლით ქორწინებაც” კი ჩემთვის ბოზობაა. მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩემთვის!
რელიგიურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ბოზია ნებისმიერი, ვინც ”არანაკურთხი” სექსით კავდება. წეღან სადღაც დავწერე და აქაც გავიმეორებ: ფრანგ ქალებს, რომლებიც შუა საუკუნეებში დახელოვნებულნი იყვნენ ”საყვარლობაში” , ასეთი გამართლების საბაბი ჰქონდათ:
ღმერთი წარმოსახვასაც არ გვპატიობს! ის ცოდვათა ნუსხაში გვითვლის ყველაფერს რაზეც კი გვიოცნებია. განა შეგვიძლია ჩვენ გავაკონტროლოთ ცნობიერება? ცნობიერება, რომელიც სიყვარულით ტკბობას და ხორციელ სიამეს აღვივებს. მაშ, რაკი ვერ შევძლებთ ცნობიერების კონტროლს და მაინც ცოდვილად ჩავითვლებით, რა აზრი აქვს ცოდვის სახეს? ცოდვა ცოდვაა!! ფიქრის დონეზე წარმოიშვა ის, თუ ფიზიკურად! დაე, ვიყოთ ცოდვილნი ბოლომდე და სიამე მაინც ვიგემოთ!-ო (უკაცრავად უხეში თარგმანისთვის).
ზემოთ ჩემი აზრი მოგახსენეთ იმის თაობაზე, თუ ვინ არის აღვირახსნილი, უზნეო ქალი. მაგრამ ჩემივე მოსაზრების საწინააღმდეგო არგუმენტებსაც მოვიყვან. თანამედროვე ”მამაკაცური ჟურნალები”, (როგორიცაა AskMen etc), ყველაზე განთქმული , ტიტულოვანი და ”სახელმოხვეჭილი” ბოზების რიცხვში კვლავ ისეთ ქალებს ტოვებენ, რომლებიც გამოირჩეოდნენ პარტნიორების სიმრავლით. ასე მაგალითად აფროდიტე თანამედროვე კაცებს ბოზად მიაჩნიათ, იცოდით? დედოფალი ეკატერინე (ნუ გასაგები მიზეზების გამო), მარია ანტუანეტა, მატა ჰარი, კოკო შანელი, მადონა ა.შ. ჩვეულებრივი ბოზები არიან დასავლური ცივილიზებული სამყაროსთვისაც.
მაშ რა გამოდის? ჩვენი ქართველი ჩოხოსნები თუ ამბობენ რომ ბოზობა 2 ან 3 კაცის ყოლაა ცხოვრების განმავლობაში, დასავლეთში (რომელიც ჩვენ ხშირად მაგალითად მოგვყავს) უბრალოდ რაოდენობრივი ზღვარია გაზრდილი? რატომ იუნდა იყოს ეს ცნება საერთოდ მობმული რაოდენობრივ მაჩვენებელთან და არა ცხოვრების წესსა და შინაგან ფასეულობებზე? რა განსხვავებაა ქართველ და ამერიკელ კაცს შორის ამ შემთხვევაში? ის რომ ქართველი ბოზობად 2 კაცთან წოლას მიიჩენვს, ხოლო ამერიკელი 10-თან?
მოკლედ, მგონი ისედაც ბევრი ვილაპარაკე

აწი თქვენ გაცლით