
ბალნეოლოგიური
კურორტი საირმე მდებარეობს ბაღდათის რაიონში, მდინარე წაბლარის წყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. კურორტი საირმე განთქმულია მინერალური წყლებით, რომელსაც იყენებენ საშარდე გზებისა და საჭმლის მომნელებელი დაავადებების სამკურნალოდ.
დასასვენებელი სახლი “
სამოთხე” გამოირჩევა თავისი ადგილმდებარობით, იგი განთავსებულია საირმის მაღალ ზონაში, უშუალოდ ტყის მასივში. დასასვენებელი სახლი “სამოთხე” გთავაზობთ 1, 2, 3 და 4 ადგილიან ნომრებს აბაზანით, მუდმივი ცივი და ცხელი წყლით, სატელიტური ტელევიზიითა და სამჯერადი საუკეთესო კვებით. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ ექიმ-დიეტოლოგის მომსახურებაც. დასასვენებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია დაცული და კეთილმოწყობილია.
დასასვენებელი სახლი “სამოთხე” შეგიქმნით მყუდრო გარემოს, რაც დაუვიწყარს გახდის თქვენს დასვენებასა და მკურნალობას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!